„საქსტატი“ მშპ-ს და ეროვნული ანგარიშების განახლებულ მონაცემებს გამოაქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული ანგარიშების მონაცემები განაახლა. „საქსტატის“ ინფორმაციით, განახლებული მონაცემები 12 თებერვალს გამოქვეყნდება. „ეროვნული ანგარიშების მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (IMF, Eurostat და ა.შ.), რეკომენდირებულია 5 წელიწადში ერთხელ, მშპ-ს და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ისტორიული მწკრივების გადასინჯვა და გადაანგარიშება (General Revision). ეროვნულ ანგარიშთა […]
ნევადის შტატში „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

ნევადის შტატში „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხმების 89% მიიღო, ამომრჩეველთა 6%-მა „არცერთი ამ კანდიდატებიდან“-ს მისცა ხმა, რამაც მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე ხმების 3%-ით მარიან უილიამსონი გავიდა. ჯო ბაიდენმა გასულ შაბათს სამხრეთ კაროლინას პრაიმერიზშიც გაიმარჯვა, სადაც მან ხმების 96% მიიღო. […]
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 12 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 12 დრონი ჩამოაგდეს. „ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას Shahed-136/131 ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით კიდევ ერთხელ შეუტიეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 12 დრონი გაანადგურეს“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე. დღეს დილით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რის შემდეგაც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. კიევის […]
“საკმარისია! ასე აღარ უნდა გაგრძელდეს” – რას აცხადებს მარიო ბალოტელი ხვიჩა კვარაცხელიაზე?

“ადანა დემირსპორის” ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ სერია A-ს გასული ტურის მატჩების შესახებ ისაუბრა და კომენტარი “ნაპოლისა” და “ვერონას” (2:1) შორის გამართულ შეხვედრაზეც გააკეთა. “ინტერისა” და “მილანის” ყოფილმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიას გატანილ გოლს ფენომენალური უწოდა. მისი აზრით, ქართველზე ერთ-ერთ ეპიზოდში იუხეშეს და “პარტენოპეი” პენალტს იმსახურებდა. “ამ მატჩში ადგილი სრულ აბსურდს ჰქონდა. ვერ ვიჯერებ, რომ კვარაცხელიას ეპიზოდში პენალტი […]
კიევის მახლობლად დრონების, „ბაირაქთარის“ ქარხანას აშენებენ

საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატებით, „ბაირაქთარით“(Bayraktar) ცნობილი თურქული კომპანია Baykar-ი კიევის მახლობლად ქარხანას აშენებს. ეს სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა კომპანიის ხელმძღვანელმა ჰალუქ ბაირაქთარმა. მისი ინფორმაციით, მშენებლობა 12 თვეში დასრულდება და იქ 500-მდე ადამიანი დასაქმდება. ქარხანა წელიწადში გამოუშვებს TB2 ან TB3 ტიპის დაახლოებით 120 დრონს. ჰალუქ ბაირაქთარის განცხადებით, გეგმა წინ მიიწევს და ვერაფერი შეაჩერებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა […]
ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა – მზადყოფნა ერთიან სივრცეში ვიცხოვროთ ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან

ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა – მზადყოფნა ერთიან სივრცეში ვიცხოვროთ ოს და აფხაზ დებთან და ძმებთან „ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ არ გვინდა ევროკავშირი და უარი არ დაგვიფიქსირებია. ის, რაც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესისთვის, ამაზე ვიქნებით ევროკავშირთან სამუშაო პროცესში და ვეცდებით ავუხსნათ მათ, რომ ეს საზიანოა საქართველოსთვის, არ ვეჩხუბებით და არ ვემიჯნებით,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ […]
ღამის კლუბი “ბასიანი” ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

ღამის კლუბი “ბასიანი” ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს ღამის კლუბი “ბასიანი” ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და უმძიმეს ტრაგედიას, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. საკითხის სენსიტიურობის გამო და […]
“აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია” – ბიზნესმენი

“დიოს” მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი აცხადებს, რომ აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია. როგორც ის BMG-სთან აღნიშნავს, ამ ეტაპზე, ოკეანის გადაღმა არსებული პოტენციალის მცირე ნაწილია ათვისებული.
როდემდე შენარჩუნდება საქართველოში არამდგრადი ამინდი

საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდები 8 თებერვლამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დღეს როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქშიც სადაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსამდე იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით 9 თებერვლიდან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კი საგრძნობლად მოიმატებს.
ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი, სებასტიან პინერა ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი, ბიზნესმენი და მილიარდერი, სებასტიან პინერა ავიაკატასტროფის შედეგად 74 წლის ასაკში დაიღუპა. ვერტმფრენი ქალაქ ლაგო რანკოსთან ახლოს ტბაში ჩავარდა, ბორტზე მყოფი კიდევ სამი ადამიანი გადარჩა. როგორც BBC წერს, პინერა საკუთარ ვერტმფრენს მართავდა, თუმცა კატასტროფის დროს იყო თუ არა მფრინავი, დადასტურებული არაა. მისი ცხედარი ჩილეს სამხედრო-საზღვაო ძალებმა ამოიყვანეს. ესპანური გაზეთი El País წერს, რომ […]