ალეკო ელისაშვილი – ყანწებით ვსვამთ ქალის სადღეგრძელოს, მაგრამ ქალი შემოდის დარბაზში და მმართველი პარტია არ ესალმება – ხალხური ლექსის ავტორი „ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობაო“, ალბათ, საფლავში ბრუნავს

ქალი შემოდის, ბოლო ბოლო, დარბაზში და ქართველი კაცი, იცოცხლე, ყელს კი, ვიღერებთ სუფრაზე და რაღაც გადაგრეხილ ჯიხვის ყანწებით ვსვამთ ქალის სადღეგრძელოს, მაგრამ ქალებს მმართველი პარტია, როგორ ექცევა [ჩანს], – ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს და გააკრიტიკა იმის გამო, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ფეხზე არ წამოუდგნენ. ალეკო ელისაშვილის […]
ჯოზეფ ბორელი – კიევში ვიმყოფები, რათა უკრაინის მიმართ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა განვიხილო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინაში ვიზიტის დროს უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას და ასევე რეფორმების განხორციელების საკითხს განიხილავს. „დავბრუნდი კიევში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მეოთხე ვიზიტით. აქ ვიმყოფები, რათა ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად განვიხილო ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ – სამხედრო, ფინანსური და უკრაინის ახალი მექანიზმის კუთხით – […]
პრეზიდენტი – საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას – ეს არის მისი ერთადერთი მომავალი!

საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას! – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დასკვნით სიტყვაში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით „იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს?!“ როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ერთადერთი მომავალი არის ევროპაში გაწევრიანება. „იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, […]
თინა ბოკუჩავა პრეზიდენტს – მინდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ თქვენს ინიციატივაში, რადგან ჩვენთვის უმთავრესია ეროვნული ინტერესი

მინდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ თქვენს ინიციატივაში, რადგან ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და მაშასადამე, ეროვნული ინტერესი, – ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც გამოთქვა ინიციატივა, შეიქმნას.„ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თავის გამოსვლაში ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, […]
მამუკა მდინარაძე – გვარამიას „ნაცებისგან“ გამიჯვნა სასწაულად მიმაჩნია – საერთო წარსული, საერთო აწმყო აქვთ, საერთო დავალებების ქვეშ მოქმედებენ და შესაბამისად, აქვთ საერთო მომავალიც

ყველას აქვს საერთო მიზანი და რამდენადაც არ უნდა დაიშალონ და როგორც არ უნდა გაიშალონ, ამ ოპოზიციურ ველზე თავის რეიტინგზე მაღლა ვერ ახტებიან, თავზე მაღლა ძალა ჯერ არავის უპოვია და ვერც ისინი იპოვიან, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მესამე ძალის შექმნის მცდელობის თაობაზე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, მას ნიკა […]
„მეტროპოლ ქავთარაძე“ – ახალი მულტიკომპლექსური პროექტის მშენებლობა დაიწყო

უპრეცედენტოდ მაღალი კონკურენცია დეველოპერებს შორის თუ მომხმარებლის მკვეთრად შეცვლილი საინვესტიციო ქცევა – სამშენებლო სექტორში მოთხოვნის თამასა გაიზარდა და კომპანიებს სულ უფრო მოდერნიზებული და საუკეთესო პროექტებისა და პირობების შეთავაზება უწევთ დამკვეთისათვის. უძრავი ქონების შერჩევისას მომხმარებელი გაცილებით მეტ ფაქტორს ითვალისწინებს, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინათ იყო. უცვლელი დარჩა მხოლოდ დეველოპერის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, რომელიც კომპანიას, სამშენებლო ბუმის […]
უკრაინას ელჩი რომ ჰყოლოდა, ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა — კობახიძე საელჩოზე

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინას საქართველოში ელჩი რომ ჰყავდეს, საელჩო ისეთ განცხადებას არ გაავრცელებდა, როგორიც დღეს, 6 თებერვალს გამოაქვეყნა. კერძოდ, უკრაინის საელჩო საქართველოში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ასაფეთქებლის აღმოჩენის საქმის პოლიტიზებისგან თავი შეიკავოს და თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც კობახიხე აცხადებს, პოლიტიზირება არაფერ შუაშია. მისი თქმით, უკრაინული მხარე საქართველოს რუსეთის სამიზნედ ქცევას ცდილობს და ეს შემაშფოთებელია. […]
როგორ არეგულირებს კანონი ე.წ. ინფლუენსერების საქმიანობას და რა იგეგმება – ინტერვიუ

საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო სახელმძღვანელო დოკუმენტზე მუშაობს, რომელიც ე.წ. ინფლუენსერებისთვის სარეკლამო კონტენტის განთავსების სტანდარტს დაადგენს. სააგენტოში აცხადებენ, რომ დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება ამ მიმართულებით არ იგეგმება, რამდენადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი აღნიშნულ სეგმენტს ისედაც არეგულირებს და საუბარია, ევროპული გამოცდილების საფუძველზე სამოქმედო სტანდარტის გაზიარებაზე იმ შემთხვევებისთვის, თუ მომხმარებელს ექნება პრეტენზია კონკრეტული ინფლუენსერის მიერ […]
თურქეთის ცენტრალურ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს

თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველის პოსტზე პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფატიჰ კარაჰანი დანიშნა. კარაჰანმა, რომელიც აქამდე მმართველის მოადგილე იყო, ჩაანაცვლა ჰაფიზ ერქანი – ბანკის პირველი ქალი მმართველი ისტორიაში. მან პოსტზე რვა თვე დაჰყო და თანამდებობა სამ თებერვალს დატოვა, როგორც თავად განაცხადა, მისი „რეპუტაციული მკვლელობის“ მცდელობის გამო. ერქანის მმართველობისას ცენტრალურმა ბანკმა საგრძნობლად გაზარდა ფულის გასესხების საპროცენტო განაკვეთი […]
ალიევი და მისი “კონკურენტები”საპრეზიდენტო არჩევნებზე

რატომ არავის აღელვებს და აინტერესებს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები? 7 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. თუმცა, როგორც იტყვიან, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ მოვლენას მნიშვნელობას აქ არავინ ანიჭებს. საზოგადოება [არც მისი პოლიტიკურად აქტიური ნაწილი და არც “რიგითი მოქალაქეები”] მცირე ინტერესსაც არ ავლენს მოახლოებული არჩევნების მიმართ. მიზეზი კი ერთია – საპრეზიდენტო არჩევნებზე არ არსებობს ილჰამ ალიევის […]