Audi ბრიუსელის ქარხანაში ელექტრომობილების წარმოებას აჩერებს

გერმანული ფუფუნების მანქანების მწარმოებელი Audi სათადარიგო ნაწილების დეფიციტის გამო ელექტრომობილების ბრიუსელის ქარხანაში წარმოებას ორი კვირით აჩერებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Automobilwoche იუწყება. ეს გავლენას მოახდენს Q8 e-tron-სა და Q8 e-tron Sportback-ის მოდელების წარმოებაზე. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული მოდელების მიწოდების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან წარმოების შეზღუდვები შეიძლება გაფართოვდეს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე “უმცროსი ბორჯღალოსნების” მეტოქეები ცნობილია

“უმცროსი ბორჯღალოსნები” 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ბ ჯგუფში, ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს. ტურნირს 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა, სტელენბოში და ქეიფთაუნი უმასპინძლებს. 20-წლამდელთა ჩემპიონატს შარშანაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა და იქ საქართველომ აქამდე საუკეთესო შედეგი აჩვენა – მე-8 ადგილი. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან, შარშან ირლანდიამ ფინალი ითამაშა და იქ […]
ირაკლი კობახიძემ კვლავ არ დააკონკრეტა, ვინ იგულისხმება „გლობალურ ომის პარტიაში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ოპოზიციის წინაშე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას უპასუხა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის შეკითხვას, ვის გულისხმობს ხელისუფლება „გლობალურ ომის პარტიაში”. კობახიძემ არც ამჯერად დაასახელა კონკრეტული ძალები თუ ქვეყნები, თუმცა, განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული ზეწოლა იყო. „თქვენ იცით, რომ ამ ყველაფერს არ ვაკონკრეტებდით და დღესაც გაგვიჭირდება […]
კობახიძე სააკაშვილზე: სხვებთან შედარებით, სასჯელს პალატაში იხდის – მე ამით დავითრგუნებოდი

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის რიტორიკა რა იყო. პირდაპირ იმას ამბობდნენ, რომ მას დღეები ჰქონდა დარჩენილი. ამას, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში იძახდნენ. დღეს კი ეს ადამიანი პოლიტიკაში ჩაერთო. შეგიძლიათ, თავად განსაჯოთ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ არა. მინდა, შეგახსენოთ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი ციხეშიც კი არ არის. ის კლინიკაში, 2-ოთახიან პალატაში იმყოფება. შეიძლება, ადამიანი დაითრგუნოს […]
ხელოვნური ინტელექტის დანერგვით მოგზაურობის სექტორი სხვა ინდუსტრიებს ჩამორჩება

მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო ტურისტულ ინდუსტრიას მოუწოდებს მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამოიყენოს. WTTC-ისა და Microsoft-ის ანგარიშების ახალი სერია ხაზს უსვამს AI-ის „ტრანსფორმაციულ ძალას“ ტურისტული ბიზნესებისთვის. ექსპერტები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების უფრო დიდი ინტეგრაცია პროცესებში აუცილებელია, რადგან ისინი ხელს უწყობენ მომავალი მოთხოვნილების პროგნოზირებას, რესურსების ეფექტურად განაწილებას და ღირებული ინფორმაციის მიწოდებას მთავრობებისთვის და […]
ირაკლი კობახიძე – რატომ მინდა პრემიერობა? – პრობლემების დასაძლევად

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მინდა პრემიერობა? – პრობლემების დასაძლევად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფასების ზრდის შეჩერება და მას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. „მონოპოლიები მნიშვნელოვანი საკითხია. მუშაობაა საჭირო. სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ფასების დაწევის მიზნით, ამ საკითხებთან დაკავშირებით […]
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის პროცესი დასრულდა

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდა. ჯამში 125 საარჩევნო ოლქში 6 537 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის 6 319 მუდმივი უბანი და 218 უბანი აზერბაიჯანის საზღვარგარეთ არსებულ საელჩოებში, საკონსულოებსა […]
ირაკლი კობახიძე – რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰყავს კოლექტივი, რომელიც დიდი ხანია ემსახურება თავის საქმეს და რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონსულტაციები, მთავარია, ოპტიმალური გამოსავალი ინახოს

„ზოგადად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ არის მარტივი ვითარება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რაც გამოსწორებას საჭიროებს. მთავარია, ვნახოთ ოპტიმალური გზა, რომელიც მოგვცემს ერთდროულად- ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ასევე კოლექტივის ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებას“ , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თავადაც იყო ჩართული რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკითხის განხილვაში. მისივე თქმით, […]
ირაკლი კობახიძე – ვფიქრობ, ყოველწლიურად უნდა იზრდებოდეს პენსიები

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ წლიდან წლამდე იყოს უზრუნველყოფილი პენსიების ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება არ გაურბის სოციალურ ხარჯებს და ეს ახასიათებს ყველა მთავრობას, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში დაკომპლექტდა. „მნიშვნელოვნად გაიზარდა თანხა, რომელიც გამოყოფილია ვეტერანებზე. ზოგადად ჩვენი ქვეყნის სოციალური […]
გიგი წერეთელი – მომავალ რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის პრიორიტეტი გაფართოება უნდა იყოს და ეს შესაძლებლობა საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას

მომავალ რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის პრიორიტეტი გაფართოება უნდა იყოს და ეს შესაძლებლობა საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა. შესაბამისი განცხადება წერეთელმა ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე განაცხადა, სადაც ერთ-ერთ პანელზე, რომელიც ევროკავშირის მომავალი 5 წლის პრიორიტეტებს ეხებოდა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სიტყვით, გამოსვლისას, ის შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, […]