“ნამდვილი სიყვარული” – ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის სიყვარულის დღე და ხალი ფოტოები – Marao

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნეს და სიყვარულის დღე ერთმანეთს მიულოცეს. ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა: · ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. 21 წლის ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი – რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად არის შექმნილი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი მაიკ ტერნერი აცხადებს, რომ რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად არის შექმნილი. მისი თქმით, ეს სერიოზული საფრთხეა აშშ-ის ეროვნული უშიშროებისთვის. ამასთან, ტერნერი ჯო ბაიდენისგან ითხოვს, რომ პრეზიდენტმა გრიფი „საიდუმლო“ მოხსნას ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საფრთხეს უკავშირდება, რათა კონგრესმა ღიად შეძლოს საჭირო ნაბიჯების განხილვა. დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის […]
Reuters – იაპონიამ რეცესია განიცადა და მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა

იაპონიამ გასული წლის ბოლოს მოულოდნელად რეცესია განიცადა და მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა, – ინფორმაციას Reuters-ი, იაპონიის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, იაპონიას ეკონომიკის მოცულობით გერმანიამ გაუსწრო. იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 0.4%-ით შემცირდა, წინა კვარტალში 3.3%-იანი ვარდნის შემდეგ, მაშინ, როცა პროგნოზების თანახმად, 1.4%-იანი ზრდა უნდა დაფიქსირებულიყო. ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში […]
პანამის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 4 მიგრანტი დაიღუპა

პანამის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 4 მიგრანტი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პანამის სასაზღვრო პოლიციამ განაცხადა, რომ მიგრანტებით სავსე ნავი პანამის სანაპიროსთან ახლოს ცუდი ამინდის გამო ჩაიძირა, მაგრამ მსხვერპლის რაოდენობა ან მათი ეროვნება არ დაადასტურა. ადგილობრივი მედია საშუალებების ცნობით, ნავზე 25 მიგრანტი იმყოფებოდა, რომელთაგან 4 დაიღუპა და 7 დაკარგულად ითვლება. „სავარაუდოდ, არალეგალი […]
ქვემო ქართლის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ, სადახლოში გამართულ შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატი პარლამენტში, ზაურ დარგალი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, რწმუნებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მათ საჭიროებებს გაეცნო. „ადგილობრივების მიერ, კრებებზე დასახელებული […]
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში, მიმდინარე წლის თებერვალში, 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილის, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს, დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები, საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. „სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, სამართალდამრღვევმა, დაუფირნიშებელი მორების გადამუშავებით, 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი […]
პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის – „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის – „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, ღონისძიებას გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, საერთაშორისო ექსპერტები, ევროკავშირის პროექტის, პროკურატურის, […]
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ახალი Toyota C-HR-ის პრეზენტაცია გაიმართა

9 თებერვალს, თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ახალი C-HR-ის პრეზენტაცია შედგა, ღონისძიება განახლებულ, კონცეპტუალურ შოურუმში გაიმართა. გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ტოიოტა კავკასიისა და ტოიოტა ევროპის წარმომადგენლები. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ იაპონური ბრენდის დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი 2014 წელს მიიღო და მიმდინარე წელს დაარსების ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. რაც შეეხება განახლებულ C-HR-ს, […]
თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

თბილისი საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმს მიმდინარეობს. ფორუმზე განიხილება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფორუმზე ორი ქვეყნის წარმომადგენლები გაცვლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით. ფორუმს ესწრება 300-მდე დელეგატი, მათ შორის […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Brunch by Gastronome-ის მეხუთე ობიექტი გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესების გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, „გასტრონომ ჯგუფმა“ Brunch by Gastronome – ის ახალი, მეხუთე ობიექტი, „გალერია თბილისში“ გახსნა. Brunch by Gastronome „გასტრონომ ჯგუფის“ ახალი პროექტია, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ ჯანსაღ, Takeaway მენიუს სთავაზობს. „გასტრონომ ჯგუფი” მეხუთე წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის მიზანია საქართველოში პრემიუმ ხარისხის კვების პროდუქტების მოხმარების […]