პოლიტიკური ჯგუფი ევროოპტიმისტები დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს

პოლიტიკური ჯგუფი ევროოპტიმისტები საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს. ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, თემა ეხება იმას, თუ როგორ უნდა მიიღონ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა. “ვიბარებთ ინტერპელაციის წესით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვინაიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ მათ შორის საქართველოს ახალი პრემიერმინისტრისგან განმარტება ან მოსაზრება, როგორ შეიძლება ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს მიეცეს […]

“ვოლკანოვსკი თუ თოფურია?” – რონალდომ არჩევანი გააკეთა

18 თებერვალს UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ალექსანდრ ვოლკანოვსკის სოციალურ ქსელში წარმატება უსურვა. “წინ ჩემპიონო” – დაწერა რონალდომ ტვიტერზე. რაც შეეხება ილია თოფურიას, ქართველ მებრძოლს ისეთი სპორტსმენები უჭერენ მხარს, როგორებიც იკერ კასილასი და სერხიო რამოსი არიან. შეგახსენებთ, თოფურიას MMA-ის სხვადასხვა ორგანიზაციაში 14 ბრძოლა […]

საქართველომ ეუთო/ოდირის წარმომადგენელები არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესსამსახური აცხადებს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორი მატეო მეკაჩი საქართველოში მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვიეს. უწყების ინფორმაციით, მოწვევა 12 თებერვალს გაიგზავნა. “ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს, ქვეყანაში […]

გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩასასვლელი გაგანიერდება – ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დარტვირთულ ნაწილში – გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩასასვლელი გზა გაგანიერდება. მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ. “სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის გარკვეული სახით მოდერნიზება და კონკრეტული გადაწყვეტების მოძებნა… შეთანხმება უკვე მიღწეულია და მინდა, მფლობელებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო”, […]

იური ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუქარესტში, სადაც ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობენ, 10-კაციანი გუნდით გაემგზავრა. მათ შორის იყო ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლერი აბულაძეც, რომელიც სამწუხაროდ, უშედეგოდ გამოვიდა, მაგრამ შინ მაინც ხელდამშვენებული დაბრუნდება. ქართველი ფალავანი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2023 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა და შესაბამისი ჯილდოც გადაეცა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე გათამაშებულ მედლებს, აქედან საქართველოს ნაკრებს […]

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ შემოსავალმა 2023 წელს 10 მლნ-ს გადააჭარბა

სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ინფორმაციით, 2022 წლის შემოსავალმა შეადგინა – 8,073,100.00 ლარი, ხოლო 2023 წლის შემოსავალმა – 10,507,200.00 ლარი. ამის შესახებ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან“ „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობა. სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ მიერ დაქვემდებარებაშია შემდეგი დაცული ტერიტორიები: პრომეთეს მღვიმე, თბილისის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, სათაფლია, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი, […]

შეთანხმება მიღწეულია – ლაგუნა ვერესთან ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი დაიწყება – კახა კალაძე

„უნდა მოხდეს ბენზინგასამართი სადგურების აღება და მოეწყოს დამატებითი საგზაო ზოლი“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩასასვლელი საავტომობილო კვანძი ვერ უზრუნველყოფს თბილისში არსებული ავტომობილების გატარებას. შესაბამისად, გადაწყდა, ბენზინგასამართი სადგურების აღება. „გმირთა მოედნიდან სანაპიროსკენ ჩამავალი ავტოსატრანსპორტო კვანძი, ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დედაქალაქში, კონკრეტულად ეს არის ლაგუნას მიმდებარე […]

დანაშაულებრივი ჯგუფმა $2 მლნ გაათეთრა – პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და დანაშაულებრივი ჯგუფის 4 პირი დამნაშავედ ცნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მილიონი დოლარი გაათეთრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს. „აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი საწარმოს დირექტორთან და ცნობილი კომპანიების აქციების შეძენის პირობით, 13 […]

ბორჯომში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სოფელ ლიბანში, რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს. საამქროს შიდა პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი იქნა აღმოჩენილი. გარემოსდაცვითი ზედამხეველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ახალციხის საქმიან ეზოში. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.

მოზიდული ინვესტიციით ნეირომეცნიერულ თამაშზე ვმუშაობთ – Helio.AI

Helio.AI პირველი და ერთადერთი რეკრუტინგის შიდა მოდულია, რომელიც ბაზარზე 4 თვის წინ გამოჩნდა და უკვე შეძლო პირველი ინვესტიციის მოზიდვა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას Helio.AI-ს თანადამფუძნებელმა და COO-მ, ნინი მოსიაშვილმა განაცხადა, მოზიდული ინვესტიციით მისი გუნდი ნეირომეცნიერულ თამაშზე მუშაობს, რომელიც სრულად შეცვლის რეკრუტინგის პროცესს. „კომერსანტი“ ნინი მოსიაშვილს Helio.AI-ს შექმნის, პირველი ინვესტიციისა და განვითარების გეგმების შესახებ ესაუბრა. საიდან გაჩნდა […]