„ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან“ — სუბარი ზურაბიშვილს

„ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და საქართველო აქ შეინარჩუნეს, არა — პარიზში, გერმანიაში და სხვაგან“, — მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალიდან“ სოზარ სუბარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, სოზარ სუბარმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს „არ სტკივა“ საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. „იმიტომ, რომ ეს არ არის მისი […]

EU-მ გააუქმა გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილი, რომლებმაც ფერმერთა პროტესტები გამოიწვია

ევროკავშირი უარს იტყვის გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილზე, რომელთა გამოც ბლოკის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში, ბოლო ხანია, ფერმერების აქტიური პროტესტები მიმდინარეობს. Financial Times წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უქმდება სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების განახევრების გეგმა. · პესტიციდები — ქიმიური ნაერთები, რომელსაც იყენებენ მცენარეთა მავნებლების, მარცვლეული კულტურების, მერქნის, ბამბის, შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების, აგრეთვე ადამიანისა […]

“ბორჯღალოსნები” | მზადება წლის პირველი საშინაო მატჩისთვის

გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებული “ბორჯღალოსნები” “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩისთვის ემზადება. საქართველო წლის პირველ საშინაო შეხვედრას 10 თებერვალს თბილისში, “ავჭალაზე”, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. თამაში 14 საათზე დაიწყება. მერვედ ნიდერლანდებთან “ბორჯღალოსნებს” ნიდერლანდების წინააღმდეგ აქამდე 7-ჯერ უთამაშია. პირველად მათ ფირას ეგიდით, 1995 წელს გადავეყარეთ. ეს იყო გუნდის ერთ-ერთი პირველი გასვლა ევროპაში […]

ბორელი კიევშია და უკრაინას ევროკავშირის “ურყევ მხარდაჭერას” უდასტურებს

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კიევშია. ჯოზეფ ბორელის თქმით, ვიზიტის მიზანია, ხაზი გაუსვას კიევისადმი ევროკავშირი „ურყევს მხარდაჭერას“. ბორელის თქმით, შეხვედრებზე განიხილება უკრაინისადმი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის საკითხები. ამასთან, ბლოკში გაწევრიანების გზაზე, კიევის მხრიდან, რეფორმების განხორციელების პროგრესი. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, კიევში ეს ბორელის მეოთხე ვიზიტია. გასულ […]

ევროპელ კოლეგებს ესპანელი ფერმერებიც შეუერთდნენ

ესპანელმა ფერმერებმა 6 თებერვალს ქვეყნის ზოგიერთი მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი შეუერთდნენ ევროპის სხვა ქვეყნებში აქციებზე გამოსულ კოლეგებს, რომლებიც აპროტესტებენ გაზრდილ ხარჯებს, ბიუროკრატიასა და კონკურენციას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მხრიდან. ”ჩვენ სხვა დაფერილობის, მაგრამ იგივე პრობლემები გვაქვს, როგორიც სხვებს ევროკავშირში”, – უთხრა ესპანეთის ეროვნულ მაუწყებელს დონაციანო დუჯომ. ის ესპანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერული ასოციაციის, ASAJA-ს ვიცე-პრეზიდენტია. ASAJA და […]

“ხალხის მსახურის” რიგებიდან გასვლას ითხოვს დეპუტატი მარიანა ბეზუჰლა, რომელიც გამოირჩევა გენერალ ვალერი ზალუჟნის კრიტიკით

უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის” დეპუტატი მარიანა ბეზუჰლა დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი განცხადება ფრაქციის დატოვების შესახებ დღესვე გააცნონ საკანონმდებლო ორგანოს – ამის შესახებ მან განაცხადა 6 თებერვალს, ვერხოვნა რადის პლენარული სხდომის დღეს. “მე მივმართე [დავით] არახამიას და უკრაინის უმაღლესი რადის ხელმძღვანელობას, რათა წაიკითხონ ჩემი განცხადება „ხალხის მსახურის“ ფრაქციიდან ჩემი გასვლის შესახებ, სადმე თუ არ დაგიკარგავთ. […]

ოთარ შამუგია – 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ექსპორტმა რეკორდული, 1.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

2023 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ექსპორტმა რეკორდული, 1.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და […]

ოთარ შამუგია – სახელმწიფოს თანადაფინანსებით ფერმერების მიერ, ბოლო წლების განმავლობაში, შეძენილ იქნა 6000-მდე ერთეული, 235 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა

სახელმწიფოს თანადაფინანსებით ფერმერების მიერ, ბოლო წლების განმავლობაში, შეძენილ იქნა 6000-მდე ერთეული, 235 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. „2023 […]

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წელს დაიწყება არასახიფათო ნარჩენების განთავსების ორი ახალი ობიექტის მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონისთვის

2023 წელს მიმდინარეობდა და 2024 წელსაც გრეძელდება სამუშაოები არასახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით. წელს დაიწყება არასახიფათო ნარჩენების განთავსების ორი ახალი ობიექტის მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონისათვის. ახალ ობიექტებზე, გარემოსდაცვითი კუთხით, გამოყენებული იქნება მაღალტექნოლოგიური, მათ შორის, ნაჟური წყლის გამწმენდი „რევერსული ოსმოსის“ სისტემა, რაც დააკმაყოფილებს გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველა მოთხოვნას. მიმდინარე წელს დაგეგმილია ნარჩენების გადამტვირთი ორი […]

ირაკლი ქარსელაძე – 171 სკოლიდან 142 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მართალია, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება ძირითადად განათლების სამინისტროს საქმიანობის მიმართულებაა, თუმცა, მნიშვნელოვანია სამინისტროს ჩართულობა ამგვარი ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც. „2 023 წელს დაიწყო ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების […]