ნევადაში მოგებით, ტრამპი რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინაციისკენ დამაჯერებლად მიიწევს

რესპუბლიკური პარტიის მორიგი შიდაპარტიული არჩევნების შედეგებით, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ნომინაციის გზაზე, კიდევ ორი გამარჯვება მოიპოვა. 8 თებერვალს ჩატარებულ კოკუსებზე მან ნევადასა და შეერთებული შტატების ვირჯინიის კუნძულებზე დამაჯერებლად გაიმარჯვა. ხმები ჯერ ბოლომდე დათვლილი არ არის, მაგრამ კვლევითი ორგანიზაცია “ედისონ რისერჩის” მონაცემებით, მას შიდაპარტიულ არჩევნებზე გამარჯვება ნევადაში და ვირჯინიის კუნძულებზე უკვე გარანტირებული აქვს. ეს ფაქტი ამერიკის 45-ე […]

სენატმა უკრაინის დახმარება დაამტკიცა-როგორ შეთანხმდნენ კანონმდებლები

სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. მართალია, სენატმა წინა დღეს ვერ შეძლო 118 მილიარდიანი დახმარებისა და საზღვრის დაცვის პაკეტის მიღება, თუმცა ამერიკელმა კანონმდებლებმა ორი ქვეყნის სამხედრო დახმარებას კენჭი ცალკე უყარეს. რაზე შეთანხმდნენ სენატორები.

ბაიდენ შოლცის შეხვედრა – მთავარი საკითხები უკრაინა და ისრაელია

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ცოტა ხანში თეთრ სახლში ელოდებიან. კანცლერ შოლცს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოვალურ კაბინეტში უმასპინძლებს. დაგეგმილია, რომ შეხვედრის დაწყებამდე, ორი პარტნიორი ქვეყნის ლიდერები ჟურნალისტებისთვის მცირე კომენტარებს გააკეთებენ. ამის შემდეგ, საუბარი გერმანიის შოლცსა და ბაიდენს შორის დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხებს […]

რომელი ქვეყნებიდან ვიწერთ ამანათებს? – Kiwi Post-ის დინამიკა

ბოლო წლებში, ქართველი მომხმარებლები საზღვარგარეთიდან უფრო მეტ ამანათს იწერენ, როგორც რაოდენობით, ასევე ღირებულებით, რაც გამოწერის ბიუჯეტურობით აიხსნება. ამასთან, გასული ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ქართველებისთვის პრიორიტეტული ქვეყნების ჩამონათვალიც. როგორც Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა, ქეთი შანიძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქართველების მიერ გამოწერილ ამანათებში მნიშვნელოვანი წილი თურქეთმა დაიკავა, ხოლო გასულ წელს სიაში ახალი […]

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი იმყოფებოდა საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ ტომას კარდენს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალურ შტაბში უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. შეხვედრის დასასრულს […]

თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა

თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. ახალ მინისტრს თავდაცვის სამინისტროში დახვდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი […]

“ჩვენი შინაური ცხოველები საქართველოს ტერიტორიაზე ძოვენ და პათოგენები გადმოაქვთ” – ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს სთავაზობს, საზღვრისპირა მცხოვრებ მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი სამუშაოები გაააქტიურონ, რაც მიზნად ისახავს “სასაზღვრო კანონმდებლობის” დარღვევის პრევენციას. ცხინვალის ინფორმაციით, “სახელმწიფო [დე ფაქტო] საზღვრის დაცვის სფეროში სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით მიღებული ზომების მიუხედავად, სასაზღვრო სამსახური ასახავს ფაქტებს, რომლის შესაბამისად, მოქალაქეები არ ასრულებენ საზღვრის გადაკვეთის წესებს სასაზღვრო ზონაში გადაადგილებისას”. “გარდა […]

„მედიკამენტებზე 300-დან 3000%-მდე ფასნამატებთან დაკავშირებით 8 კომპანიის მიმართ დავიწყეთ მოკვლევა“ – ირაკლი ლექვინაძე

მედიკამენტებზე 300-დან 3000%-მდე ფასნამატებთან დაკავშირებით 8 კომპანიის მიმართ დავიწყეთ მოკვლევა, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი თქმით, ესენი არიან ძირითადად ნაკლებად ცნობილი, მაგრამ იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც კონკრეტული მედიკამენტების, ან მათი შემცვლელების ბაზარზე წარმოდგენილები არიან როგორც დომინანტები და უფიქსირდებათ 300-დან […]

არანაირ პარტიულ გაერთიანებაზე არ საუბრობს – ჩერგოლეიშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს არანაირი სურვილი არ აქვს პარტიების გაერთიანების და მეტიც, ამას “ძალიან ცუდ” იდეად მიიჩნევს. “საერთოდ სხვანაირად იფუთება თემა, დიდი გაუგებრობა ტრიალებს, იმიტომ რომ შევედით პრეზიდენტთან და პრეზიდენტს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ პარტიები გააერთიანოს და არც მიიჩნევს ამას შესაძლებლად […]

2 თვის წინ შეგნებულად გადაწვა სახლი – რუსთავში მოკლული ერთ-ერთი პირის შვილი ბრალდებულზე

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მოკლული ერთ-ერთი პირის შვილის თქმით, თავდასხმაში ბრალდებულმა 2 თვის წინ შეგნებულად სახლი გადაწვა. “ჩემი ნათლიის ძმისშვილია თავდამსხმელი, გიჟი, რომელმაც 2 თვის წინ ნაქირავებში, 2 თვის წინ დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა, შეგნებულად ესე გააკეთა. […] პოლიციამ გაიგო ამის შესახებ, დაადგინეს, რომ ეს ვერ იყო ცოტა კარგად და ეს […]