“ასეთი პრაქტიკა დამხვდა” – ღარიბაშვილი განკარგულებების გამოუქვეყნებლობაზე

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თუ რატომ არ ქვეყნდებოდა მისი პრემიერობისას მთავრობის განკარგულებები პასუხობს, რომ მთავრობაში ასეთი პრაქტიკა დახვდა: „ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში, მეც დიდად დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე. ჯერ-ერთი არ არის დადგენილი წესი და საერთაშორისო სტანდარტი, რომ გინდა თუ არა ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს. ეს არ არის მანდატორული პრაქტიკა,“ — თქვა ღარიბაშვილმა. […]

ეს სააკაშვილის მოროდიორი, როგორ ბედავს ივანიშვილის ხსენებას? – ღარიბაშვილი

ყოფილმა პრემიერმა პარტიის თავმჯდომარის რანგში პირველი განცხადება “ლელოზე” და მის დამფუძნებელზე საუბრით დაიწყო: ეს სააკაშვილის მოროდიორი. თუ ვინმე იყო მათი ნაძარცვი ხალხის ქონების მითვისებაში ჩართული, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე…. რას იმუქრება ეს არარაობა ადამიანი, კრიმინალი, თაღლითი. რას იმუქრება ყოველთვის შევახსენებ მის კრიმინალურ წარსულს. ცნობილიანაკლიის პროექტი სწორედ ხაზარაძემ ჩააგდო, ვერ განახორციელა. ამ ადამიანს ჩვები ქვეყნის და ხალხის […]

“პირდაპირ ვიტყვი რა ჩაიდინა ზურაბიშვილმა, ახლა უკვე ჩემ თავს მივცემ ამის თქმის უფლებას” – ღარიბაშვილი

“მე პირდაპირ ვიტყვი, ახლა უკვე ჩემ თავს მივცემ უფლებს, ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი და პარტიის ხელმძღვანელი ვარ, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი, თითოეული ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში, ჩვენი გადმოსახედიდან, ის არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, არაერთგზის და სამწუხაროდ, აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. რა შეიძლება ამაზე გიპასუხოთ, გარდა იმისა, რომ სირცხვილია ასეთი […]

10 ღონისძიება 100 დღეში – ღარიბაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას აანონსებს

ირაკლი ღარიბაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიას აანონსებს და ამბობს, რომ მარტიდან 10 რეგიონში ჩასვლას და პარტიის წარმომადგენლებთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. “მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. მთავარი მიზანი ამ შეხვედრების იქნება […]

“ბათუმის მერია, მეორედ ვდებ ამ ფოტოს, ეს რა უბედურებაა? რატომ არაფერს იმჩნევთ?” – ნაზიბროლა რეხვიაშვილი

ბათუმის მერია/Batumi City Hall მეორედ ვდებ ამ ფოტოს, ოღონდ ერთი და იგივე ფოტო არაა, სიტუაციაა ერთი და იგივე, ათდღიანი შუალედით. სამშენებლო მოედანზე რომ გარეშე პირთა ყოფნა არ შეიძლება, იცით, შემოღობილი რომ უნდა იყოს, ისიც უნდა იცოდეთ, წესით. და ეს რა უბედურებაა? ქარიშხალი რომ ამოვარდეს და ამ რაღაც ბლოკებმა, თუ რაც ჰქვია, ვინმე მოიყოლოს, გამომწკრივდებით და […]

სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში “უნებართვო ვიზიტებისთვის” 48 ათასი ლარი დახარჯა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად მოგზაურობისთვის პირადი თანხა – 48 217 ლარი დახარჯა. ეს არის მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი, რომელიც ასახა განახლებულ ქონებრივ დეკლარაციაში. 2024 წლის 29 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში თანხის დანიშნულებაში მან ასეთი ჩანაწერი გააკეთა – “ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად გაწეული პირადი ხარჯები”. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 2023 წელს 84 […]

ტრამპს სურს, რომ არჩევის შემთხვევაში ზეწოლა მოახდინოს როგორც უკრაინაზე, ასევე რუსეთზე-Bloomberg

დონალდ ტრამპი ნოემბერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს ზეწოლა მოახდინოს როგორც უკრაინაზე, ასევე რუსეთზე, რათა აიძულოს ისინი დაიწყონ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ტრამპის გარემოცვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც წელს რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის წამყვანი კანდიდატია, არაერთხელ აღნიშნა, რომ არჩევის შემთხვევაში, ის მოკლე დროში “შეაჩერებს” ომს უკრაინაში. Bloomberg-ის წყაროების […]

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მსახიობი, ხათუნა კოტრიკაძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს. „ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112”, – წერს სოციალურ ქსელში ხერხეულიძე. ცნობისთვის, ხათუნა კოტრიკაძეს მონაწილეობა მიღებული აქვს რამდენიმე ცნობილ ქართულ ფილმში. მათ შორის, სოსო ჩხეიძის ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“, […]

მამუკა მდინარაძე – რასაც ოპოზიცია აკეთებს, რა საარჩევნო კამპანიასაც როზნერების გადანაცვლება-გადმონაცვლებით აწარმოებენ, ალბათ, ამაზე უკეთესს ჩვენ ვერ ვთხოვდით

რასაც ოპოზიცია აკეთებს, რა საარჩევნო კამპანიასაც როზნერების გადანაცვლება-გადმონაცვლებით აწარმოებენ, ალბათ, ამაზე უკეთესს ჩვენ ვერ ვთხოვდით, – ეს განცხადება მედიასთან ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას უფრო მყარად აიღებს. „მაგალითად, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატები, რადიკალიზმის მანტიამორგებულები – მათ შორის ხაზარაძე, გახარია აკეთებენ, ამაზე უკეთესს რას […]

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია – განკარგულებების გამოქვეყნებაზე ასეთი პრაქტიკა დამხვდა და დიდი დრო არ დამიხარჯავს მის შეცვლაზე

განკარგულებების გამოქვეყნებაზე ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში. დიდი დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე – ჩემი პრემიერ -მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნების საერთაშორისოდ დადგენილი წესი და სტანდარტი არ არსებობს. „ჩემი პრემიერ -მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ […]