ნევადის შტატში „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

ნევადის შტატში „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხმების 89% მიიღო, ამომრჩეველთა 6%-მა „არცერთი ამ კანდიდატებიდან“-ს მისცა ხმა, რამაც მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე ხმების 3%-ით მარიან უილიამსონი გავიდა.
ჯო ბაიდენმა გასულ შაბათს სამხრეთ კაროლინას პრაიმერიზშიც გაიმარჯვა, სადაც მან ხმების 96% მიიღო.
ნევადის შტატის „რესპუბლიკური პარტიის“ სიმბოლურ საპრეზიდენტო პრაიმერიზში „არცერთი ამ კანდიდატებიდან“-მა გაიმარჯვა. პრაიმერიზში ერთადერთი კანდიდატი ნიკი ჰეილი იყო, მას შემდეგ რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნევადის შტატის პრაიმერიზში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და ხუთშაბათს გასამართ „რესპუბლიკური პარტიის“ შიდაპარტიულ კენჭისყრაში ე.წ. „კოკუსში“ მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: მამუკა მდინარაძის წასვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილებები აღარ განხორციელდება და მისი მასშტაბის ადამიანი აღარ არის მოაზრებული, რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი ერთად უფრო ქმედითი იყო