კადეტებში გიგა ალანიამ და იუნიორებში უტა ფონიავამ კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს

საქართველო, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს პირველი ოქრო -52 კგ კატეგორიაში, კადეტებში გიგა ალანიამ მოუპოვა, ხოლო იუნიორებში -68 კგ წონით კატეგორიაში კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ უტა ფონიავამ მოიპოვა. გიგა ალანიაფინალში უკრაინელ მაქსიმ ვიეჩკანოვს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. უტა ფონიავამ ოქროს მედლისთვის […]
პროკურატურა – გადაწყვეტილებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდებაზე სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ

პროკურატურა არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა. „სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას […]
კიევი: რუსეთის არმია ოკუპირებულ არეალებში იყენებს მასკის “სტარლინკს”

უკრაინის თავდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის ძალები აღმოსავლეთ უკრაინის მათ მიერ ოკუპირებულ არეალებში იყენებენ ილონ მასკის სატელიტური საინტერნეტო სერვისის, “სტარლინკის” ტერმინალებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უწყება 11 თებერვალს ტელეგრამით აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელიც, მისი თქმით, ასახავს მიმოცვლას ორ რუს სამხედროს შორის, უწყების განცხადებით ეს წარმოადგენს ამ სერვისით “სისტემატური” სარგებლობის მტკიცებულებას. SpaceX-ი, რომელიც “სტარლინკის” ტერმინალებს ამუშავებს, 8 თებერვალს […]
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებაში დავინახეთ ის, რისი დანახვაც გვინდოდა – ექიმი გივი პისარევი

პრემიერის განცხადებაში დავინახეთ ის რისი დანახვაც გვინდოდა. შესაბამისად გვაქვს იმედი და რეალურად გვჯერა, რომ ნელნელა ეს პროცესი ბატონ პრემიერის განცხადებას გაყვება და ჩვენთვის სასარგებლო მიმართულებებს მიიღებს, – ამის შესახებ ექიმმა გივი პისარევმა განაცხადა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს აპროტესტებს. მისი თქმით, პრემიერის განცხადება სრულიად განსხვავდება ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებისგან. „პრემიერმა განაცხადა რომ ჩვენს კლინიკაში მუშაობენ დამსახურებული ადამიანები […]
პრეზიდენტის ვერსიით, მაფიოზურად ნაშოვნი ფულით სიორიძე ალბათ დღემდე მშვენივრად სარგებლობს – დავით ჩიხელიძე

„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს 2006 წლის, 4-10 სექტემბრის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს გაზეთიდან -„კვირის პალიტრა“ , სადაც ზურაბიშვილი პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის მამაზე საუბრობს და აცხადებს, – “გურიის თხილის მაფია დაკავშირებულია მეორე მაფიოზურ ჯგუფთან, რომელიც ამავე ბიზნესს აკონტროლებს სამეგრელოსა და აფხაზეთში… საქართველოში თხილის ბაზარი ამ ჯგუფებს უჭირავთ […]
ჯოზეფ ბორელი – რაფაჰზე ისრაელის თავდასხმა გამოიწვევს ენით აუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას და მძიმე დაძაბულობას ეგვიპტესთან

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რაფაჰში ისრაელის სამხედრო შეტევა “ჰუმანიტარულ კატასტროფას” უტოლდება. „რაფაჰზე ისრაელის თავდასხმა გამოიწვევს ენით აუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას და მძიმე დაძაბულობას ეგვიპტესთან. მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების განახლება და საომარი მოქმედებების შეჩერება ერთადერთი გზაა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად”, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა თავის სამხედროებს დაავალა, მოემზადონ […]
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი – ვლადიმერ პუტინის დამამშვიდებელი განცხადებების არ გვჯერა – ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გეგმებს

ესტონეთი აპირებს, გააგრძელოს თავდაცვის ხაზის მშენებლობა რუსეთთან საზღვარზე, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებისა, რომ ის არ აპირებს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმას. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა. პევკურის თქმით, ვლადიმერ პუტინის დამამშვიდებელი განცხადებების არ სჯერა. ის კატეგორიულად უარყოფდა უკრაინაში შეჭრის გეგმას მანამ, სანამ ქვეყანაში არ შეიჭრა. “ჩვენ არ შევცვლით […]
სასამართლომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობასა და ერთის დაჭრაში ბრალდებულს და მის ძმას პატიმრობა შეუფარდა

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს, გიორგი ორველაშვილს და მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო. კერძოდ, ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრალდებული გიორგი ორველაშვილი ბაზარში ბიძამისთან მუშაობდა, მათ შორის კონფლიქტის გამო, ბიძამ ის სამსახურიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც დანაშაული […]
სასამართლო რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობაში ბრალდებულისა და მისი ძმისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი ორველაშვილის და მისი ძმის, გოგიტა ორველაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. გიორგი ორველაშვილის ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაფერს ამბობს, ჩაკეტილია და უცნაურად იქცევა. „მკვლელობის მოტივზე გიორგი ორველაშვილი […]
მიმდინარე წელს „ფრუტერა“ წარმოების 200%-ით ზრდას გეგმავს

ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე ეკოლოგიურად სუფთა ჩირისა და ტყლაპის საწარმო „ფრუტერა“, რომელიც ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე წელს წარმოების 200%-ით ზრდას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან საწარმოს დამფუძნებელმა, დავით გელუტაშვილმა ისაუბრა. საწარმო გელუტაშვილის საკუთრებაში არსებულ ხეხილის ბაღებში, 336 კვ.მ ფართობზეა აშენებული და 10 სახის ჩირსა და ტყლაპს აწარმოებს სხვადასხვა ხილისგან. შავი ქლიავის, ვაშლის, მსხვლის და […]