ბოლო 5 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 533 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

ბოლო 5 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 533 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა, მათგან 2300-მდე მსუბუქი ავტომობილის მფლობელია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი თბილისის გარდა კიდევ სამ ქალაქში გაკონტროლდა. ირკვევა, რომ მაკონტროლებლებმა ყველაზე მეტი ჯარიმა დედაქალაქში გამოწერეს. ფიზიკური პირის შემთხვევაში პირველ ჯერზე ჯარიმა ითვალისწინებს 100 ლარს, გამეორების შემთხვევაში 300 ლარს, შემდეგ კი 600 ლარს. იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმები 500, […]
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 23 დრონიდან 16 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 13 თებერვლის ღამეს, გაშვებული 23 რუსული დრონიდან განადგურებულია 16. “13 თებერვლის ღამეს, მოწინააღმდეგემ შაჰედის ტიპის 23 დრონით უკრაინის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში. უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან და ოკუპირებული ყირიმიდან”. – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში. შეიარაღებული ძალების განმარტებით დრონების განადგურებაში მონაწილეობა მიიღეს საჰაერო ძალების მობილურმა ჯგუფებმა და საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა. 16 […]
პოლონელმა ფერმერებმა სატვირთოებიდან უკრაინული ხორბალი გადმოყარეს, დაიწყო გამოძიება

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინული სატვირთო მანქანებიდან, რომლებიც საზღვრის მახლობლად, დოროჰუსკის დასახლებაში მდებარეობდნენ, ხორბალი გადმოყარეს. გასულ კვირაში ფერმერებბმა განაახლეს პროტესტი და მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო გზები გადაკეტეს. ისინი კვლავ სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოლონეთში იმპორტს აპროტესტებენ. შემთხვევა, როგორც მედიები წერენ, 11 თებერვალს მოხდა. “უკრაინელები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სისხლს ღვრიან ველებზე, სადაც ეს ხორბალი მოდის. ყანაში ხორბლის აღება, ომის […]
Reuters: საფრანგეთი ჰეზბოლას ისრაელთან შეტაკებების დასრულებას და მედიაციას სთავაზობს

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთმა ბეირუთს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ჰეზბოლას ისრაელთან შეტაკებების დასრულებას და ამისთვის მედიაციას სთავაზობდნენ. დოკუმენტის მიხედვით, საფრანგეთი ჰეზბოლას სთავაზობს მათმა ელიტურმა დანაყოფმა სამხრეთ ლიბანში, ისრაელის საზღვრიდან 10 კილომეტრით უკან დაიხიოს. საფრანგეთის გეგმა გულისხმობს, რომ საბოლოოს ჰეზბოლასა და ისრაელს შორის სასაზღვრო შეტაკებები და საჰაერო თავდასხმები შეწყდეს. გავრცელებული ინფორმაციით დოკუმენტი წინა კვირას საფრანგეთის საგარეო საქმეთა […]
დემნა გვასალია პირველ სუნამოზე მუშაობს

Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი, მოდის დიზაინერი, წარმოშობით ქართველი დემნა გვასალია პირველ სუნამოზე მუშაობს, რომელიც დიზაინერის განცხადებით, ყველასგან განსხვავებული იქნება. “სუნამოს არ ექნება სურნელი ისეთი, როგორიც ხალხს წარმოუდგენია“ – ამბობს დიზაინერი. გვასალიას პარფიუმერიის ხაზი 2025 წლის პირველ ნახევარში გამოვა. მომავალი ბრენდის სახელი ჯერჯერობით უცნობია.
გაფრთხილება მძღოლებს – ამ მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ188, კმ194 და კმ196 მონაკვეთებზე დაგეგმილი დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების გამო, საავტომობილო გზის კმ135-კმ200 (სურამის კვანძი-არგვეთა) მონაკვეთზე 2024 წლის 13 და 14 თებერვალს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის […]
მიხეილ სარჯველაძე – სალომე ზურაბიშვილი მოტივირებულია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის აგიტაცია გასწიოს, მის ბოლოდროინდელ აქტივობას ეს მიზანი აქვს

ზურაბიშვილი მოტივირებულია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის აგიტაცია გასწიოს, ეს მიზანი აქვს მის ბოლოდროინდელ აქტივობას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „იმდენად გაშიფრულია და ცუდად გამოიყურება ეს ყველაფერი, რომ ეფექტი დაკარგული აქვს მის ყოველგვარ მონაწილეობას ოპოზიციურ ფლანგზე“. „სალომე ზურაბიშვილი დე-ფაქტო, რეალურად, თავისი შინაარსობრივი ფუნქციების შესრულებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ხანია აღარ […]
აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახური – ჩავატარეთ ოპერაცია სომხეთის პროვოკაციის საპასუხოდ

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ნაწილებმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების გუშინდელი პროვოკაციის საპასუხოდ, საზღვარზე ოპერაცია „შურისძიება“ ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. “ოპერაციის დროს მთლიანად განადგურდა გაფანის რაიონში ნერკინ-ანდის დასახლებასთან ახლოს მდებარე სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოსტი, საიდანაც გუშინ ცეცხლი გახსნეს და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა“, – აცხადებენ […]
მეთაფლია ფუტკრების შეგროვებული „ნინოწმინდის თაფლი“ – მეფუტკრეობის ტრადიცია ჯავახეთში

ნინოწმინდის მინდვრებში თუ დაინახავთ, რომ მდელოები ყვითელი ყვავილებით გაფერადდა, იცოდეთ, „თაფლის მოტანის“ ყველაზე აქტიური სეზონი დაიწყო. ამ დროს ნინოწმინდელები მთაში ადიან, სკებთან ახლოს, ქოხში გადადიან საცხოვრებლად და ფუტკრის მოვლას იწყებენ. ეს ხდება ზაფხულობით, ივნისის პირველი რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია საფუტკრის ერთი განლაგების წერტილიდან 2-3-ჯერ მივიღოთ მოსავალი, რის გამოც თაფლმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა […]