2024-ის სუპერ ბოული მთვარეზე დაჯდომის შემდეგ აშშ-ში ყველაზე ყურებადი ტრანსლაცია გახდა

2024 წლის სუპერ ბოულს აშშ-ში საშუალოდ 123.4 მილიონი ადამიანი უყურებდა. ამ შედეგით წლევანდელი სუპერ ბოული 1969 წლის მთვარეზე დაჯდომის შემდეგ, აშშ-ს მასშტაბით ყველაზე ყურებადი სატელევიზიო ტრანსლაცია გახდა. აშშ-ს ტელერეიტინგების წინასწარი მონაცემებით, კვირას გამართული ამერიკული ფეხბურთის მატჩი Apollo 11-ის ისტორიული დაშვების ტრანსლაციას, რომელსაც დაახლოებით 125-დან 150 მილიონამდე ადამიანმა უყურა, მცირე შედეგით ჩამორჩება. როგორც გამოცემა Variety აღნიშნავს, […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 14 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ღვინის აღმართის, რუისის, ჯორბენაძის, მეტეხის, ფერიცვალების, ჩეხოვის, ისნის და ურბნისის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადარეიშვილის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების […]
ბათუმის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ბათუმში მდგრადი მობილობის ინიციატივების განვითარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი ,,Connect Georgia-ს“ ფარგლებში განხორციელდება. „მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ბათუმში მდგრადი მობილობის ინიციატივები, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა, ველოსიპედისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საპილოტე პროექტები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების […]
დმიტრო კულება – ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის სიგნალი ძალიან საჭირო და დასაფასებელია – შემდგომ ნაბიჯებს მოუთმენლად ველით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სენატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კანონპროექტის მიღებას მიესალმა. „ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის ეს სიგნალი ძალიან საჭირო და დასაფასებელია. რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად, უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად და საერთაშორისო წესრიგის მხარდასაჭერად, რომელიც აშშ-ის დახმარებით შეიქმნა და რომელიც ყველა ამერიკელსა და სხვა თავისუფალ ერებს იცავს, […]
სენატში „რესპუბლიკელების” ლიდერი უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტზე – ისტორიაში ჩაიწერება, რომ სენატს არ უყოყმანია

ისტორიაში ჩაიწერება, რომ სენატს არ უყოყმანია, – ამის შესახებ აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელების” ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა. “ისტორია ყველაფერს თავის ადგილას ალაგებს. და დღეს, ამერიკული ლიდერობისა და ძალის ღირებულებებით, ისტორიაში ჩაიწერება, რომ სენატს არ უყოყმანია”, – განაცხადა სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა. აშშ-ის სენატმა უკრაინისთვისა და ისრაელისთვის განკუთვნილი 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი საბოლოოდ დაამტკიცა. ამის […]
ადვოკატი: შინა პატიმრობით ჩაუნაცვლდა სასჯელი ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდადებულ მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ნასამართლევ გიორგი ვახტანგიშვილს სასჯელი შინა პატიმრობით ჩაუნაცვლდა. როგორც ვახტანგიშვილის ადვოკატმა, კახაბერ წერეთელმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო. ადვოკატის ცნობით, კანონით ვახტანგიშვილს, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევს, სასჯელის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ ჰქონდა შინა პატიმრობაში გადაყვანის თხოვნის საშუალება. წერეთლის […]
ენმ: სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში გაიმართება

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება. “ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვართ, მოგიწვიოთ ევროპის სახალხო პარტიის 2024 წლის კონგრესზე, რომელიც გაიმართება ბუქარესტში, 6-7 მარტს. 2024 წლის კონგრესის, რომელსაც თანამასპინძლობას უწევს [რუმინეთის] ნაციონალური ლიბერალური პარტია, ძირითადი საკითხი იქნება მიმდინარე წლის ევროპული არჩევნებისთვის მომზადება. […]
ბიტკოინის ფასმა 2024 წლის ბოლოს შესაძლოა $160 000-ს მიაღწიოს

ბიტკოინის ფასმა 2021 წლის დეკემბრის შემდეგ $50 000-ს პირველად გადააჭარბა. ამის შესახებ MarketWatch წერს. CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის კურსი სამშაბათის ვაჭრობის დროს 0,2%-ით, 49943 დოლარამდე იზრდება. წინა დღით, კვოტებმა $50 211-ს მიაღწია, მაგრამ ვაჭრობის ბოლოს ზრდა შესუსტდა. ბოლო შვიდი სესიის განმავლობაში კრიპტოვალუტა 11%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც 2023 წელს ორნახევარჯერ გაიზარდა. კრიპტოვალუტის ბირჟის Coinbase Global Inc.-ის […]
მსოფლიოში დაფიქსირდა ტურიზმის აღდგენის 88%-იანი მაჩვენებელი, საქართველოში 80% – ია კაცია

„თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა, ია კაციამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში 2023 წლის ტურიზმის მაჩვენებლები შეაფასა და 2024 წლის მოსალოდნელ ტენდენციებზე ისაუბრა. ია კაციას თქმით, საქართველოში, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა 80% შეადგინა და მსოფლიო მაჩვენებლებს ჩამორჩა. „ მსოფლიოში დაფიქსირდა ტურიზმის აღდგენის 88%-იანი მაჩვენებელი. (შედარება კეთდება 2019 წელთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით).საქართველოს 2023 წლის ჯამური მაჩვენებელი ამ მაჩვენებელს მცირედით […]
Mall of Berlin-ში პირველი ქართული ჭკვიანი ბეჭდის – Cnick-ის მაღაზია გაიხსნა

Cnick-ის გუნდმა ბერლინში, Mall of Berlin-ში უნიკალური დიზაინის მაღაზია გახსნა, სადაც მომხმარებელს მრავალფუნქციურ ჭკვიან ბეჭედს შესთავაზებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Cnick-ის დამფუძნებელი კობა ცერცვაძე ავრცელებს. მისი თქმით, Cnick-ის შოურუმის უნიკალური დიზაინი ხაზს უსვამს Cnick-ის გუნდის განსაკუთრებულ ხედვებს. Cnick-ის გუნდმა მრავალი დაბრკოლების და სირთულის გადალახვის შემდეგ, ბერლინის გულში, კონკრეტულად კი Mall of Berlin-ში გავხსენით უნიკალური დიზაინის მქონე […]