რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულსა და მის ძმას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი ორველაშვილსა და მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ. ბრალდებულის ადვოკატის, ელდარ გვალიას თქმით, მათ სასამართლოსთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით არ მიუმართავთ, რადგან ორველაშვილი მის გადახდას ვერ შეძლებდა. “რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი. გიორგი […]

ავლაბარში მკვლელობა მოხდა

ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ტყვია აქვს ნასროლი, რომელიც ადგილზე დაიღუპა. მკვლელობაში ბრალდებული ჯერ არ არის დაკავებული. სხვა დეტალები უცნობია.

რატომ შეირჩა ბათუმი GEO11-ისა და Inter Forever-ის მატჩის ჩასატარებლად? ორგანიზატორის განმარტება

7 მარტს საქართველოში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმია ჩანიშნული, რადგან ერთმანეთს საქართველოსა და მილანის “ინტერის” ლეგენდები დაუპირისპირდებიან. ღონისძიებას კი, ბათუმის “აჭარაბეთ არენა” უმასპინძლებს, რომელიც 20 ათას გულშემატკივარს იტევს. მატჩის ორგანიზატორი კომპანიის, Sports Orient-ის ხელმძღვანელის, ოთო მუმლაძის განმარტებით, ბოლო წლებში ბათუმში არსებული საფეხბურთო გარემო, ახალი სტადიონის აშენება და ბათუმელი გულშემატკივრის მხურვალე მხარდაჭერა საკუთარი კლუბის, “დინამო ბათუმისა” და საქართველოს […]

ისეთი პროდუქციის წარმოებას ვგეგმავთ, რომლის ყიდვასაც საქართველოშიც შეძლებენ – „თაია“

დიორამების მწარმოებელი კომპანია „თაია“, რომელიც ბაზარზე 3 წელია ოპერირებს, ახალი პროდუქციის დამატებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ იანვარაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, წარმოებული პროდუქცია ადგილობრივი ბაზრის ეკონომიკურ შესაძლებლობებს აღემატება. შესაბამისად, წელს ისეთი პროდუქციის წარმოება იგეგმება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ბიუჯეტის შესაბამისი იქნება. „პროდუქცია ონლაინ იყიდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. Etsy-ს პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილი. ჩვენი დიორამები ამერიკისა და […]

მარანი „უწყინარი“ ევროპული ღვინოების ხაზის ამოქმედებას გეგმავს

თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე მარანი „უწყინარი“ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და 7 სახის კახურ და რაჭულ ღვინოებს აწარმოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, შოთა წულუკიძემ BM.GE-სთან განაცხადა, მარანი კლასიკური ტიპის, კერძოდ ევროპული ღვინოების წარმოებას გეგმავს. მისი ინფორმაციით, კლასიკური ტიპის ღვინის ხაზის ასამოქმედებლად, მარნის გაფართოება მიმდინარეობს, რომელშიც დაახლოებით 30 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. „ცალკე საწარმოს ვაშენებთ, რომელიც […]

თეთრი სახლი – მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება შემზარავია

მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება შემზარავია, – ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა ენდრიუ ბეიტსმა განაცხადა. თეთრ სახლში გამოეხმაურნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ნატო-სთან დაკავშირებით. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააძლიერა ალიანსი, რადგან მან იცის, რომ ყველა მთავარსარდლის უპირველესი პასუხისმგებლობა ამერიკელი ხალხის და იმ ღირებულებების დაცვაა, რაც გვაერთიანებს. „მკვლელი […]

ტყავის აქსესუარების ბრენდი”ტერმიტის” მწარმოებელი კოტეჯების ბიზნესში შევიდა

ტყავის აქსესუარების ბრენდი „ტერმიტის“ მწარმოებელი მიხეილ ბერძენიშვილი კოტეჯების ბიზნესში შევიდა. როგორც მიხეილ ბერძენიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა მან კომპანია KOTE.GE სექტემბერში შეიძინა და განავითარა. მისივე ინფორმაციით, KOTE.GE მოიცავს მეტალის რთულ სამუშაოებს, ავეჯის ინტერიერს, დროებითი საცხოვრებელი კონტეინერების/კოტეჯებისა და საოფისე ოფისების მშენებლობას. „კომპანია Kote.ge სექტემბერში შევიძინე. ეს არ მოიცავს მხოლოდ კოტეჯებს. ეს კომპანია მოიცავს მეტალის რთულ სამუშაოებს, ავეჯის ინტერიერს, […]

POG: შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციოში გავასაჩივრებთ

საქართველოს პროკურატურა შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. “პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო – 50 000 ათასი ლარი შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში […]

თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ქუჩაში მოხდა და მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

“სტამბოლის ბაზარში” მომხდარი მკვლელობის ფიგურანტებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა “სტამბოლის ბაზარში” მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ორველაშვილს და მის ძმას გოგიტა ორველაშვილს, რომელსაც გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ედავება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა გოგიტა ორველაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის სანაცვლოდ 10 ათასლარიანი გირაოს შესახებ. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულს შეეძლო მიმალვა ან გამოძიების მსვლელობაზე გავლენის […]