როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია […]
საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციები მობილიზებულები არიან ყველა მიმართულებით, გზები 24-საათიან რეჟიმში ინტენსიურად იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. „ ამ ეტაპზე, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის სპეციალური მოძრაობის რეჟიმები: გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო […]
რომელ სატვირთო ავტომანქანებს არ ეხება პიკის საათებში შეზღუდვები?

თბილისში 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეზღუდვა, რაც სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას ეხება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დადგენილია ის არეალები, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს. ასევე, განსაზღვრულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის შესაბამისი გამონაკლისები. „არსებობს არეალები, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს და […]
„სარეკლამო sms-ების შეზღუდვა გაყიდვების და შემოსავლების 30-50%-მდე შემცირებას გამოიწვევს“ – გიორგი ნიშნიანიძე

1 მლნ სარეკლამო sms-ის გაგზავნა დაახლოებით 3000 ლარის ფარგლებში მერყეობს. პირველი მარტიდან ძალაში შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონი, რომლის თანახმადაც, თანხმობის გარეშე, კომპანიას აღარ შეეძლება მომხმარებლისთვის სარეკლამო sms-ის გაგზავნა. „კომერსანტთან“ საუბრისას, Wifisher-ის თანადამფუძნებელი გიორგი ნიშნიანიძე ამბობს, რომ sms-მარკეტინგის მიმართულება ძალიან ეფექტურია და ახალი კანონი ბიზნესის კუთხით გაყიდვების და შემოსავლების 30-50%-მდე შემცირებას გამოიწვევს. „პირველი მარტიდან, […]
გიორგი არსენაძე სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი გიორგი არსენაძე აგვისტოდან სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გიორგიმ Arizona State University-ში კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე ჩააბარა. მან მოიპოვა დაფინანსება და სწავლას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გააგრძელებს.
ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და The USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო – „ვუდსის“; „თამაშობანას“; „ოდინდელის“; „კოკიტოს“; „ცაცია ოსტატის“; „დინოს“; „რუსანას“; „გოგორას“; „იკო კიდსის“; „თვითის“ სათამაშოები. Spielwarenmesse გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 1949 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სათამაშოების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული […]
მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევას

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევას, რომლის გამოც საჰაერო განგაში ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ნიკოლაევში, სადაც დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები და წყლით მომარაგების სისტემა. სულ ცოტა 8 ადამიანი დაშავდა კიევში, სადაც ხანძარი გაჩნდა ორ მრავალბინიან კორპუსში. მერიის ცნობით, კიევის ნაწილი ელექტროენერგიის […]
ზურაბიშვილი და კალაძე სამძიმარს უცხადებენ ბაღდათში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სამძიმარს უცხადებენ ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში გარდაცვლილთა ოჯახებს. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”, – დაწერა სოციალურ […]
აუტიზმის პროგრამით თბილისში დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი ისარგებლებს — კალაძე

კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მარტიდან მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. თბილისის მერმა ამის შესახებ დღეს, 7 თებერვალს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების განხორციელების შედეგად, ბენეფიციარებს მომლოდინეთა რიგის დაკავება აღარ მოუწევთ. „ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, დღეისთვის, მომსახურებას 18 წლამდე […]
ტაკერ კარლსონმა დაადასტურა, რომ მოსკოვში პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდა

ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და Fox New-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი ადასტურებს, რომ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩავიდა. ამის შესახებ კარლსონმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა. კარლსონმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ის ინტერვიუს პუტინს მალე ჩამოართმევს. მისი თქმით, ამ ინტერვიუს ჩაწერა სურს, რადგან “ამერიკელებს აქვთ უფლება იცოდნენ ომის შესახებ, რომელშიც ჩართული არიან”. ის ირწმუნება, რომ […]