გინტურის მკვლელების დასჯა, დაკავებულების გათავისუფლება – ქართული მხარის მოთხოვნები ერგნეთში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 117-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მკაცრად მოითხოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა. […]
2022 წლიდან დღემდე დედაქალაქში ვანდალიზმის 963 ფაქტი დაფიქსირდა

2022 წლიდან დღემდე, დედაქალაქში ვანდალიზმის 963 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე აცნობა. უფრო კონკრეტულად, მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში, თბილისში ვანდალიზმის 428 შემთხვევა აღირიცხა, 2022 წელს კი, ქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანების 535 ფაქტი დაფიქსირდა. ვანდალიზმის ფაქტების მნიშვნელოვანი წილი პარკებისა და სკვერების ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე მოდის. ამასთან, როგორც კონკრეტულად ისნისა და სამგორის […]
თურქეთის ოქროს მაღაროში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული 9 თანამშრომლის ძებნა გრძელდება

თურქეთის ოქროს მაღაროში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული 9 თანამშრომლის ძებნა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაღაროს ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ადგილზე 800-ზე მეტი მაშველი იმყოფება. „სავარაუდოა, რომ ისინი მიწის ქვეშ არიან დამარხული“, – განაცხადა ალი იერლიკაიამ. შეგახსენებთ, თურქეთის ერზინჯანის პროვინციაში, […]
მეპატრონეებმა შინაური ცხოველის რეგისტრაცია 2025 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა უზრუნველყონ – ამ ვადამდე, სამზე მეტი შინაური ცხოველის რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ გავრცელდება

შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონეებმა მათი რეგისტრაცია – იდენტიფიკაცია, რა ვალდებულებაც „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტით შემოდის, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა უზრუნველყონ. იგივე დრო და ვალდებულება ეძლევათ ძაღლებისა და კატების მიმკედლებელ პირებსაც. აღსანიშნავია, რომ იმ მეპატრონეების მიმართ, რომელთაც სწორედ 2025 წლის 1-ელ ივლისამდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველი ეყოლებათ რეგისტრირებული, […]
მაია ბითაძე – არ არის სწორი, რომ ამდენი მიუსაფარი ცხოველია ქუჩაში, რაც ხდება მხოლოდ ერთი – უპასუხისმგებლო ადამიანების მიზეზით – ცვლილებებს, სავარაუდოდ, ივნისში მივიღებთ

არ არის სწორი, რომ ამდენი მიუსაფარი ცხოველი არის ქუჩაში. ეს ცხოველები ქუჩაში არიან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის – უპასუხისმგებლო ადამიანების გამო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მაია ბითაძემ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ბითაძემ განმარტა ის ცვლილებები, რომლებსაც აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს და განაცხადა, რომ კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში […]
კახა კალაძე – ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა, რა თქმა უნდა, ეს სასიხარულოა – ზაარბრიუკენის მოედანზე განხორციელებული პროექტი მართლაც შთამბეჭდავია

ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა – ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს, მე მომწონს და მინდა, გიორგის წარმატებები ვუსურვო, მართლაც შთამბეჭდავია, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ ქანდაკებაზე, „დროის ნაწნავებზე“ გამოთქმულ მოსაზრებებს. ამასთან, როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყველას გვერდში […]
თეა ახვლედიანმა აფხაზეთის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა აფხაზეთის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მდგომარეობასა და ადგილზე არსებულ საჭიროებებზე. „საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო […]
თათია ნიკოლაშვილი – ივანიშვილის ხელისუფლება არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს მიუნხენის კონფერენცია თუ სხვა შესაძლებლობა

სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლება არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს მიუნხენის კონფერენცია თუ სხვა ნებისმიერი შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველანაირ შესაძლებლობას უნდა იყენებდეს, რომ მოიპოვოს ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები. „ივანიშვილის ხელისუფლება, სამწუხაროდ, არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს მიუნხენის კონფერენცია თუ სხვა ნებისმიერი შესაძლებლობა. ხელისუფლება […]
ირაკლი ქადაგიშვილი – რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში არ შედის ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე, ეს მათთვის მომაკვდინებელია, ამიტომ მუდმივად იქნებიან სპეკულაციასა და საბოტაჟში ჩართული

9 ვალდებულება წლის ბოლომდე შესრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მასთან, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ არსებული ვალდებულებების შესრულების გარდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების გახსნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონტექსტი, რაც მთლიანად მათზე დამოკიდებული არ არის. “ჩვენ მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, რომ ვალდებულებები წლის ბოლომდე შესრულდება. მოლაპარაკებების გახსნასთან […]
“ხალხის ძალა” სოზარ სუბარით და სხვა ლიდერებით სათავეში არის ძალა, რომელმაც, ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილსა და მის რეჟიმს, ითხოვს რა ამ რეჟიმის გასამართლებას და გვახსენებს რა ამ რეჟიმის უპატიებელ ცოდვებს

“ხალხის ძალა” სოზარ სუბარით და სხვა ლიდერებით სათავეში არის ძალა, რომელმაც, ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილსა და მის რეჟიმს, ითხოვს რა ამ რეჟიმის გასამართლებას და გვახსენებს რა ამ რეჟიმის უპატიებელ ცოდვებს “ხალხის ძალა” სოზარ სუბარით და სხვა ლიდერებით სათავეში არის ძალა, რომელმაც, ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილსა და მის რეჟიმს, ითხოვს რა ამ რეჟიმის გასამართლებას […]