დავით უტიაშვილი სსფ-ს და ბელგიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ბელგიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამართულ პანელში – „გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და ფინანსური სტაბილურობა” მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენციას ასევე ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი დაესწრო. კონფერენციის მთავარი მომხსენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის […]

ირაკლი კობახიძემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრებმა და დეპუტატებმა სოსო ჯაჭვლიანის ოჯახს მიუსამძიმრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ. სოსო ჯაჭვლიანის ოჯახს მიუსამძიმრეს ასევე, როგორც პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ქაშუეთის ტაძარში მივიდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს. ცნობისთვის, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ჩამოვა. მსახიობი გრიბოედოვის თეატრის სცენაზე 22 და 23 მარტს სპექტაკლ ბამბის მინდვრების სიმარტოვეში ითამაშებს, მისი სასცენო პარტნიორი იქნება ცნობილი ლიტველი მსახიობი ინგებორგა დაპკუნაიტე. სპექტაკლის დადგმა თბილისში 2023 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა, მაგრამ მალკოვიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. მალკოვიჩი თბილისს მეორედ სტუმრობს. პირველად ცნობილი მსახიობი 2011 წელს, […]

Fleabag-ისა და შერლოკის მსახიობი თეატრის ძვირადღირებული ბილეთების წინააღმდეგ

სალაროში უნდა იყიდებოდეს ფასდაკლებული ბილეთები, რათა ახალგაზრდებმა „ვესტ ენდის” სპექტაკლების ნახვა შეძლონ 150 გირვანქა სტერლინგის გადახდის გარეშე – ამბობს სერიალების „Fleabag” და „შერლოკის” მთავარი როლის შემსრულებელი, ენდრიუ სკოტი. „რაც არ უნდა პომპეზურად და თანამედროვედ მიიჩნევდე შენს დადგმას, თუ 150 გირვანქა სტერლინგი გაქვს გადასახდელი, ვერც ერთი ადამიანი 16-25 წლამდე და მაღლა ვერ შეძლებს ამ თანხის გადახდას. […]

მეცოლა: EU-მ მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვაზე, მზად უნდა იყოს პასუხისმგებლობის ასაღებად

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას თქმით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა და მზად იყოს საფრთხეებთან დასაპირისპირებლად “თავისი დიდი ხნის პარტნიორის, აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე”. როგორც მეცოლამ აღნიშნა, ევროპას სჭირდება თავდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდა, რათა “გააძლიეროს თავდაცვის ინდუსტრია და პრაქტიკულად იმოქმედონ სტრატეგიული ავტონომიის საკითხებში”. მისივე თქმით, ევროპული “თავდაცვითი კავშირი” უნდა იყოს “NATO-ს შემავსებელი და არა მისი კონკურენტი”. “[ევროკავშირი] მზად […]

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს სამშენებლო კომპანია “ანაგს”?

საქართველოს სამშენებლო სექტორის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანია “ანაგმა” 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 355 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021-თან შედარებით 101 მილიონით მეტი იყო. ამასთან, 2022 წელს კომპანიის წმინდა მოგება 3.1 მილიონი ლარი იყო. “ანაგი”, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საცხოვრებელი, კომერციული, სპორტული და ინდუსტრიული დანიშნულების უძრავ ქონებას აშენებს. […]

ესტონეთის განცხადებით, რუსეთი ემზადება დასავლეთთან სამხედრო კონფრონტაციისთვის

რუსეთი ემზადება სამხედრო კონფრონტაციისთვის დასავლეთთან, მომავალ ათწლეულში და მისი შეკავება შესაძლოა განხორციელდეს შეიარაღებული ძალების კონტრ-გაძლიერებით – აცხადებს ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური 13 თებერვალს. ნატოს აღმოსავლეთით განთავსებული ქვეყნების მიმართ რუსეთისგან მომდინარე სამხედრო საფრთხის შესახებ მზარდი როდენობით გამოდიან გაფრთხილებით დასავლელი ოფიციალური პირები და ევროპას მოუწოდებენ მოემზადოს შეიარაღების გზით. ესტონეთის დაზვერვის ხელმძღვანელის, კაუპო როსინის თქმით, ეს შეფასება ეფუძნება […]

ნაცვლიშვილი ოცნებას ბუნებრივი კატასტროფების მართვის გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს

ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ქართულ ოცნებას ბუნებრივი კატასტროფების მართვის გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს. “ქართულ ოცნებას კიდევ არ შეუმუშავებია ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია. მათ სამთავრობო გეგმაში მხოლოდ რამდენიმე წინადადება დაეთმო. ხელისუფლება არის ვალდებული, დაუყოვნებლივ, არა ზოგადი, ბუნდოვანი, დროში გაწელილი, არამედ დაუყოვნებლივ [წარმოადგინოს] სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, როგორ მართავს ბუნებრივი კატასტროფების რისკებს. შეისწავლოს, რამდენად მზად იყო სახელმწიფო […]

,, საქართველოზე გაბოროტებული „ნაცსექტის“ ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი გაცამტვერდა” – რას წერს გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს: „საკუთარი უბადრუკობიდან გამომდინარე, საქართველოზე გაბოროტებული „ნაცსექტის“ ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა „საშიშია“ და პოლიცია „არ მუშაობს“, საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა. სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად. საქართველო მე-4 ადგილზეა და […]

ტრამპმა არჩევნებში ჩარევის მცდელობის საქმეზე უზენაეს სასამართლოს იმუნიტეტისთვის მიმართა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის საქმეზე საპრეზიდენტო იმუნიტეტის მინიჭების მოთხოვნით უზენაეს სასამართლოს მიმართა. არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობისა და თანამდებობაზე დარჩენის მიზნით შესაძლო თაღლითობის საქმის ფარგლებში ტრამპის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს. 6 თებერვალს აშშ-ს სასამართლომ არ ცნო ტრამპის იმუნიტეტი აღნიშნულ საქმეზე. ტრამპის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს და აღნიშნეს, რომ საარჩევნო […]