ევროპელ კოლეგებს ესპანელი ფერმერებიც შეუერთდნენ

ესპანელმა ფერმერებმა 6 თებერვალს ქვეყნის ზოგიერთი მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი შეუერთდნენ ევროპის სხვა ქვეყნებში აქციებზე გამოსულ კოლეგებს, რომლებიც აპროტესტებენ გაზრდილ ხარჯებს, ბიუროკრატიასა და კონკურენციას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მხრიდან.
”ჩვენ სხვა დაფერილობის, მაგრამ იგივე პრობლემები გვაქვს, როგორიც სხვებს ევროკავშირში”, – უთხრა ესპანეთის ეროვნულ მაუწყებელს დონაციანო დუჯომ. ის ესპანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერული ასოციაციის, ASAJA-ს ვიცე-პრეზიდენტია.
ASAJA და ესპანელ ფერმერმერთა სხვა პროფესიული გაერთიანებები აქციებისკენ გასული კვირის ხუთშაბათიდან მოუწოდებდნენ. მათ გზები ქვეყნის მასშტაბით ბევრგან გადაკეტეს, მათ შორის, შეაფერხეს მოძრაობა სევილიიდან და გრენადიდან, საფრანგეთის საზღვრის მიმართულებით. სოფელში მყოფებს ეს ყველაფერი “ყელში ამოგვივიდა” – თქვა დუჯომ.
აქციები თავიდან ფრანგმა ფერმერებმა დაიწყეს. მათ შემდეგ ბელგია, იტალია და პორტუგალიაც შეუერთდა. საფრანგეთსა და ბელგიაში, გზების დაბლოკვა რამდენჯერმე პოლიციასთან ძალადობრივ შეტაკებაში გადაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)