სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ პრობლემები შექმნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ პრობლემები შექმნა. მარტვილში, ქარმა სახურავი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს გადახადა, ასევე ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში რამდენიმე კერძო სახლს. ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის სახურავიც დააზიანა, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილები გვიან ღამით გაიწმინდა. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს და […]

„შესაძლებლობები ყველას, ვინც არ ჩერდება“ – „საქართველოს ბანკმა“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა შექმნა

„საქართველოს ბანკი“ შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობისათვის, „საქართველოს ბანკი“ სამ საერთაშორისო სტიპენდიას უჭერს მხარს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. „100-ზე მეტი განხორციელებული პროექტი განათლების, ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის – ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტის CSR პროექტების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და ადამიანების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობით უზრუნველსაყოფად, „საქართველოს ბანკმა“ ვებგვერდი […]

სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის ახალ პროექტს „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“ იწყებს

საქართველოს სავაჭრო პალატა, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ახალ პროექტს იწყებს „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“. საქართველოს სავაჭრო პალატის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოხდება კომპანიის სრული ციფრული დიაგნოსტიკა, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პროცესში თანამედროვე პრაქტიკების დანერგვა. „პროექტი შესაძლოა მოიცავდეს კიბერუსაფრთხოების, ციფრული მარკეტინგის (სოციალური მედია), ხელოვნური ინტელექტისა და მისი ავტომატიზაციის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის, ინფორმაციული ტექნოლოგიების […]

კოკა კაციტაძემ რეგიონულ დანაყოფებთან შეხვედრები გამართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ პირველ მოადგილესთან გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, სამუშაო შეხვედრები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, რეგიონული დანაყოფების წარმომადგენლებთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზები, ტენდენციები და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტები განიხილა. საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ […]

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე – ევროკავშირის ელჩის მოწოდება უპირველესად მიემართება მათ, ვინც ბოიკოტის გზა აირჩია – როგორ ჩანს, კვლავაც რადიკალები იქნებიან

ევროკავშირის ელჩის მოწოდება უპირველესად მიემართება მათ, ვინც ბოიკოტის გზა აირჩია და გააკეთა განცხადება, რომ ისინი მუშაობაში ჩაერთვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხელისუფლებაში იქნებიან – კვლავაც, როგორ ჩანს, რადიკალები იქნებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც პოლიტიკურ პარტიებს ევრო რეკომენდაციებზე ერთობლივი მუშაობისკენ […]

რუსთავში მოსწავლე-ახალგაზრდობის ძველი სასახლის ავთენტური არაფორმალური განათლების ცენტრი შენდება

რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის სრულიად ახალი შენობა აშენდება. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს, ზურაბ ტაბაღუასთან და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის […]

ყაზახეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარადგინა

ყაზახეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მმართველმა პარტიამ „ამანათმა“, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლჟას ბექტენოვი მას შემდეგ წარადგინა, რაც გუშინ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა. მთავრობის გადადგომის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ვიცე-პრემიერი, რომან სკლიარი დაასახელა. ბექტენოვის […]

ლევან ხაბეიშვილი – ცხადია, გვაქვს შეკითხვები პრობლემებთან დაკავშირებით, ივანიშვილის პარტია უარს აცხადებს კომუნიკაციაში იყოს ხალხთან – ხელისუფლებას მოუწევს პასუხი მოქალაქეებს, რატომ იმალებიან

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება უარს აცხადებს, მინისტრობის კანდიდატები მათ ფრაქციის ფორმატში შეხვდნენ. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შედგა. მისივე თქმით, ხელისუფლება ემალება იმ კითხვებს, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებთან არის დაკავშირებული. „ცხადია, ჩვენ გვაქვს შეკითხვები ხალხის პრობლემებთან დაკავშირებით. ივანიშვილის პარტია უარს აცხადებს კომუნიკაციაში იყოს ხალხთან და ამ […]

₾82-მილიონიანი გადახარჯვა – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ბიუჯეტის გეგმას გასულ წელსაც გადააჭარბა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ გასულ წელს იმაზე მეტი დახარჯა ვიდრე ბიუჯეტის პროექტით იყო გათვალისწინებული. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წელს პროგრამაზე 1.06 მილიარდი ლარი დაიხარჯა, რაც გეგმით განსაზღვრულზე 82 მილიონი ლარით მეტი იყო. 2023 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურება 713 ათას პაციენტს გაეწია, ხოლო თითოეულ მათგანზე ბიუჯეტის მხრიდან გაწეული მომსახურებების ფასმა საშუალოდ 1,490 […]

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.