კობახიძე სააკაშვილის განცხადებაზე: ენმ-ისა და ზურაბიშვილის ღია ალიანსია, შანსები არ აქვთ

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ პრეზიდენტის ადგილას “სახალხო პლატფორმას ქუჩაში გადმოიტანდა” ენმ-სა და სალომე ზურაბიშვილის ალიანსად აფასებს. კობახიძე ამბობს, რომ “ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს”. “ეს არის ღია ალიანსი, რომელიც არის ნაცმოძრაობასა და სალომე ზურაბიშვილს შორის. სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ასევე, ალიანსი კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან. ეს არის მათი […]

ვაშაძე: ციფრებით მანიპულაცია, ტრაბახი, ცინიზმი – ეს ივანიშვილის პარტიის ხელწერაა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პარტიის ხელწერა ციფრებით მანიპულაცია, ტრაბახი და ოპონენტებთან ცინიზმია. ამასთან, ის ამბობს, რომ ახალ პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მან არაერთხელ ჰკითხა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა მისი თქმით, კითხვაზე პასუხი არ მიუღია. “კითხვა არაერთხელ დაისვა, როგორ აპირებს ირაკლი კობახიძე სამუშაო ადგილების შექმნას […]

ძალოვანი 42 წლის კაცს მანქანით დაეჯახა და მიატოვა – “მიაგდო და ქუჩაში გაიყინა” – მედია

ტვ პირველის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთში მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია 42 წლის მამაკაცი. ფეხით მოსიარულე მამაკაცს, სავარაუდოდ, შსს სამინისტროს ბადრაგირების სამსახურის თანამშრომელი, თ. ბ. მანქანით დაეჯახა. ადილობრივები მედიასთან ამბობენ, რომ გონებადაკარგული კაცი მამაკაცმა გზიდან ნაპირზე გადაიყვანა და მიატოვა. კაცი ღამით სიცივეში გაიყინა და გარდაიცვალა. დანაშაულში მხილებული მამაკაცი თავდაპირველად დააკავეს, თუმცა, არსებობს ვერსია, რომ ის ახლა თავისუფალია. […]

“გვარამია რომელი ახალი სახეა? თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა იკადრო – ყველაფერი გააკეთა” – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა გვარამია სავარაუდოდ პარტიას ქმნის, რომელსაც „ახალი“ ერქმევა, ასე უპასუხა: „მე „ძველს“ მივუმატებდი, ალბათ ეს იქნებოდა უფრო სწორი. გვარამია რომელი ახალი სახეა? მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, იკადრო, დააბრალო, ყველაფერი გააკეთა. გვახსოვს ყველას, რა განცხადებებს აკეთებდა თუნდაც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, როგორ […]

“დედამიწაზე არ არსებობს მთავრობა, მეორე დღეს მაინც არ ჩავიდეს ისეთი საშინელი ტრაგედიის ადგილზე, რაც მოხდა ბაღდათში” – ნათელაშვილი

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი: დედამიწაზე არ არსებობს მთავრობა, რომლის ხელმძღვანელი ან პრეზიდენტი მაქსიმუმ მეორე დღეს მაინც, რომ არ ჩავიდეს ისეთი საშინელი ტრაგედიის ადგილზე რაც მოხდა ბაღდათში. ყველაფერზე დარბიან გარდა ხალხთან თანადგომისა. კაცს ეგონება ხელისუფლება სხვა პლანეტაზე მუშაობსა და ხალხი მეორე პლანეტაზეა.

ამერიკის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოო არ არის

შეერთებული შტატების სენატმა, ხუთშაბათს, 8 თებერვალს, 95.35 მილიარდი დოლარის ღირებულების საბიუჯეტო კანონპროექტის პირველ კენჭისყრას მწვანე შუქი მისცა. ის მოიცავს დახმარებას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის. ამერიკელი სენატორებისგან კანონპროექტმა 67 მომხრისა და 32 მოწინააღმდეგის ხმა მიიღო . იმისთვის, რომ ის მორიგ ბიუროკრატიულ საფეხურზე გადასულიყო, კანონპროექტს 100-კაციან სენატში, მინიმუმ 60 ხმა სჭირდებოდა. ეს გარკვეულწილად, მოულოდნელი სვლა იყო მას […]

რუსეთმა და უკრაინამ 100-100 ტყვე გაცვალეს

8 თებერვალს, რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. არაბთა გაერთიანებული საამიეროების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, მხარეებმა ომის 100-100 პატიმარი გადასცეს ერთმანეთს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაბრუნებული ჯარისკაცები მოსკოვში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. უწყებამ “ტელეგრამზე” ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანან ჯარისკაები, რომლებიც ავტობუსებში ადიან და ტელეფონით რეკავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი “ტელეგრამზე” გამოაქვეყნა გაცვლის […]

უკრაინაში სამოქალაქო სექტორი და მთავრობა რუსულ დეზინფორმაციას ერთობლივად ებრძვიან

2023 წლის განმავლობაში „ჰიბრიდულ სააფრთხეებთან ბრძოლის დახვეწის ევროპული ცენტრის“ და „ატლანტიკური საბჭოს“ „ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის”წარმომადგენლებმა 20-მდე უკრიანელი ოფიციალური პირი გამოკითხეს. ეს უშუალოდ ის ადამიანები იყვნენ, ვისი საქმიანობაც პირდაპირ უკავშირდება რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას. კვლევის თანაავტორები იაკუბ კალენსკი და რომან ოსადჩუკი ამბობენ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკრაინის მიერ ნასწავლი გაკვეთილები და უკრაინის მდგრადობის პრაქტიკა ევროპული და […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8584 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8632 ლარს შეადგენდა. […]

ლევან ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, რომ „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, რომ „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ის საარჩევნო კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმის“ წარმომადგენლის სახელით ერთვება და აპირებს, სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური […]