სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს ტოივო კლაარს შეხვდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო […]
თბილისის აეროპორტში 26 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა

თბილისის აეროპორტში 26 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 25,9 კილოგრამი) გამოვლინდა. უწყების განმარტებით საქმე, შემდგომი […]
ლევან დავითაშვილმა თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი გახსნა

თბილისში საქართველო – საუდის არაბეთის ბიზნესფორუმმა დაიწყო მუშაობა, რომელიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილისა და საუდის არაბეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ-ფალიჰის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის საქართველოს და საუდის არაბეთის როგორც სამთავრობო, […]
დონალდ ტრამპი – პუტინმა, ფაქტობრივად, დიდი კომპლიმენტი მითხრა – მან თქვა, რომ ბევრად ურჩევნია ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე ტრამპის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისთვის კომპლიმენტია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან იმის თქმა, რომ ურჩევნია არჩევნებში მისმა კონკურენტმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს. სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ ჩარლსტონში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის „საოცარ“ საქმეებს გააკეთებს, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, მათ შორის, ძალიან სწრაფად დაასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომს. „რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ფაქტობრივად, […]
“ნამდვილი სიყვარული” – ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის სიყვარულის დღე და ახალი ფოტოები – Marao

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნეს და სიყვარულის დღე ერთმანეთს მიულოცეს. ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა: · ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. 21 წლის ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. […]
გელა ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გელა ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს მეორე ჯილდო შეემატა – 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გელა ბოლქვაძემ. 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი ქართველი ფალავანი შეჯიბრებას საკვალიფიკაციო წრიდან შეუდგა, სადაც საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ქარჩაიძე 6-3 დაამარცხა. შემდეგ მოუგო ალბანელ მეტოქეს, […]
“პეტრას” პროექტში არაბული ინვესტიცია $100 მილიონს აჭარბებს” – გიორგი სვანიძე ორი ქვეყნის ურთიერთობაზე

დღეს თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი იმართება, რომელსაც 300-მდე დელეგატი, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ასევე საუდის არაბეთის სამთავრობო და ბიზნესდელეგაცია ესწრება. როგორც “პეტრა სი რიზორტის” დამფუძნებელი, გიორგი სვანიძე აღნიშნავს, ფორუმი ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო ურთიერთობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. “საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი ქვეყანაა, საქართველოთია დაინტერესებული. თქვენ იცით, რომ საუდის […]
საუდის არაბეთის ახალი ქალაქი NEOM-ი ქართული წყლით მომარაგდება – ლაშა პაპაშვილის პროექტი

ლაშა პაპაშვილის ახალ ბიზნესპროექტს საუდის არაბეთის ინვესტორებთან ერთად იწყებს და ნატახტარში წყლის წარმოებას გეგმავს. „საუდის არაბეთის ახალი ქალაქი Neom-ი ქართული წყლით მომარაგდება“ – ასე უპასუხა BM.GE-ის მიერ პროექტის დეტალების შესახებ დასმულ კითხვას ბიზნესმენმა. მისი თქმით, დღეს საუდის არაბეთიდან ჩამოსულ ბიზნესპარტნიორებთან შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა. ლაშა პაპაშვილი აღნიშნავს, რომ უცხოელ ინვესტორებთან ამ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე ხნის […]
ისინი არჩევნებზე მეტად არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან და “გაყალბებულ არჩევნებზე” ახლავე იწყებენ საუბარს, რაც შედეგიანი მათთვის არც ამ შემთხვევაში არ იქნება

ისინი არჩევნებზე მეტად არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან და “გაყალბებულ არჩევნებზე” ახლავე იწყებენ საუბარს, რაც შედეგიანი მათთვის არც ამ შემთხვევაში არ იქნება „ავანსცენაზე გამოვიდნენ მწამებლები, მევახშეები, უსამშობლოები, ყველაფრის მკადრებლები და წარმოდგენას დგამენ – ეს ყველაფერი უნიჭო სატყუარაა, რაზეც საზოგადოება არ “წამოეგება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს. დიმიტრი ხუნდაძე […]
სააკაშვილი მიხვდა, რომ უცხოეთიდან „ნაცმოძრაობის“ უშედეგო გათეთრებაში ფულს აღარ ყრიან

სააკაშვილი მიხვდა, რომ უცხოეთიდან „ნაცმოძრაობის“ უშედეგო გათეთრებაში ფულს აღარ ყრიან „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შესახებ ანალიზს ავრცელებს. როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის კონკურენციაა, რადგან უცხო ძალებს „ძველი“ სააკაშვილის „ახალი“ ზურაბიშვილით ჩანაცვლება სურთ. „როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერობა დააპირა, ეგრევე გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილმა, რომ […]