გორის მუნიციპალიტეტში სოფელ თედოწმინდიდან, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზამდე გარეგანათების სისტემა მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ თედოწმინდიდან, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზამდე გარეგანათების სისტემა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი გამოაცხადა. „სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 960 345 ლარია. გარეგანათების სისტემა 14 კილომეტრამდე მონაკვეთზე დამონტაჟდება და თედოწმინდიდან ნიქოზამდე არსებულ სოფლებსაც მოიცავს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც გარეგანათების სისტემა დღემდე არ ყოფილა, […]

გორის მერია მიჩურინისა და გორიჯვრის ქუჩებზე მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ 7 ოჯახს ბინების ქირაობას სთავაზობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია მიჩურინისა და გორიჯვრის ქუჩებზე მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ 7 ოჯახს ბინების ქირაობას სთავაზობს. გორის მერიის ინფორმაციით, სადგურის დასახლებაში ადგილობრივებს მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი შეხვდა. მან თითოეული მათგანი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა და მდგომარეობის გათვალისწინებით საცხოვრებელი სახლების დატოვება ურჩია. მათივე ცნობით, მერიამ შვიდივე ოჯახს არსებული საფრხის შესახებ წერილობითაც აცნობა. „მუნიციპალიტეტმა მაწყერსაშიშ ზონაში […]

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან ერთ-ერთი გამშვები პუნქტი გადაკეტეს

„პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან, მედიკა-შეგინის გამშვები პუნქტი გადაკეტეს“, – ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის გადაადგილება შეზღუდულია 100-მდე ადამიანის, 50-მდე სატვირთოს, მსუბუქი მანქანისა და ავტობუსისთვის. „ვიმედოვნებთ, სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად შეიცვლება და ტრანსპორტის გარკვეული კატეგორიები კვლავ დაიშვებიან“, – განაცხადა დემჩენკომ. ამასთან, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ დღეს […]

„ყვავილების ქართული სასათბურე მეურნეობები ადგილობრივ ბაზარს ვერ აკმაყოფილებენ, სათბური ბევრმა ფერმერმა გააუქმა“

2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 5 126 460 დოლარის ღირებულების 1 718.63 ტონა ყვავილების იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 107.95%-ით მეტია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ვითარებაა ქართული სასათბურე მეურნეობების მხრივ და რამდენად ახერხებენ ქართველი ფერმერები ბაზრის დაკმაყოფილებას. დეტალების გასარკვევად, „კომერსანტი“ ცოცხალი ყვავილების რეალიზატორებს დაუკავშირდა, მათ შორის „Lovely Roses-ს“. „ყვავილების ქართული სასათბურე მეურნეობები ადგილობრივ ბაზარს […]

MTA-ს მიერ გაწეული სამზადისი არაჩვეულებრივია – საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორი კლაუს ვალდნერი

„ემ თი ეის” მიერ გაწეული სამზადისი არაჩვეულებრივია,- ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა კლაუს ვალდნერმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელმა კვალიფიკაციებმა კარგად ჩაიარა. „ემ თი ეის” მიერ გაწეული სამზადისი არაჩვეულებრივია. თოვლის საფარი მშვენიერია. იანვრის დასაწყისიდან ნალექმა მოგვცა შესაძლებლობა, ტრასის მშენებლობა დაგვეწყო. საშეჯიბრო არეალი მართლაც რომ არაჩვეულებრივია და ასეთივე იყო გასულ წელს. გუნდის მუშაობას, […]

სოციალური საწარმო „ბაბალე“ რეგიონებში გეგმავს გაფართოებას – ინტერვიუ ლია ტაბატაძესთან

სოციალურ საწარმო „ბაბალეს“, რომელიც 9 წლის წინ 8 000-ლარიანი საგრანტო დაფინანსებით შეიქმნა, დღეს უკვე „ბაბალეს“ წინდების წარმოების გარდა, კერამიკის სახელოსნო, სამკერვალო და ბეჭდვის მომსახურება აქვს და თავისივე ხარჯებით „დაუნის“ სინდრომის მქონე მოზარდების სამუშაო უნარების განვითარებაზე ზრუნავს. 9 წლის განმავლობაში სოციალურ საწარმოს 300 000 ლარამდე გრანტი აქვს მიღებული და როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას დაუნის სინდრომის ასოციაციის გამგეობის […]

ღორების მოქმედი ფერმა და ქლიავის ნერგები – რატომ ყიდის მეპატრონე 18 ჰა მიწას?

დუშეთის რაიონში, სოფელ ლამოვანში 18 ჰექტარი ფართობის მიწა და ამ ტერიტორიაზე გაშენებული მოქმედი ფერმა იყიდება. როგორც bm.ge-ის ფერმის მფლობელმა, ზურა გოგიძემ უთხრა, ის ვეღარ ახერხებს ღორების ფერმას მიხედოს და გადაწყვიტა გაასხვისოს. ის ღორების ფერმას 2017 წლიდან ამუშავებდა და როგორც თავად აცხადებს, აქ 700 სულამდე საქონლის განთავსება და მოვლაა შესაძლებელი. “ფერმის მოვლას ვეღარ ვახერხებ, მიუხედავად იმისა, […]

ხაბეიშვილი: ენმ მზადაა, გამარჯვების კოალიციის მთავარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს

· 139 · · მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ნაციონალური მოძრაობის ბორდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი ადამიანი, ვინც უდიდეს და მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვებისა და ივანიშვილის დამარცხებაში. პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია გააერთიანოს საზოგადოება, რაც ერთხელ უკვე გაუკეთებია. შეუძლია ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ არათუ სწრაფვაში, არამედ სწრაფად გაწევრიანებაში და […]

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი: ბელგოროდში ჩამოვარდნილ ილ-76-ში არ ყოფილან უკრაინელი სამხედრო ტყვეები

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის მახლობლად ჩამოვარდნილ ილ-76-ში არ ყოფილან უკრაინელი სამხედრო ტყვეები, როგორც ამას რუსეთი აცხადებს. „იყვნენ თუ არა იქ სამხედრო ტყვეები, ზუსტად შემიძლია გითხრათ – არა“ – თქვა დანილოვმა გამოცემა „ბაბელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მისი სიტყვებით, თვითმფრინავში რომ სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, კატასტროფის ადგილას მეტი იქნებოდა „ბიოლოგიური მასალა“. რუსეთის სამხედრო-საჰაერო […]

ცესკოში ოპოზიციიდან დანიშნული მოადგილის პოზიცია უქმდება – ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა 9 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, 81 ხმით (7 წინააღმდეგი) მიიღო. კანონპროექტის თანახმად, უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული. ეს პოსტი ამჟამად „ლელოს“ წევრს, გიორგი სიორიძეს უკავია. ცესკოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კი ხელმძღვანელის მოვალეობას, ოპოზიციიდან დანიშნული მოადგილის ნაცვლად, ცესკოს მდივანი შეასრულებს. პროექტი […]