თბილისის “დინამო” დავით სხირტლაძემაც დატოვა – დედაქალაქური გუნდის ყოფილი კაპიტანი თურქეთში წავიდა

თბილისის “დინამოს” კაპიტანი დავით სხირტლაძე 6-თვიანი იჯარით თურქეთის პირველი ლიგის (რანგით მეორე დივიზიონი) ბინადარ “ქოჯალეისპორში” გადავიდა, სადაც ორი ქართველი გიორგი ბერიძე და გიორგი ხარაიშვილი ირიცხება. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონმა გუნდმა თავად გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. “ქოჯალეისპორი” სუპერ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის და 21 ტურის შემდეგ 42 ქულით მესამეა, ლიდერ […]
კონკურენციის სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე 8 სააფთიაქო ქსელს სწავლობს

კონკურენციის სააგენტო ქვეყნის რვა სააფთიაქო ქსელის საქმიანობას სწავლობს. სააფთიაქო ქსელების მოკვლევასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც განმარტავენ, რომ საქმე უკავშირდება მათ მიერ ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა […]
„ის მთელი ცხოვრება ერთ დიდ სურათს ხატავდა…“ – თენგიზ მირზაშვილი დღეს 90 წლის გახდებოდა

1934 წლის 10 თებერვალს დაიბადა მხატვარი თენგიზ მირზაშვილი, ჩუბჩიკა… სულ 73 წელი იცოცხლა, „წავიდა და დაგვიტოვა თავისი “უხმო ნატირლები”, და ეს ნატირლები მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე…“ „ის მთელი ცხოვრება ერთ დიდ სურათს ხატავდა… ასე ითხზვებოდა ერთი ვრცელი საგა; საგა თუშეთზე, სადაც გულხელდაკრეფილი ქალები და კაცები, ბავშვები და… საქონელიც კი “დგანან და ელიან”… ის ქვედა ფენების მხატვარი […]
“ოცნების ტიპები” მწერენ ღარიბამ 10 მილიონის ნაცვლად, 100 მილიონი დოლარი მოიპარაო” – მორგოშია

📌❗პირადი საუბრები არასდროს გამისაჯაროვებია და არც მომავალში ვაპირებ! მაგრამ ერთი კითხვა არ მასვენებს, რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ პოსტში დავწერე, რომ მიუხედავად იმისა, ვიცი ღარიბაშვილს 100% არ ვევასებით, ფაქტი მაინც ისაა, რომ კალაძესთან ერთად ბიძინაზე მეტი რეიტინგი ჰქონდათქო! და “ოცნების ტიპები” (უკვე ერთი და ორი არა, ბევრი!!!) მწერენ და მითვლიან, ღარიბამ 10 მილიონის ნაცვლად, 100 მილიონი […]
ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ

ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ. ადგილზე გარდაცვლილის ახლობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან. პარალელურად გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში.
პოლონური მედია პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციაზე წერს

9 თებერვალს პოლონურ მედიაში გამოჩნდა ცნობები საქართველოს 15 მოქალაქის დეპორტაციის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩარტერული რეისით დააბრუნა, მათ შორის კი, ვისი დეპორტაციაც მოხდა, იყვნენ არა მხოლოდ პოლონეთიდან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, ჩეხეთიდან და ესპანეთიდან გადმოყვანილი სამართალდამრღვევებიც. დეპორტირებულთაგან სამი საზღვრის უკანონო მცდელობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების საფრთხის შექმნის გამო იყო დაკავებული. […]
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, ქართული ღვინო ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2023 წელს, სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის […]
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში სროლის დროს დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში სროლის დროს დაჭრილი 26 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, კლინიკა „რუსთავში“ მას ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმედ ფასდება, მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით ჰქონდა მიყენებული. პაციენტის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. მას მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნებოდა გულ-მკერდზე, […]
კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო. საქმე ეხება სამინისტროს მიერ, გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ. კონკურენციის სააგენტო, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს, 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს. სააგენტო […]
ცნობილი გახდა, რა ნომერს აირჩევს მბაპე “რეალში”

Real Madrid Exclusivo-ს ცნობით, კილიან მბაპე ზაფხულში მადრიდის “რეალში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება და სათამაშო ნომერსაც შეიცვლის. ფრანგი პსჟ-ში ამჟამად მე-7 ნომრით ასპარეზობს, “სამეფო გუნდში” კი მე-10 ნომერს მოირგებს. “ბლანკოსში” ეს ნომერი ახლა დაკავებულია და ამით ლუკა მოდრიჩი თამაშობს, რომელიც დიდი ალბათობით, ზაფხულში “რეალს” დაემშვიდობება.