პუტინი ნანობს, რომ უკრაინაში მოქმედებები უფრო ადრე არ დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უნდა ნანობდნენ, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უფრო ადრე არ დაიწყეს. ამის შესახებ მან პაველ ზარუბინისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. პუტინი კვლავ ირწმუნება, რომ ომი რუსეთს არ დაუწყია და 2014 წლის დონბასის კონფლიქტის შემდეგ დასავლელი ლიდერები მას ატყუებდნენ. “როგორც ვთქვი, ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მხოლოდ მის შეჩერებას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ამას მშვიდობიანი […]

აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი ატომური იარაღის კოსმოსში გაშვებას გეგმავს

აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი გეგმავს, ატომური იარაღი კოსმოსში გამოცადოს. აშშ-ს დაზვერვამ რუსეთის ეს მცდელობა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ მოიხსენია. აშშ-ს დაზვერვამ აღნიშნული კლასიფიცირებული ინფორმაცია 14 თებერვალს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და კონგრესმენებს წარუდგინა. მათი ცნობით, რუსეთმა ატომური იარაღი შესაძლოა დასავლურ სატელიტებზე თავდასასხმელად გამოიყენოს. თეთრ სახლთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით The Telegraph-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენი […]

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასობრივი დარტყმები მიიტანა, განგაში მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა

15 თებერვლის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა, განგაში მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა. დაბომბვის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი და განადგურდა ინფრასტრუქტურა, კერძოდ: ლვოვში აფეთქდა 10 რაკეტა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ არის. დნეპროპეტროვსკის ოლქში განადგურებულია რამდენიმე სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტი, დაშავებულები არ არიან. პოლტავის ოლქში აფეთქების შედეგად განადგურდა საწყობი, რამდენიმე […]

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დაწყების საკითხზე მუშაობს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა თავისუფალი ვაჭრობის დაწყების საკითხი იქნება. როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სპარსეთის ყურის ქვეყნების საბჭოსთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, რაც პანდემიის დროს შეფერხდა, ახლა კი ეს საკითხი კვლავ აქტუალურად დგას. “დაწყებული გვქონდა ამაზე [თავისუფალ ვაჭრობაზე] […]

ცესკო – საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას მიესალმება

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აქტიურად ემზადება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და გამჭვირვალობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი აქვს და ამავდროულად ერთგვარ პრევენციულ მექანიზმსაც წარმოადგენს. მათივე ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება ავტორიტეტული, ნეიტრალური და ობიექტური საერთაშორისო […]

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა და 3 ახალი კლინიკა დაემატა

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო – ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე – ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება. მათივე ცნობით, ახლახან, პროგრამა გაფართოვდა 3 ახალი კლინიკა დაემატა – ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „აჯიბადემის […]

ქუთაისელი ახალგაზრდები „ზამთრის ლიდერთა სკოლაში“ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გააცილა

ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებული ,,ზამთრის ლიდერთა სკოლა 2024“ – ის მონაწილეები სურამში გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ლიდერთა სკოლა, 24 თებერვლის ჩათვლით, ორ ნაკადად ჩატარდება და მასში მონაწილეობას 18-დან 29 წლამდე 40-მდე ახალგაზრდა მიიღებს. ქუთაისის მერიის განმარტებით, ლიდერთა სკოლის ამოცანაა ახალგაზრდებში ლიდერის თვისებების გამოვლენა და განვითარება, ასევე, სოციალურად აქტიური ახალგაზრდების იმიჯის […]

ცნობილია უკრაინაზე დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევის წინასწარი შედეგები

სულ მცირე 7 ადამიანი დაიჭრა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად. დაზიანებულია სახლები და სასწავლო დაწესებულებები. ქალაქ ლვოვის მერიის და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი და დაზიანებულია 15-ზე მეტი სახლი, სკოლა და ინფრასტრუქტურული ობიექტი. რომელი მერს არ დაუკონკრეტებია. სადოვის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს, თუმცა, საჰაერო თავდაცვის სისტემამ კარგად იმუშავა […]

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა და 3 ახალი კლინიკა დაემატა

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. 2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო – ყველა ბენეფიციარს მკურნალობა როგორც საქართველოში, ისე – ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახლახან, პროგრამა გაფართოვდა, 3 ახალი კლინიკა დაემატა. ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო […]

კახეთში 41 წლის მამაკაცს ეძებენ

კახეთში 41 წლის მამაკაცს ეძებენ. მეორე დღეა, ოჯახის წევრები და ახლობლები, დედოფლისწყაროში მცხოვრებ დათო ჯანაშვილს ეძებენ. მამაკაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა და მას შემდეგ, აღარვის უნახავს. ჯანაშვილის სიძის, ლევან უსუფაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი 14 თებერვლის დილის 11 საათიდან გაუჩინარდა. ” მთელი რაიონი ჩართულია, მთელი ღამე ვეძებდით, მაგრამ არ ჩანს. მეორადი ავეჯს რესტავრაციას აკეთებს და თუ რამე […]