50,000-ზე მეტი ჩამოყვანილი ავტომობილი და ოფისი ყაზახეთში – Caucasus Auto Import-ი 2023 წელს აჯამებს

გასულ წელს, საქართველოდან $2.16 მილიარდის ღირებულების ავტომობილები გავიდა ექსპორტზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ის ტოლია. შედეგად, ბოლო წლებში, საქართველო ავტომობილების იმპორტ-ექსპორტის ჰაბად ჩამოყალიბდა. ამ ინდუსტრიის უდიდესი კომპანია Caucasus Auto Import-ია, რომელიც ერთბაშად რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს. როგორც კომპანიის ბრენდ მენეჯერმა, კახა ლომიძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, 2023 წელი Caucasus Auto Import-ისთვის გამორჩეული იყო, […]

“ჩინეთიდან იმპორტირებული ნედლეულით ვმუშაობთ, რადგან ადგილობრივი ძვირია და ხარისხიც შედარებით დაბალია” – ,,ქოხი”

დიორამებისა და მინიატურების მწარმოებელი კომპანია „ქოხი“, რომელიც ბაზარზე 1 წელია გამოჩნდა, წელს მარკეტინგული აქტივობების განხორციელებასა და პროდუქციის პოპულარიზაციაზე აქტიურ მუშაობას იწყებს. ამის შესახებ BM.GE-სთან წარმოების დამფუძნებელმა, გიორგი ეგუტიძემ განაცხადა. წარმოების დამფუძნებლის ინფორმაციით, მოთხოვნა დიორამებზე სტაბილურად მზარდია და ხშირად, მომხმარებლების 2 თვით ადრე ჩაწერაც კი იწევს იმისათვის, რომ შეკვეთების დამზადება მოესწროს. „მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ფიზიკური პირები […]

ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა „არ მოაწერს ხელს“ „როსგვარდიასთან“ ხელშეკრულებას

რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიასა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება „არ ექვემდებარება ხელმოწერას“, აცხადებს ოკუპირებული რეგიონის შსს-ს ხელმღვანელი, რობერტ კიუტი. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობაში, არ არიან ადამიანები, რომლებიც იმოქმედებენ და პროფესიული საქმიანობას შეასრულებენ აფხაზეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ“, – განაცხადა კიუტმა. დე […]

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც არ ასრულებენ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს ნებისმიერ მოკავშირეს, რომლებიც, მისი აზრით, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს. ტრამპის თქმით, ალიანსში გამართული შეხვედრის დროს, მან ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს აშშ არ დაიცავს არცერთ ქვეყანას, რომელიც „დამნაშავეა“. ”ერთ-ერთი […]

შარლ მიშელი – უგუნური განცხადებები ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ნატო-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემსახურება. „უგუნური განცხადებები ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის წევრზე განიხილება თავდასხმად ყველას წინააღმდეგ, რაც გამოიწვევს კოლექტიური თავდაცვას. […]

იენს სტოლტენბერგი – ნებისმიერ თავდასხმას ნატო-ზე მოჰყვება ერთიანი და ძლიერი პასუხი

ნებისმიერ თავდასხმას ნატო-ზე მოჰყვება ერთიანი და ძლიერი პასუხი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია ნათქვამი. ნატოს გენერალურმა მდივანმა წერილობით განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ნატოს მოკავშირეებს, რომლებიც, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს. „ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს […]

უკრაინის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი Starlink-ს იყენებს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, რუსეთის ძალები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ილონ მასკის SpaceX-ის მიერ დამზადებული Starlink-ის ტერმინალებს თანამგზავრული ინტერნეტისთვის იყენებს. “რუსი ოკუპანტების მიერ აღნიშნული მოწყობილობების გამოყენების შემთხვევები შევნიშნეთ. ეს სისტემურ სახეს იღებს”. – ამბობს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრიი იუსოვი. სააგენტოს თქმით, რუსეთის 83-ე საჰაერო შეტევის ბრიგადა Starlink-ის ტერმინალებს დონეცკში, კლიშჩიივკისა და ანდრიივკის ქალაქების […]

“ვერ ვიტყვი, რომ ამას არ ვნანობ” – რატომ თქვა შვილების ყოლაზე უარი ცნობილმა მომღერალმა – Marao

“ვერ ვიტყვი, რომ ამას არ ვნანობ” – რატომ თქვა შვილების ყოლაზე უარი ცნობილმა მომღერალმა – Marao კაილი მინოუგმა გულწრფელად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ ჰყავს შვილები – 52 წლის მომღერალმა გაამხილა, რომ მკერდის კიბოს დიაგნოზმა შვილის გაჩენაში ხელი შეუშალა. “36 წლის ვიყავი, როცა დიაგნოზი დამისვეს. სიმართლე გითხრა, შვილების გაჩენაზე მაშინ არ ვფიქრობდი, მაგრამ დიაგნოზმა […]

“იღბლიანი ვარ, რომ ჩემი დედამთილი ვიქტორია ბექჰემია” – რას ამბობს ნიკოლა პელტცი ვიქტორია ბექჰემზე – Marao

“იღბლიანი ვარ, რომ ჩემი დედამთილი ვიქტორია ბექჰემია” – რას ამბობს ნიკოლა პელტცი ვიქტორია ბექჰემზე – Marao შაბათს, 29 წლის ნიკოლამ, ლოს-ანჯელესში მისი სადებიუტო ფილმის ლოლას პრემიერაზე PEOPLE-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ვიქტორია ბექჰემის ბრენდის ტანსაცმელი ეცვა: “ის გენიოსია. ჩემთვის დიდი პატივია მისი ტანსაცმლის ტარება. იღბლიანი ვარ, რომ ჩემი დედამთილი ვიქტორია ბექჰემია. მასთან ყოველთვის შემიძლია მოდაზე […]

რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სახლში ნიდერლანდებს 31:10 სძლია. ნამატჩევს Rugby.ge-სთან მოკლე კომენტარი “ბორჯღალოსნების” მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა გააკეთა, რომელიც შედეგით კმაყოფილი დარჩა: “საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. შევეცადეთ ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციები მოედანზე გადაგვეტანა. ტრიბუნაზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო და ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს”. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი გამარჯვება მოიპოვა […]