ირაკლი კობახიძე – ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს კომპენსაციებსა და განსახლებასთან დაკავშირებით – ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბაღდათში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებთან დაკავშირებით ყველა ზომა იქნება მიღებული. მისივე განმარტებით, ზომებს კომპენსაციებთან დაკავშირებით, აესვე ზომებს მიიღებენ იქ, სადაც საჭიროა განსახლება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა, სადაც სტიქიის ადგილზე ჩავიდა. „სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე ვიყავით, ვითარებას ადგილზე გავეცანით. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველა ზომა მიღებული იქნება, სადაც საჭირო […]
კვლევა – კონკურენციის სააგენტოს მიერ შესწავლილ რამდენიმე საქმეზე სერიოზული კითხვის ნიშნებია – ნათელია, რომ სააგენტოს არ აქვს პოლიტიკური ნება თავისი საქმიანობა ეფექტიანად განახორციელოს

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებების შესწავლისას ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს, რომ სააგენტოს მეტი გულისხმიერება მართებს საქმის გარემოებების შესწავლისა და ანალიზისას- რამდენიმე საქმეზე სერიოზული კითხვის ნიშნებია, რადგან მნიშვნელოვანი საკითხები ან არ არის კარგად შესწავლილი ან სათანადო ყურადღება არ ექცევა, – ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში – „ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი კონკურენციის სამართლის კუთხით“, რომლის პრეზენტაციაც „სამართლისა […]
„მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორი – ამაყი ვარ ჩემი გუნდით, სტაბილურად და ხარისხიანად რომ ვატარებთ მსოფლიო თასებს – ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვადევნებენ თვალს

ამაყი ვარ ჩემი გუნდით, სტაბილურად და ხარისხიანად რომ ვატარებთ მსოფლიო თასებს – ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვადევნებენ თვალს, მათ შორის, გადაიცემა “ევროსპორტით”, – ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, შეჯიბრის დასრულებისას ძალიან კარგი შეფასებები, წამოვიდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციიდან და ათლეტებისგან. „შესანიშნავი დღე იყო, გვყავს ფინალისტები, […]
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი- შეჯიბრი მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე, უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული დღეს შეჯიბრის შესანიშნავი დღე იყო

“მთის ტრასების სააგენტოს” (MTA) მიერ შესანიშნავად იყო ორგანიზებული, მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე, უმაღლეს დონეზე,- ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა, კლაუს ვალდნერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო. “დღეს შეჯიბრის შესანიშნავი დღე იყო. „მთის ტრასების სააგენტოს”(MTA) მიერ შესანიშნავად იყო ორგანიზებული, მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე, უმაღლეს დონეზე. უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო. […]
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალასა და მარტყოფში ჯამში 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალასა და მარტყოფში ჯამში 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის მიმდინარეობის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი ციბაძე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი ადგილზე გაეცნენ. „მშენებლობის დასრულების […]
იენს სტოლტენბერგი – ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს

ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსული აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის მხარდაჭერისა და ნატო-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაა საჭირო, რადგან რუსეთი ხანგრძლივი […]
ბელგიამ ლიცენზიები შეუჩერა დენთის ქარხანას, რომელიც ისრაელში ექსპორტს ახორციელებდა

ბელგიამ ლიცენზიები შეუჩერა დენთის PB Clermont-ს, რომელიც ისრაელში ექსპორტს ახორციელებს. ქარხანა ქალაქ ლიეჟში მდებარეობს და მასზე ლიცენზიები 2023 წელს, 18-თვიანი ვადით გაიცა. ვალონიის მთავრობის ოფიციალური პოზიციით, 2009 წლიდან ვალონიას არ უწარმოებია ისეთი აღჭურვილობა, რომელიც ისრაელის სამხედრო შესაძლებლობებს გააძლიერებდა. ამავე ინფორმაციით, მოცემულ ქარხანაში წარმოებული დენთი არ არის განკუთვნილი ისრაელის არმიისთვის გამოსაყენებლად, არამედ საბრძოლო მასალა იწარმოება ევროკავშირის […]
ბიძინა ივანიშვილმა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

ბიძინა ივანიშვილმა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ბიძინა ივანიშვილი ვაჟა აზარაშვილის სამძიმარზე მეუღლესთან, ეკატარინე ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა. ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 7 თებერვალს გარდაიცვალა.
ტვ “პირველმა” რუსთავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ნაცვლად სულ სხვა, უდანაშაულო ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა (ვიდეო)

ტვ “პირველმა” რუსთავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ნაცვლად სულ სხვა, უდანაშაულო ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა (ვიდეო) ტვ პირველმა რუსთავში მომხდარი 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ნაცვლად სულ სხვა, უდანაშაულო ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა, რითაც ოჯახი უკიდურესად მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩააყენა. ამის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს ახალგაზრდა ქალი, რომლის ძმაც მკვლელად გამოაცხადა ტვ პირველმა. მისი თქმით, მისი ძმა უკვე 6 წელია […]
“ნაპოლი” არჩევანს სამ მწვრთნელს შორის გააკეთებს

Calciomercato-ს ინფორმაციით, “ნაპოლი” მომავალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის შეცვლას გეგმავს. აღნიშნული წყაროს ცნობით, “პარტენოპეის” სამი კანდიდატურა სტეფანო პიოლი, ჯან პიერო გასპერინი და ვინჩენცო იტალიანო ჰყავს. ყველაზე სასურველი “მილანის” ამჟამინდელი თავკაცი პიოლია, რომელსაც “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლობირებს, რადგან მისი სათამაშო ტაქტიკა მოსწონს.