Israel Hayom: ბლინკენი IDF-ის უფროსს შეხვდება, რადგან ნეთანიაჰუმ მასთან საუბარზე უარი თქვა

ისრაელური გამოცემის, Israel Hayom-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პირველად ისრაელის თავდაცვის ძალების უფროსს, ჰერცი ჰალევის პირისპირ შეხვდება. როგორც ცნობილია, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარი თქვა ბლინკენის ოფისის შეთავაზება შეხვედრაზე. Israel Hayom-ის ცნობით, ნეთანიაჰუს ოფისმა ბლინკენს თავად შესთავაზა ჰერვი ჰალევისთან შეხვედრა პრემიერმინისტრის […]

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „ბაუში“ გადაიყვანა. როგორც ექიმები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, დაშავებულებს სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ. „შემოიყვანეს ორი ადამიანი. 47 წლის ქალი და 54 წლის მამაკაცი, მათ მრავლობითი ტრავმა აქვთ მიღებული, მდგომარეობა საკმაოდ მძიმედ ფასდება. ოპერაცია უტარდებათ, დაზიანებები ძირითადად მუცლის არეში აქვთ“, – აღნიშნეს კლინიკაში. თვითმხილველების […]

ანა ნაცვლიშვილი დარჩიაშვილს – იდო თუ არა თქვენი მხრიდან მაგიდაზე, ჩინეთის მიმართ წინადადება, რომ ეთქვა, ის არ აღიარებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას და მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს?

იდო თუ არა თქვენი მხრიდან მაგიდაზე, ჩინეთის მიმართ წინადადება/მოთხოვნა, რომ ეთქვა, ის არ აღიარებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას და მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს? – ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს კომიტეტის სხდომაზე. მან მინისტრს მოუწოდა, თუკი ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერამდე, ქართული მხარის მიერ […]

გიორგი ვაშაძე დარჩიაშვილს – რატომ მოხდა, რომ არა მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ გაგვისწრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში, არამედ სომხეთიც კი, რიგ შემთხვევაში, ჩვენზე წინ არის – რისი ბრალია? რა მოხდა ასეთი ქვეყანაში?

რატომ მოხდა, რომ არა მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ გაგვისწრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში, არამედ სომხეთიც კი, რიგ შემთხვევაში, ჩვენზე წინ არის. რისი ბრალია? რა მოხდა ასეთი ქვეყანაში? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს კომიტეტის სხდომაზე. მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში სომხეთმა გაგვისწრო ისეთ საკითხებში როგორიცაა ადამიანების უფლებების დაცვა, […]

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ „ინტერპრესნიუსთან’ საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „სოფელ თაგოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ზვავი განვითარდა. ასევე, სხვადასხვა სოფელში გზებზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები. შეფერხებაა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, თხილვანას, რიყეთისა და […]

კახა კალაძე მიმართავს იმ პირებს, რომლებიც დიდგაბარიტიან სატვირთო ავტომანქანებს მართავენ, შეზღუდვის საათებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და დაწესებულ რეგულაციებს მოერგონ

დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დადგენილია შესაბამისი გამონაკლისები აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის – ეს არის სპეცტექნიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარების ავტომანქანები, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკა, ასევე ტურისტული სატრანსპორტო საშუალებები,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებითვე, სხვა დანარჩენზე მოქმედებს შეზღუდვა დილის 8:00 საათიდან, 11:00 საათამდე და […]

კიევში საჰაერო განგაშის გამო ჯოზეფ ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა

კიევში საჰაერო განგაშის გამო ჯოზეფ ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა. „დილას თავშესაფარში ვიწყებ, როცა კიევში საჰაერო განგაშის სიგნალები ისმის. ეს მამაცი უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობაა, მას შემდეგ რაც რუსეთმა თავისი უკანონო აგრესია დაიწყო“, – წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე. დღეს დილით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რის შემდეგაც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესი […]

პარტია „საქართველოსთვის“ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივას არ შეუერთდება

პარტია „საქართველოსთვის“ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას არ შეუერთდება. პარტიის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ამ პლატფორმაში მონაწილეობენ ადამიანები, რომელთათვისაც ევროინტეგრაციაც და არჩევნებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთანაა დაკავშირებული. ამის მიუხედავად, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, მისი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს და მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, […]

სალომე სამადაშვილი დარჩიაშვილს – მოლდოვასა და უკრაინაზე მარტში იქნება ანგარიში, საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა – არჩევნებამდე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებში ევროკავშირი პროგრესს აპაუზებს, რატომ მოხდა ასე?!

მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით მარტში იქნება ანგარიში, საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა ანუ ევროკავშირი, არჩევნებამდე გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში რაიმე პროგრესს აპაუზებს, რატომ მოხდა ასე? – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს. მისივე თქმით, დარჩიაშვილის პირდაპირი ვალდებულებაა პროგრესზე ესაუბროს ევროკავშირს და დაარწმუნოს, რომ პროგრესი არის. […]

ფრიდონ ინჯია ილია დარჩიაშვილს – იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა, ხომ არ სჯობს ჟენევის ფორმატის პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას?!

იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად მომხრეა საქართველოს ერთიანობას, ხომ არ სჯობს ჟენევის ფორმატის პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას?! – ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს. როგორც ფრიდონ ინჯიამ განმარტა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაააქტიუროს და სტრატეგიულ პროექტებში უნდა ჩართოს ჩინეთი. […]