“აჭარაში ორი ადამიანი დაიღუპა” – ირაკლი კობახიძე

„სამწუხაროდ, სტიქიაა დასავლეთ საქართველოში, აჭარაში. როგორც მითხრეს, ორი ადამიანია დაღუპული. ვუსამძიმრებ ოჯახებს. გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები და იმედია, წარმატებული იქნება“, – თქვა კობახიძემ.
გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტში ბოლო მოხსენებით გამოსვლისას, განაცხადა: “გაფრთხილებთ ყველას, დაინახეფთ და შეიგრძენით, რომ ქვეყანა და ჩვენი უაღრესად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს, ერთი მეორის გამომრიცხავ და გამანადგურებელ არჩევნებს, რევანშის ქადაგებას და განტევების ვაცის გაუთავებელ ძიებას. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა, რაც მთავარია, ქვეყნის მომავლის დანახვა და ამ ქვეყანაში […]
ირაკლი კობახიძის მეუღლე თანამდებობას დატოვებს

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრი აუცილებლად დატოვებს თანამდებობას: ,,არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონდმებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს და რომც არ ითვალისწინებდეს, გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესები. ის, რა თქმა უნდა დატოვებს თანამდებობას” შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის ცოლი ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს სახელმწიფო უწყებას – სსიპ “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს”, რომელიც ანგარიშვალდებულია […]
ეს იყო უკიდურესად პროევროპული გამოსვლა – ჰერჩინსკი ზურაბიშვილზე

“ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული” – ასე აფასებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენებას პარლამენტში. “ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე იყო კრიტიკული მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიმართ. მან ასევე გამოთქვა კონკრეტული მოსაზრებები ქვეყნის წინსვლისა და არჩევნების შესახებ. ზოგადად მისი გამოსვლა მომეწონა, რადგან ოპტიმისტური იყო […]
რიში სუნაკი – საბედნიეროდ, მეფე ჩარლზ III-ის სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს

საბედნიეროდ, მეფე ჩარლზ III-ის სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. როგორც რიში სუნაკმა აღნიშნა, მასთან კომუნიკაციას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. „ის ჩვენს ფიქრებსა და ლოცვებში იქნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ ოჯახს, მსგავსი რამ შეხებია და მათ იციან, თუ რას ნიშნავს ეს ყველასთვის“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, ბუკინგემის […]
ირაკლი კობახიძე – კონსტიტუცია მისი დამრღვევი პრეზიდენტის წინააღმდეგ გარანტიებს შეიცავს – თუ ის იმოქმედებს კანონმდებლობის სულისკვეთების წინააღმდეგ, კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ერთადერთი, ვისაც კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, თვითონ სალომე ზურაბიშვილია“. როგორც მან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პრეზიდენტი „კონსტიტუციის დარღვევით გამოირჩევა“. „ერთადერთი ვისაც აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედებით, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებით გამოირჩევა. […]
რომან გოცირიძე უმრავლესობას – სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, პრეზიდენტს ფეხზეც კი არ წამოუდექით – თქვენ მტრულად დახვდით არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ მთელ ქვეყანას

სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, პრეზიდენტს ფეხზეც კი არ წამოუდექით – თქვენ მტრულად დახვდით არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, არამედ მთელ ქვეყანას, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ანგარიში წარადგინა. გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ქვეყანაში კონფრონტაციას აღვივებენ, რისი დასტურიც მათი დღევანდელი საქციელია. „დღეს პრეზიდენტი შემოვიდა და სამარცხვინო […]
უკრაინის საელჩო სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში უკრაინის საელჩო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე საქმის პოლიტიზირებისგან თავს შეიკავებს. „უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით. საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს. […]
ხულოსა და ქედაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთ-ერთი უბნის ინსპექტორია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხულოსა და ქედაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორის შსს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული პირი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძეა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ზვავის […]
ირაკლი კობახიძე – ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ – საკონსტიტუციო უმრავლესობაში, ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს

ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს იმისათვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ – საკონსტიტუციო უმრავლესობაში, ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მათი ამოცანაა, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ, რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს“. „ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვს შექმნილი საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს […]