Masteri: ბრეგვაძის Drag Ball-ზე მიწვევაზე ჩემი პროტესტის შემდეგ მელუა ჩვენი სიმღერის წაშლას ითხოვს

რეპერის, გიორგი პავლიაშვილის (მასტერი) თქმით, ქეთი მელუას ლეიბლი და თავად მომღერალი მათი დუეტის ლიცენზიის გაუქმებას ითხოვს, რაც სიმღერის წაშლას გულისხმობს. ამის შესახებ მასტერი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ამის მიზეზი “ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლეა”, რასაც რეპერი ნანი ბრეგვაძის The Drag Ball-ზე მიწვევაზე მის მიერ “გამოხატულ პროტესტს” უკავშირებს. როგორც მასტერი წერს, მის პროტესტს LGBT […]
ილონ მასკმა პირობა დადო, რომ არ დაბლოკავს პუტინის ინტერვიუს ტაკერ კარლსონთან

სოციალურ ქსელი Х-ის (ყოფილი ტვიტერი) მფლობელი ილონ მასკი ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს დაჰპირდა, რომ არ დაბლოკავს ვიდეოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუდან. ამის შესახებ კარლსონმა ინტერვიუს ანონსში განაცხადა. კარლსონი არის ტელეკომპანია Fox-ის ყოფილი ტელეწამყვანი, რომელმაც სოციალურ ქსელ Х-ში დაიწყო საავტორო გადაცემის კეთება. ტაკერი თებერვლის დასაწყისში მოსკოვში ჩავიდა ვლადიმირ პუტინთან სასაუბროდ. მისი ინტერვიუ იქნება პირველი საუბარი […]
ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი სებასტიან პინიერა ვერტმფრენის ავარიას ემსხვერპლა

6 თებერვალს ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი სებასტინა პინიერა ჩილეს სამხრეთით ვერტმფრენის ავარიას ემსხვერპლა. ინფორმაციას მთავრობასა და ყოფილი პრეზიდენტის უწყებაში ადასტურებენ. პინიერა ჩილეს პრეზიდენტი ორი ვადით, 2010-14 და 2018-22 წლებში, იყო. იგი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრის კაროლინა ტოჰას თქმით, ავარიის დროს ვერტმფრენში კიდევ სამი მგზავრი იყო, რომლებიც ცოცხლები გადარჩნენ. პინიერას, რომელიც ჩილეში წარმატებული […]
მასტერის თქმით, ქეთი მელუამ მათი დუეტის აღება მოითხოვა

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი აცხადებს, რომ მომღერალმა ქეთი მელუამ და მისმა ლეიბლმა მათი დუეტის ლიცენზიის გაუქმება გადაწყვიტა და სიმღერის აღება მოითხოვა. როგორც პავლიაშვილი განმარტავს, ამის მიზეზად, “LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე” დასახელდა. მისივე სიტყვებით, ქეთი მელუამ ლეიბლის გაუქმება მას შემდეგ მოსთხოვა, რაც მან “დრეგ ბოლზე” მომღერალ ნანი ბრეგვაძის მიწვევა გააპროტესტა. “ნანიმ ივენთზე აღარ იმღერა […]
ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას უკრაინის მხარდაჭერისთვის სპეციალური ინსტრუმენტის შექმნაზე, რომლის ბიუჯეტი 50 მილიარდი ევრო იქნება

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას უკრაინის მხარდაჭერისთვის სპეციალური ინსტრუმენტის შექმნაზე, რომლის ბიუჯეტი 50 მილიარდი ევრო იქნება ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, ასევე ევროკავშირის წევრობის გზაზე საჭირო რეფორმების მხარდაჭერისთვის სპეციალური ინსტრუმენტის შექმნის თაობაზე. უკრაინის ფონდის საერთო ბიუჯეტი 50 მილიარდი ევრო იქნება. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ […]
THE INSIDER: როგორ ცდილობდა ФСБ იტალიური პარტიის მოსყიდვას

საგამოძიებო ჟურნალისტური პროექტის The Insider-ის სამი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის, მაიკლ ვაისისა და რომან დობროხოტოვის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს იტალიის ულტრამემარჯვენე პარტია “ლიგის” წარმომადგენლები, კრემლთან დაკავშირებული წყაროებისგან დაფინანსების მოპოვების მიზნით, მოსკოვში ჩავიდნენ. ჟურნალისტური გამოძიების ინფორმაციით, შეხვედრა წითელი მოედნის მიმდებარედ “მეტროპოლის” სასტუმროში შედგა, რის შესახებაც ცნობები იტალიურ მედიაში 2019 წელს გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, […]
ინდოეთში, ცეცხლსასროლი იარაღის ქარხანაში აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში ცეცხლსასროლი იარაღის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, შემთხვევის შედეგად დაშავდა ათობით დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა 174 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლების ფანჯრები ჩაიმსხვრა. აფეთქების გამომწვევი მიზეზების შესახებ […]
ქარსელაძე: როცა გზებზე ვსაუბრობთ, ცოტა უხერხული მგონია იმის კითხვა, კეთდება თუ არა რამე

როდესაც გზებზე ვსაუბრობთ, ცოტა უხერხული მგონია იმის კითხვა, კეთდება თუ არა რამე. 2013 წლიდან დღემდე 16 000 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამაში მაგისტრალები არ შედის, ეს არის მუნიციპალური და შიდასახელმწიფოებრივი ცენტრალური გზები, მაგრამ არა აშენებული მაგისტრალები. როდესაც ზოგადად ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა, საუბარი კიდევ რამდენიმე შედარების გაკეთება შეიძლება, საავტომობილო გზების ბიუჯეტი 2012 წელს იყო 378 მილიონი, […]
სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს არ გააჩნია იმუნიტეტი კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე

ვაშინგტონის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ გააჩნია იმუნიტეტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევაში. მოსამართლეების მიერ ერთხმად მიღებულ 57-გვერდიან გადაწყვეტილებაში, ნახსენებია კაპიტოლიუმის შტურმის ასობით მონაწილე, რომლებიც სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ტრამპი გახდა რიგითი მოქალაქე, რომელსაც […]
“შეწყდეს ბიუჯეტის ფლანგვა” – ბერლინალეზე ვიზიტის გაუქმების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

“შეწყდეს ბიუჯეტის ფლანგვა და გაუქმდეს ვიზიტი ბერლინალეზე!” – ამ მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია, რომელსაც Facebook-ზე პლატფორმა კულტურა დემოკრატიისთვის ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი არამიზნობრივად ხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტს, მას ანაწილებს ნეპოტიზმის ნიშნით და ეს დანახარჯი კავშირში არაა კინოინდუსტრიის საჭიროებასთან. ასევე, აღნიშნულია, რომ ეს კავშირში არაა არც იმ საზოგადოების ინტერესებთან, რომელსაც ეკუთვნის ბიუჯეტი, რომელსაც 34-კაციანი დელეგაცია […]