სითბური აეროსტატი, რომელიც ასურეთში ჩამოვარდა, შემოწმებული იყო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ დღეს, 7 თებერვალს, ასურეთთან ჩამოვარდნილ სითბურ აეროსტატს შემოწმება გავლილი ჰქონდა. სააგენტოს ცდნობით, Cameron Balloons Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც, ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავმა შესაბამის უწყებაში წარადგინა საფრენოსნო გეგმა. „დიდ ბრიტანეთში წარმოებული სითბური აეროსტატი Cameron Balloons Z-315 […]

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 130-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დასავლეთ საქართველოსა და სოფელ ასურეთთან დატრიალებული ტრაგედიების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს უცხადებს დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად და სოფელ ასურეთთან, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულთა ოჯახებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „საუნივერსიტეტო საზოგადოება შეძრულია ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის, აჭარაში – ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში ჩამოწოლილი ზვავისა […]

ირაკლი კობახიძე – თუ სადღაც ეკონომიკა 3-ჯერ მეტია, მოქალაქე შეიძლება წავიდეს – ფიზიკის კანონია, აქ ეკონომიკა ნაკლებია, იქ მეტი, შესაბამისად, ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდიან

ერთადერთი, რამ რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებას, არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ან ნიჰილიზმის დაძლევა, თუმცა არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ტელევიზიები, რომლებიც, პირიქით, ხელს უწყობენ ნიჰილიზმის გაღვივებას, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ადამიანის ინტერესია წავიდეს იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური მდგომარეობის […]

ფინეთის პრეზიდენტი – ჩვენ რუსეთის არ გვეშინია, მაგრამ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ ფინური მოდელი მშვიდობის გარანტიაა

ფინეთს რუსეთის არ ეშინია, მაგრამ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლის დროს განაცხადა. ნიინისტომ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებას აგრძელებს. “ფინეთში ჩვენ ასევე ვგრძნობდით შფოთვას. ჩემი პირადი პასუხი იმაშია, რომ ჩვენ არ გვეშინია, მაგრამ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ. ასე იყო ათწლეულების განმავლობაში”, – განაცხადა ნიინისტომ. მისი თქმით, უკრაინის […]

გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს – არაერთხელ გაიმეორეთ მთავარი ფრაზა: „ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ“ – ეს ტემპი რომ შევინარჩუნოთ, საქართველო უმუშევრობას ვერასდროს დაამარცხებს, უკეთეს შემთხვევაში, 2052 წელს დაამარცხებს

ბატონო ირაკლი, თქვენ არაერთხელ თქვით, რომ ყველაფერი ციფრებია. არა, ბატონო ირაკლი, ყველაფერი არის ადამიანები და არა ციფრები, – ამ სიტყვებით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე. გიორგი ვაშაძის თქმით, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საუბრობს, რომ „ტემპი უნდა შენარჩუნდეს“, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში რაც ხდება, […]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

7 თებერვალს, ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში, მონადირის ქუჩა N14-ის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 7 თებერვლის საღამოს 18:00 საათიდან, 8 […]

ირაკლი კობახიძე – ყველა საქმე, რომელზეც ძალიან სერიოზული პოლიტიკური სპეკულაციები იყო აგორებული და სტრასბურგში გაიგზავნა, მოიგო სახელმწიფომ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა საქმე, რომელთან დაკავშირებითაც „ძალიან სერიოზული პოლიტიკური სპეკულაციები იყო აგორებული“ და სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა, სახელმწიფომ მოიგო. ასე უპასუხა მან პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე დასმულ შეკითხვას, რამდენად შეიძლება არსებულმა სასამართლომ ადამიანები გაასამართლოს. ირაკლი კობახიძემ მოგებული საქმეების მაგალითად დაასახელა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, გიგი უგულავას, „რუსთავი 2“-ის საქმე და შსს-თან დაკავშირებული […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენ არ ვართ კმაყოფილი არც მიგრაციის, არც შობადობის, არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებით, არის სერიოზული გამოწვევები – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დემოგრაფიული ვითარება ქვეყანაში გავაუმჯობესოთ

დემოგრაფიის კუთხით ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი არც მიგრაციის მაჩვენებლებით, არც შობადობის მაჩვენებლებით, არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებით. არის სერიოზული გამოწვევები, მარტივად ციფრებს, სტატისტიკებს რომ დახედავთ ნახავთ, რომ გამოწვევები არის ძალიან სერიოზული. თუ სადმე გვაქვს განსაკუთრებული სირთულეები ეს არის პირველ რიგში სწორედ დემოგრაფია, რომელსაც სჭირდება ჩვენი, მათ შორის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება, – ამის […]

„არ ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის, ვამბობთ, რომ სიღარიბის დონე კვლავაც მაღალია, რაც ერთ-ერთი ეროვნული გამოწვევაა“ – ირაკლი კობახიძე

სინამდვილე არის ის, რომ 2012 წელთან შედარებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი, მაგრამ კვლავაც გვაქვს უამრავი პრობლემა. ამ პრობლემების მიზეზი არის ის, რომ ეკონომიკურად ჩვენ დღესაც ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, აშშ-ს და ა.შ. ეს არის რეალური სურათი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი პარლამენტში განაცხადა. კობახიძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ „დავრჩით იქ, სადაც ვართ“, „მდგომარეობა გაუარესდა“, არასწორი […]