ირაკლი კობახიძე – ახალი პარტიით ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის მაინცდამაინც ქარიზმატული პიროვნება

ახალი პარტიით ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის მაინცდამაინც ქარიზმატული პიროვნება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის ელოდება, რომ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გააკეთებს აქცენტს და არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი შეწყალებაზე. „მგონი, უფრო სხვა გეგმები აქვთ სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობრებს. […]

უამინდობამ გორის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უამინდობამ გორის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ღამის საათებში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილს დენის მიწოდება შეუწყდა, დიდთოვლობის გამო, რასაც ქარიც ერთვოდა, რამდენიმე ადგილზე ხე მოტყდა, დაზიანდა რამდენიმე სახურავი. დიდთოვლობის გამო, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მისასვლელ გზებზე გადაადგილება გართულდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გვიან ღამიდან ამ დრომდე მობილიზებულია ყველა სამსახური და […]

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ – ერთხელ ვერ ვათქმევინეთ საქართველო კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ლობირებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ – ერთხელ ვერ ვათქმევინეთ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხს დაუპირისპირდა. „9 პუნქტის შესრულებისთვის ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე და არა სალომე ზურაბიშვილის წინაშე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ინტერესებს, საქართველოს […]

პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში | სრულად

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ წარდგა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ პრეზიდენტის სიტყვას სრულად: „პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ჩვენ ეს შევძელით! 2023 წელი, რომელიც ესოდენ დიდი მიღწევით და ახალი იმედით დასრულდა, გამოწვევების და სირთულეების გარეშე არ […]

Technovation Girls SAKARTVELO 2024 დაიწყო

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls SAKARTVELO დაიწყო. წელს კონკურსზე, საქართველოს ყველა რეგიონიდან, 13-დან 18 წლამდე 900-ზე მეტი გოგონა და 250 მენტორი დარეგისტრირდა. Technovation Girls საერთაშორისო კონკურსია, რომელიც 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. კონკურსში საქართველო წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. ოთხი […]

ბრიტანეთის მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა, წერს „ბი-ბი-სი“ ბუკინგემის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით. განცხადებაში არ არის აღნიშნული, რისი სიმსივნე აქვს მეფეს. ოფიციალური ცნობებით, მკურნალობა ჩარლზმა ორშაბათს დაიწყო და გარკვეული პერიოდი საჯაროდ არ გამოჩნდება. მეტი დეტალი მეფის მდგომარეობაზე არ ვრცელდება. ცნობილია, რომ აქამდე იგი პროსტატის მკურნალობას გადიოდა, თუმცა სიმსივნე აღნიშნულს არ უკავშირდება. „მეფე პოზიტიურადაა განწყობილი და ელის, […]

პრეზიდენტი მიმართავს ადამიანს, “ვინც რეალურად მართავს ქვეყანას”.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და პოლიტიკაში მესამედ მოსვლის შემდეგ პარტიის საპატიო თავმჯდომარედ არჩეულ ბიძინა ივანიშვილს მიმართა. პრეზიდენტი ამბობს, რომ საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი სწორედ ივანიშვილია, რადგან ის არის ადამიანი, “ვინც რეალურად მართავს ქვეყანას”. “საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. […]

პრეზიდენტმა პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა

“საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტის თავჯდომარე და არც მმართველი პარტიის თავჯდომარეები, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ, მივმართავ ბიძინა ივანიშვილს” – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მიმართვისას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნებას გამოეხმაურა. “საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტის თავჯდომარე და არც მმართველი პარტიის თავჯდომარეები, არამედ ის, […]

ზურაბიშვილი: კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო – არაფერი კონტროლდება, პასუხისმგებლობა არ დგება

ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება. ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ. ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, […]

პრეზიდენტი ოპოზიციას: დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, თქვენც გაკისრიათ პასუხისმგებლობა

ასევე, მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას. თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია. ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ, ან გითხრათ გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის […]