წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე. 1-ელი მარტიდან კი ამ არეალში მცხოვრებ პირებს ავტომობილების რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა. მერი განმარტებით, ადამიანები, რომლებიც ავტომობილებს დაარეგისტრირებენ, პარკირების უფასო შესაძლებლობით […]
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სასამართლომ 1 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი საწარმოს დირექტორთან და ცნობილი კომპანიების აქციების შეძენის პირობით, 13 მილიონი აშშ […]
ირაკლი ქადაგიშვილი – სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის კონფერენციაზე ფონი მომზადებული ხვდება, რომ საქართველოს წინააღმდეგ მთელი რიგი გზავნილების გაგზავნა გააგრძელოს

მიუნხენის კონფერენციაზე ზურაბიშვილს მომზადებული ფონი ხვდება ქვეყნის წინაადეგ გზავნილების გაჟღერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მოუხენის კონფერენციის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილს ეხება და ის ოლიგარქად არის მოხსენიებული, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზეა პასუხისმგებელი. ქადაგიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია კონფერენციის თანასპონსორია, დოკუმენტში […]
„ევროოპტიმისტები“ საგარეო საქმეთა მინისტრს, ინტერპელაციის წესით, პარლამენტში იბარებს

„ევროოპტიმისტები“ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით, საქართველოს პარლამენტში იბარებს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება. მისი თქმით, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნული საკითხის გარშემო არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს. „ვიბარებთ ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს, ვინაიდან, ჩვენ ვერ მოვისმინეთ, მათ შორის, ახალი პრემიერ-მინისტრისაგან განმარტება, […]
„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მოხდება. კალაძის თქმით, გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დედაქალაქში, რის გამოც, დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. „საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი ზოლის მოწყობა. ჩვენ […]
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა

2024 წლის 12 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წერილშია აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად და აქედან გამომდინარე, […]
იტალიაში მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დანაშაული გასულ კვირას, ვიჩენცას ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. პოლიციის დროული ჩარევის შედეგად 30 წლის ბ.ს. დააკავეს, რომელსაც სამი მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა, რომელთა საერთო ღირებულება 1000 ევროზე მეტს წარმოადგენდა. 30 წლის დაკავებულს 31 წლის თანამზრახველი ჰყავდა, რომელსაც ბინადრობის მოწმობა წესრიგში აქვს და […]
მერია ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს აიღებს – ბიზნესთან შეთანხმება მიღწეულია

თბილისის მერია ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებს. როგორც თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საკითხი გადასაწყვეტად საკრებულოს გადაეგზავნება. კახა კალაძის თქმით, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებს შესთავაზეს ადგილმონაცვლეობა და შეთანხმება მიღწეულია. „გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დღეს დედაქალაქში, ეს არის ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულ პროექტზე ჩვენ გასულ წელსაც ვმუშაობდით, […]
ხავი: ვფიქრობ, ლა ლიგის მოგება ისევ შეგვიძლია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მიუხედავად ჩემპიონატის ლიდერ “რეალთან” 10-ქულიანი ჩამორჩენისა, მისი გუნდი ჩემპიონობის შანსს კვლავ ინარჩუნებს. “მიმდინარე სეზონში ლა ლიგის მოგება რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერთან ჩამორჩენა დიდია, ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ხავიმ. შეგახსენებთ, “ბარსელონა” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის, ალეხანდრო მაიორკასისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. შიდა უსაფრთხოების მდივანი აშშ-ს მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ბოლო 150 წლის განმავლობაში იმპიჩმენტის საფრთხის წინაშე დგას. რესპუბლიკელები მაიორკასს მექსიკის საზღვარზე უპრეცედენტო რაოდენობის მიგრანტების შემოდინებაში ადანაშაულებენ და პარალელურად ამბობენ, რომ მან ვერ შეძლო აღებული მოვალეობის შესრულება, რაც საზღვრის დაცვას გულისხმობს. შესაბამის გადაწყვეტილებას […]