ომბუდსმენი: დადებითად ვაფასებ გიორგი მამალაძის გათავისუფლების ფაქტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დადებითად აფასებს გიორგი მამალაძის გათავისუფლებას. სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენმა გიორგი მამალაძის საკითხზე, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე 3 თვის წინ რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს. „სახალხო დამცველის რეკომენდაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების სხვა […]
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ახალი Toyota C-HR-ის პრეზენტაცია გაიმართა

9 თებერვალს, თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ახალი C-HR-ის პრეზენტაცია შედგა, ღონისძიება განახლებულ, კონცეპტუალურ შოურუმში გაიმართა. გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ტოიოტა კავკასიისა და ტოიოტა ევროპის წარმომადგენლები. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ იაპონური ბრენდის დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი 2014 წელს მიიღო და მიმდინარე წელს დაარსების ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. რაც შეეხება განახლებულ C-HR-ს, […]
ზურაბიშვილს საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, სადაც როგორც უნდა ისე მოიქცევა – შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილს საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, სადაც როგორც უნდა ისე მოიქცევა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე“. „ირაკლი კობახიძეს მომავალ კვირაში პირველი ვიზიტი ექნება ბრიუსელში. ზოგადად, პირველ ვიზიტს აქვს უდიდესი მნიშვნელოვაბა. მე როდესაც გავხდი პარლამენტის თავმჯდომარე ჩემი პირველი ვიზიტიც მაშინ იყო ბრიუსელში. ამიტომ ეს არის გარკვეულწილად […]
შინაური ცხოველის ბინადრობის ბუნებრივი არეალი არ არის ქუჩა. შინაური ცხოველი უნდა იყოს ადამიანთან ერთად – შალვა პაპუაშვილი

მთავარი გამოწვევა, რაც საქართველოს აქვს, არის მიუსაფარი ძაღლები. საერთო ჯამში, ეს არ არის კანონი შინაურ ცხოველებზე. ეს არის კანონი ადამიანებზე, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩინა, რომ კანონპროექტი შინაური ცხოველების შესახებ ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი იქნება იმისა თუ ვინ არის ნამდვილი ევროპელი ამ ქვეყანაში. „ეს არის ადამიანების, უპასუხისმგებლო მფლობელების მიერ შექმნილი პრობლემა, რომლებიც […]
„ჩვენი პრიორიტეტი არაბულ სამყაროსთან ურთიერთობების განმტკიცებაა“ – ლევან დავითაშვილი

თბილისში საქართველო – საუდის არაბეთის ბიზნესფორუმმა დაიწყო მუშაობა, რომელიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილისა და საუდის არაბეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ-ფალიჰის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. ღონისძიებას 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის საქართველოს და საუდის არაბეთის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესწრეების ფართო წარმომადგენლობა. „ჩვენი პრიორიტეტია საუდის არაბეთის სამეფოსთან – ყურის ერთ-ერთ […]
საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს ფორმატი გვაძლევს საშუალებას საქართველოში ინვესტირებისა მხრივ მივიღოთ საინტერესო შედეგები – გიორგი პერტაია

სავაჭრო პალატამ საქართველო-საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭოს მეორე სამუშაო სხდომა გამართა. სხდომა მისასალმებელი სიტყვით სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილემ, ბადრ ალბადრიმ გახსნეს. „საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს ფორმატი გვაძლევს საშუალებას ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შევახვედროთ და გავაცნოთ ერთმანეთს. მსგავსი ფორმატის […]
წვიმა, თოვლჭყაპი და ტემპერატურის კლება – 15 თებერვლის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მასშტაბით 15 თებერვალს ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი და ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან […]
გიორგი ფანგანი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან (AFD). მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები. სემეკის წევრმა სააგენტოს წარმომადგენლებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა. გარდა ამისა, გიორგი ფანგანმა მათ მიაწოდა ინფორმაცია მწვანე ენერგიის განვითარებაში სემეკის როლის, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის არსებული და სამომავლო მოდელების რეგულაციების შესახებ. სამომავლო თანამშრომლობის […]
„3-4 წელიწადში გვექნება ის რაოდენობა, რომ ჩვენი ბაზარიც დავაკმაყოფილოთ და ექსპორტზეც გავიდეთ“ – „ფისტას მეურნეობა“

ფერმერმა ივანე ლელაშვილმა კასპის რაიონში, სოფელ ხოვლეში ფისტას მეურნეობა, 9 ჰექტარ მიწაზე, 5 წლის წინ გააშენა. ფერმერი „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ფისტაზე მოთხოვნა მზარდია და ახლა უკვე ფისტას ბაღები საქართველოს რეგიონებში 50 ჰექტარზე აქვს, პირველი მოსავალი შარშან მიიღო და წელს მოსავლის გაორმაგებას ელოდება. ამას გარდა, ფისტას სანერგეში 15 000-მდე ნერგი აქვს მზად სარეალიზაციოდ. „2019 წლიდან […]
შალვა პაპუაშვილი – მამუკა ხაზარაძე არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირელობიდან მილიონერი გახდა – მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ხაზარაძის წარსულს ყურადღება მიაქციოს

მამუკა ხაზარაძე არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირელობიდან მილიონერი გახდა – როგორც ჩანს, მასში ბანდიტური საქართველოს მენტალიტეტი ძალიან სჭარბობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოება მამუკა ხაზარაძის წარსულს ყურადღება მიაქციოს. „ლელოს“ სხვადასხვა სახის კამპანიებით ცდილობს თავი შეინარჩუნოს მედიის დღის წესრიგში, პოლიტიკური თვალსაზრისით, ადამიანებს არ აინტერესებთ მათი ყოფნა/არ […]