რუსეთის დაბომბვას ხარკოვის ოლქში 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა

მაშველებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ზოლოჩოვში, ნანგრევებში, ორი თვის ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 6 თებერვლის ღამეს რუსულმა ჯარმა სოფელი ორი C-300 ტიპის რაკეტით დაბომბა, რის შედეგადაც დაზიანდა შვიდი სახლი, 19 სამოქალაქო ობიექტი, ორი ადმინისტრაციული შენობა და ხუთი ავტომობილი. ნანგრევების ქვეშ ასევე მოყვა სამი ახალგაზრდა ქალი. მათ შორისაა დაღუპული ჩვილის დედა. ისინი […]
“მზად ვართ, ნებისმიერ ერთობაში მივიღოთ მონაწილეობა” – ვაშაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება მომავლის ქარტიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც ერთობის პლატფორმა ევროპისთვის ერქმევა. ვაშაძე აცხადებს, რომ სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა მზად არიან აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდნენ, თუმცა მისი თქმით, დიდ ერთიანობას სააკაშვილის გათავისუფლება სჭირდება. „მან [ზურაბიშვილმა] გააკეთა განცხადება გარკვეულ პლატფორმასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეიქმნას ოპოზიციურ ფლანგზე. ჩვენ, გამარჯვების კოალიცია […]
ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში, სტიქიის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის გამო

ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში, სტიქიის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო და უსამძიმრებს ოჯახებს. „სამწუხაროდ, სტიქიაა დასავლეთ საქართველოში, როგორც მითხრეს, აჭარაში ორი ადამიანია დაღუპული, ვუსამძიმრებ ოჯახებს. გრძელდება შესაბამისი სამუშაოები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. Previous: სად იყო ანგარიში, ვინმემ მოისმინა პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ […]
სად იყო ანგარიში, ვინმემ მოისმინა პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე? – არა, მთელი ე.წ. ანგარიში გაჟღენთილი იყო ნიშნის მოგებით – ამირან სალუქვაძე პრეზიდენტზე

სად იყო ანგარიში, ვინმემ მოისმინა პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე? – არა, მთელი ე.წ. ანგარიში გაჟღენთილი იყო ნიშნის მოგებით – ამირან სალუქვაძე პრეზიდენტზე „ვინმემ მოისმინა პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე? არა. მოვისმინეთ დამოძღვრა, თავი ქართლის დედა ჰგონია, ლანძღვა და ტრიბუნის გამოყენება წინასაარჩევნოდ, მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. ანგარიში – ნული.“- წერს […]
სინამდვილეში კარგად იაზრებს სუს -ის მიერ აღკვეთილ საშიშროებას, მაგრამ მიესალმება მცდელობას, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს – თამთა მეგრელიშვილი ქეთი შოშიაშვილზე

სინამდვილეში კარგად იაზრებს სუს -ის მიერ აღკვეთილ საშიშროებას, მაგრამ მიესალმება მცდელობას, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს – თამთა მეგრელიშვილი ქეთი შოშიაშვილზე სინამდვილეში ეს ადამიანი კარგად იაზრებს სუს -ის მიერ აღკვეთილ საშიშროებას, მაგრამ მიესალმება მცდელობას, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად გამოყენებულ იქნეს რუსეთში სხვადასხვა სახის თავდასხმის ორგანიზებისთვის, რათა საქართველო იქცეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პოტენციურ სამიზნედ, – […]
დღეს ზურაბიშვილი ქვეყნის სამწუხარო საპრეზიდენტო რეიტინგის სათავეში უპირობო სამარცხვინო ლიდერად მოგვევლინა

დღეს ზურაბიშვილი ქვეყნის სამწუხარო საპრეზიდენტო რეიტინგის სათავეში უპირობო სამარცხვინო ლიდერად მოგვევლინა „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ქვეყნის წინაშე ჩაბარებული ანგარიშის სახით პრეზიდენტის მხრიდან არც ერთი მინიშნება იყო, „თუ რითი იყო დაკავებული თავისი სამარცხვინო საპრეზიდენტო ვადის […]
აჰაა, გავიდა გაღმა, ვივამედში და დააჯდა სააკაშვილის “ნარატივს” – ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტზე

აჰაა, გავიდა გაღმა, ვივამედში და დააჯდა სააკაშვილის “ნარატივს” – ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტზე აჰაა, გავიდა გაღმა, ვივამედში და დააჯდა სააკაშვილის “ნარატივს”… – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ზურაბიშვილის ამ განცხადებებით, საზოგადოებას უფრო გაუადვილდება არჩევანის გაკეთება და როგორც ძველი, ისე ახალი ფორმაციის “ნაცმოძრაობას” ნაგავსაყრელზე გაისტუმრებს. “აჰაა, […]
კობახიძე: მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ EU-ს ცხრა მოთხოვნა

თქვენ გახსოვთ, რომ თავის დროზე ჩვენ პრაქტიკულად, თითქმის ერთპარტიულად მოვახერხეთ 12 პუნქტის შესრულება, რის საფუძველზეც მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ახლაც მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ ცხრა მოთხოვნა, რომელიც წამოაყენა ევროკავშირმა. კარგი იქნება, თუ სხვა პარტიების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ლელოს და მსგავსი რადიკალური პარტიების იმედი ჩვენ არც წარსულში გვქონდა და ვერც მომავალში გვექნება. […]
კობახიძე: 8-ში, 9-ში ზუსტად გეტყვით, რა საკადრო ცვლილებები იქნება მთავრობის ადმინისტრაციაში

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის თქმით, 8-9 თებერვალს გახდება ცნობილი, რა საკადრო ცვლილებები იქნება მთავრობის ადმინისტრაციაში. მას ჰკითხეს, ხომ არ შეცვლის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. “8-ში, 9-ში უკვე დაზუსტებით გაგაცნობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციაში“, – აღნიშნა კობახიძემ. კითხვაზე, “ცვლილება მთავრობის სტრატკომსაც შეეხება?”, პრემიერობის კანდიდატი პასუხობს – “შეიძლება, შეეხოს, კი, მაგრამ […]
ვაშაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე: მზად ვარ, მივიდე და პროცესში მონაწილეობა მივიღო

მინდა, პოზიტიურად გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთიანობისკენ მოწოდებას. ჩვენ, გამარჯვების კოალიცია (ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი) ზუსტად ამას ვამბობთ – ძალა ერთობაშია. ამიტომ, მზად ვართ, მივიდეთ და ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა და მსჯელობა დავიწყოთ. პირადად მეც მზად ვარ, რომ საკითხში მონაწილეობა მივიღო. ასე გამოეხმაურა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი და გამარჯვების პლატფორმის წევრი, გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას. პრეზიდენტმა თქვა, […]