გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

გთავაზობთ გასული კვირის (5-11 თებერვლის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში საქართველოს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა ჰყავს 2024 წლის 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას დაუჭირა მხარი. 9 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა, რის შედეგადაც ირაკლი კობახიძე სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას შეუდგა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი საკადრო ცვლილება […]
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა თოფურიას პირადად ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ გაამხნევა [PHOTO]

18 თებერვალს UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება. ილიას უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, იკერ კასილასი UFC PI-ში ლეგენდარული იკერ კასილასი ესტუმრა და ქართველი მებრძოლი გაამხნევა. შეგახსენებთ, თოფურიას MMA-ის სხვადასხვა ორგანიზაციაში 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა ილიას გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება მის მეტოქეს ალექსანდრ ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა […]
ტრამპის თქმით, წაახალისებდა რუსეთს, დაარტყას ნატოს წევრებს, რომლებიც ცოტას იხდიან

დონალდ ტრამპი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობა სურს, ამბობს, რომ ის „წაახალისებდა“ რუსეთს, დაარტყას აშშ-ს რომელიმე NATO-ელ მოკავშირეს, რომლებიც, მისი აზრით, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს. 24 თებერვალს, სამხრეთ კაროლინაში კამპანიის დროს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის დახმარება, ისევე როგორც ნატოს არსებობა. თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადება შეაფასა, როგორც „შემაძრწუნებელი და დაუფიქრებელი“. შაბათს, ტრამპმა ასევე […]
93 წლის ასაკში სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს ჰოლანდიის ექსპრემიერმა და მისმა ცოლმა

ჰოლანდიის ექსპრემიერი, დრის ვან აგტი მეუღლესთან, ეუგენიასთან ერთად გარდაიცვალა. ეს მოხდა 5 თებერვალს, თუმცა ინფორმაცია საჯაროდ რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა. მეუღლეებმა, რომლებიც ბოლო ხანებში მძიმედ იყვნენ ავად, გამოიყენეს ჰოლანდიაში კანონიერად მოქმედი ევთანაზია. ორივე მათგანი 93 წლის იყო. ვან აგტი 1970-იან წლებში ხელმძღვანელობდა პარტიას “ქრისტიან-დემოკრატიული მოწოდება”, და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში მსახურობდა 1977 წლიდან 1982 წლამდე. შემდეგ […]
ტაივანი აცხადებს, რომ რვა ჩინური საჰაერო ბუშტი დააფიქსირა

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რვა ჩინური საჰაერო ბუშტი აღმოაჩინეს, რომლებმაც, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტაივანის სრუტე გადაკვეთეს. უწყების მტკიცებით, აქედან ხუთმა პირდაპირ კუნძულის თავზე გადაიფრინა. ტაივანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჰაერში ჩინეთის გაზრდილი აქტივობა საფრთხეს უქმნის საავიაციო უსაფრთხოებას და არის ფსიქოლოგიური ომის მცდელობა. ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბუშტები განკუთვნილია მეტეოროლოგიური კვლევისთვის და ამის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად […]
პროკურატურა გაასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, მან შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ ინფორმაციაშია ნათქვამი. „პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. […]
“ბაიერნმა” ტუხელის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში “ბაიერნი” გასვლაზე “ლევერკუზენთან” 0:3 განადგურდა. მატჩის დასრულების შემდეგ მიუნხენელთა აღმასრულებელმა დირექტორმა იან-კრისტიან დრეზენმა განაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს არ გადააყენებენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ამ წაგებით “რეკორდმაისტერი” ლიდერ “ლევერკუზენს” უკვე 5 ქულით ჩამორჩა და შემდეგ ტურში 18 თებერვალს გასვლაზე “ბოხუმს” დაუპირისპირდება.
ლავროვის მოადგილე: თბილისის პრაგმატული ხაზის წყალობით 2019 წლის სირთულეები უკვე გადალახულია

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც აპირებს, რომ თბილისთან კავშირების ნორმალიზაციაზე იზრუნოს. რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ტას-თან ინტერვიუში ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა განაცხადა. მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდანაა გაწყვეტილი საქართველოს გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც კრემლმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა. გალუზინმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, დიპურთიერთობი ვერ აღდგება, […]
ხაშურში, სოფელ ტაშისკართან, ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა. ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეც-ტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების […]
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახმელეთო ჯარების, გაერთიანებული ძალებისა და საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების ახალი მეთაურები დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა განკარგულებები გაერთიანებული ძალებისა და საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების ახალი მეთაურების დანიშვნის შესახებ და ასევე, სახმელეთო ჯარების მეთაურად ალექსანდრ სირსკის ნაცვლად ალექსანდრ პავლიუკი დანიშნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა სერგეი ნაევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე იური სოდოლი დაინიშნა. ზელენსკიმ ასევე შეცვალა საჰაერო სადესანტო თავდასხმის ჯარების მეთაური […]