ტურისტებს რესტორანში შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ – 4 პირი დააკავეს

შსს-მ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, საქმე ეხება ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერისა და თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს. “გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად თაღლითური სქემა ჰქონდა შემუშავებული. კერძოდ, ისინი, ე.წ. პრომო გოგონების მეშვეობით, ერთ-ერთი აპლიკაციით საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ მამაკაცებს უკავშირდებოდნენ, რომლებსაც წინასწარ […]
აპრილიდან წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა ამოქმედდება

1-ელი აპრილიდან აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. 1-ელი მარტიდან კი ადგილობრივი მცხოვრებლები უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. “1-ელი მარტიდან ადგილობრიივი მაცხოვრებლები ზონალურ-საათბორივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ მუნიციპალურ […]
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეომ რუსეთისგან ბიჭვინთის აგარაკებზე საპროტესტო ნოტა მიიღო

ოკუპირებული აფხაზეთის მედიებში გავრცელდა ცნობა, რომ მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო საპროტესტო ნოტა, რომელიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკებთან დაკავშირებით მიღებულ ე.წ. კანონში შეტანილ ცვლილებას ეხება. “არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო საპროტესტო ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც კრძალავს სახელმწიფო აგარაკების მესამე პირისთვის […]
Reuters: აშშ-მ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეეტის შეთავაზებაზე უარი თქვა

Reuters-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით, აშშ-მ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეეტის შეთავაზებაზე უარი თქვა. Reuters აღნიშნულ ინფორმაციას სამ ანონიმურ რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროების მიხედვით, პუტინი აშშ-ს სთავაზობდა ცეცხლის შეწყვეტასა და კონფლიქტის გაყინვას, თუმცა, უარს ამბობდა რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ოკუპირებული ტერიტორიების დათმობაზე. პუტინმა აშშ-ს გზავნილები 2023 წელს გაუგზავნა ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პარტნიორების შუამავლობით. Reuters-ის […]
„თეგეტას“ პრო ბონო აქტივობები რეგიონული სათემო ორგანიზაციების მხარდასაჭერად

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2024 წელი კორპორაციული მოხალისეობრივი საქმიანობით დაიწყო და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით პირველი პრო ბონო აქტივობა უკვე დაგეგმა და განახორციელა. რეგიონული სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის სოციალური მედიის შინაარსობრივი და ვიდეოკონტენტის შექმნის 2-დღიანი ტრენინგკურსი – „ხილვადობის ციფრული ინსტრუმენტები“, „თეგეტას“ სოციალური მედიების მიმართულების ხელმძღვანელმა მაია გულისაშვილმა და კონტენტმენეჯერმა საბა ჩაჩუამ მოამზადეს. ტრენინგში 14 ორგანიზაციის 18 […]
ალდაგის მხარდაჭერით „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა

სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის პრიმოს მხარდაჭერით, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული, კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც ყველაზე მოთხოვნადი მოდელის, Toyota CHR-ის პრეზენტაცია შედგა. პრიმო ალდაგის პრემიუმ ბრენდია, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად, ალდაგის მომხმარებლებისთვის პერსონალური სადაზღვევო მომსახურების სახით შეიქმნა. მისი ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით, […]
ფოთის მერი – ჩვენი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოებს ინტენსიურად ვაგრძელებთ

ფოთში, შავი ზღვის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა. ფოთის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. „პროექტის ფარგლებში დაიგო 3 ფენა ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყო რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. მიმდინარეობს ტროტუარების და ეზოს შესასვლელების რეაბილიტაცია. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის […]
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის შუა აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) შუა აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელ სპეციალურ აგენტთან, მაიკლ რჟეპჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. თეიმურაზ კუპატაძემ აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ […]
საბა ბუაძე – მთავრობა, ხალხის ინტერესების სამსახურის ნაცვლად, კორუფციული საქმიანობით იყო დაკავებული – ფსევდო ანტიკორუფციული ბიურო „ოცნებამ“ ერთგვარ ლეღვის ფოთლად შექმნა

„ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტოს საპარლამენტო პროცესის ობსტრუქცია და განსახილველად გამოიტანოს ჯერ კიდევ 3 წლის წინ „ლელოს“ ინიციირებული კანონპროექტის ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს განკარგულებები, რომელიც 3 წლის განმავლობაში იმალებოდა. ამასთან, „ლელოს“ მოითხოვს, რომ სასწრაფოდ დაინიცირდეს ინფორმაციის თავისუფლების […]
ბელიაშვილის ქუჩაზე ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იწყება

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს. „თბილისის მყარი ნარჩენების მართვის ოპტიმიზაციისა და […]