უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები დღეს დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, გოჩა ჟვანია და ზურაბ წიკლაური დღეს დაკრძალეს. უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრი, გოჩა ჟვანია სენაკში დაკრძალეს. 37 წლის ჟვანია ოკუპანტების წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროსაც იბრძოდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო მისიებშიც. 1-ელ თებერვალს, მტრის თავდასხმას ჟვანია თანამებრძოლთან ერთად ემსხვერპლა. გოჩა ჟვანია და ზურაბ წიკლაური აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ. ისინი უკრაინელთა ბრძოლას […]

ყაზახეთმა იანვარში გერმანიაში 100 000 ტ ნავთობი გაგზავნა

ყაზახეთმა იანვარში გერმანიაში 100 000 ტ ნავთობი გაგზავნა. ამის შესახებ KazTransOil-ის პრესსამსახური იტყობინება. კომპანიის ცნობით, ეს მაჩვენებელი გეგმას შეესაბამება. „2024 წლის იანვარში ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა Transneft PJSC-ის მაგისტრალური ნავთობსადენის სისტემით Adam’s Outpost ნავთობის მიწოდების პუნქტამდე გერმანიაში შემდგომი მიწოდებისთვის 100 ათასი ტონა იყო“, – ნათქვამია განცხადებაში. ზოგადად, 2024 წელს KazTransOil გერმანიისთვის მისაწოდებლად 1,2 მლნ ტ-მდე […]

დავით არახამია – აშშ უკრაინის მხარდაჭერას დონალდ ტრამპის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაშიც გააგრძელებს

აშშ უკრაინის მხარდაჭერას დონალდ ტრამპის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაშიც გააგრძელებს, – ამის შესახებ უმაღლესი რადას „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა. „აშშ-ში სისტემები, დეპარტამენტები და სამსახურები მოქმედებენ, რომლებიც ბალანსს ინარჩუნებენ. არ ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპის დროს რაიმე შეიცვლება, თუმცა მცირე რისკები არსებობს“, – განაცხადა დავით არახამიამ. მისი თქმით, თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, იგი უკრაინის […]

ღვინის 286 ნიმუშიდან 49-ში დარღვევა აღმოჩნდა – სააგენტო შედეგებს აქვეყნებს

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის 2023 წლის მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, ორგანიზაცია ქართული ღვინის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს. “2023 წელს, სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, 59 კომპანიაში განხორციელდა. აღებულ 286 ნიმუშში, დარღვევა აღმოჩნდა 49-ში. საანგარიშო პერიოდში, ინსპექტირება 66 კომპანიაში განხორციელდა; აღებული 1332 […]

სტიქიური პროცესები თოვლის დნობამ და ინტენსიურმა ნალექებმა გაააქტიურა – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი სტიქიის ზონებში მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს. “გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს […]

რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 ადამიანის მოკვლისა და ერთის დაჭრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ორველაშვილის ძმაა და სანადირო თოფი, რომლითაც გუშინ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა, სავარაუდოდ, ძმას ეკუთვნოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 თებერვალს, ახალგაზრდა […]

“წავიდა ჩვენგან ბატონი ვაჟა აზარაშვილი – ქართული მუსიკალური სამყაროს უნიჭიერესი, თავმდაბალი, მორწმუნე, სიკეთით სავსე წარმომადგენელი” – ილია მეორე

კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამძიმარს გამოთქვამს, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს: “წავიდა ჩვენგან ბატონი ვაჟა აზარაშვილი, – ქართული მუსიკალური სამყაროს უნიჭიერესი, თავმდაბალი, მორწმუნე, სიკეთით სავსე წარმომადგენელი, მომავალი თაობების აღმზრდელი ღირსეული პიროვნება. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვაჟას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა თვისსა განუსვენოს […]

სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია – შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იმ ფეხბურთელების მატჩებზე სიარულს განაგრძობს, რომლებიც “ჯვაროსნების” კანდიდატებად განიხილებიან. ფრანგი სფფ-ის წარმომადგენლებთან ერთად ჯერ თურქეთში ეროვნული ლიგის ბინადარი გუნდების საწვრთნელ შეკრებას დაესწრო, ახლა კი სლოვაკეთში იმყოფებოდა, სადაც ბრატისლავის “სლოვანის” შეხვედრას მიადევნა თვალი. Geo Team-მა გაავრცელა ფოტო, სადაც ნაჩვენებია, რომ სანიოლი ალექსანდრე იაშვილი ჯაბა კანკავას, გურამ კაშიასა და ვლადიმერ […]

გეოლოგების 8 ჯგუფი სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს – გარემოს ეროვნული სააგენტო

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში – მეწყრები. „6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების […]

ადვოკატი – რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ორველაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ორველაშვილის ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებით, დაკავებულს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი აცხადებს, ის ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს, არც ორველაშვილს შეხვედრია, შესაბამისად, დეტალებსა და გარემოებებზე ვერ ისაუბრებს. „ჯერჯერობით, გარემოებები უცნობია, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ ბრალს, ბრალდებულს ვნახავ […]