იაპონიამ ეკონომიკის სიდიდით მსოფლიოში მესამე ადგილი დაკარგა და რეცესიაში შევიდა

იაპონიამ ეკონომიკის სიდიდით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 2023 წლის IV კვარტალში ეკონომიკის მოცულობა კიდევ ერთხელ შემცირდა. ბოლო კვარტალში ეკონომიკა გამოთვლილი წლიური მაჩვენებლით 0.4%-ით შემცირდა, რითაც არ გამართლდა Reuters-ის პროგნოზი, რომ ამ კვარტალში მთლიანი მშპ 1.4%-ით გაიზრდებოდა. ამასთანავე, III კვარტალში ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდა. ხოლო ზედიზედ ორ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის შემცირება რეცესიაში შესვლად არის […]

მდინარაძე ლელოზე: შესაძლებლობა რომ იყოს, პენსიას 1000 ლარს კი არა, 10 000-ს გავხდიდი

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ლელოს ტყუილებს ფეხები საერთოდ არ აქვს. ერთ დღეს გამოდიან 1000-ლარიანი პენსიაო და რა ფეხზეა ლაპარაკი, როცა მეორე დღეს აკორექტირებენ თავიანთ ტყუილს და არაო, 2028 წლის არჩევნებს გადასცდნენ თავისი განცხადებებით. არასერიოზულია ეს ხალხი, არანაირი ეკონომიკური გათვლა ამაზე არ მეტყველებს, თორემ გამოვალთ ახლა ჩვენც და ვიტყვით, რომ 2000 ლარი იქნება პენსია – რაღაც […]

ალექსანდრე კრევო ასათიანი – „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის აშენების, ეკონომიკური ზრდის და რეფორმების გატარების გამოცდილება აქვს – ჩვენი ინიციატივებით შევძლებთ ევროკავშირში შესვლას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის აშენების, ეკონომიკური ზრდის და საჭირო რეფორმების გატარების გამოცდილება აქვს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო ასათიანმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვენი ინიციატივებით შესაძლებელია ქვეყნის გადარჩენა და ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია. „ჩვენ შევდივართ კონკრეტული რეალური დემოკრატიული განვითარების ინიციატივებით. „ერთიანი […]

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას, სავარაუდოდ, კვლავ წარადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, ის ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას კვლავ წარადგენს. როგორც კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ელოდება, თუ რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. „საკანონმდებლო მოწესრიგება როგორიც არ უნდა იყოს, მისი შეფასება პოლიტიკოსების და სხვადასხვა […]

დევიდ კამერონი – ერთ მხარეს დგას პუტინი, რომელიც იმედოვნებს, რომ გააფართოებს თავის იმპერიას და მეორე მხარეს – ჩვენ, ყველანი – არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც 2008 წელს გამოვავლინეთ, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა

უკრაინის მიმართ დასავლეთის მიერ აღმოჩენილი დახმარებას მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს, ჩვენ უკვე გავანადგურეთ რუსეთის ომამდელი სამხედრო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპულმა სახელმწიფოებმა უკრაინას დღემდე 170 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწიეს. გარდა ამისა, ევროკავშირი ცოტა ხნის წინ შეთანხმდა 50 მილიარდი ევროს მრავალწლიანი დაფინანსების საკუთარ პაკეტზე, გასულ თვეში […]

თინა ბოკუჩავა – კორუფციისთვის თანამდებობიდან ორჯერ მოხსნილი ღარიბაშვილი რომ კვლავ ასეთი აგრესიული ტონით ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს, მეტყველებს იმაზე, როგორი მოწყვეტილია ივანიშვილი ხალხის პრობლემებს

კორუფციისთვის თანამდებობიდან ორჯერ მოხსნილი ღარიბაშვილი რომ კვლავ ასეთი აგრესიული ტონით ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი მოწყვეტილია ივანიშვილი საზოგადოებას და ქართველი ხალხის პრობლემებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, „ქვეყანაში უნდა შევცვალოთ ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით შევიყვანოთ ევროკავშირში“. „კორუფციისთვის თანამდებობიდან ორჯერ […]

ირაკლი კობახიძე – სასიამოვნო იყო საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრთან შეხვედრა – საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრას სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. „სასიამოვნო იყო საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრა. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა ევროკავშირის გრანტი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა კონკურსში – „შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის თანადაფინანსებით“, პროექტში „წყალმცენარეების ენერგიის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და “ლურჯი სტრატეგიის“ განვითარებისთვის“, გაიმარჯვა და ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ხუთი ქვეყნის ექვსმა უნივერსიტეტმა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი […]

ირაკლი ღარიბაშვილი – მთავარი არის ის, რომ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი – ასე რომ, დაწყნარდით, ყველაფერი ძალიან კარგად არის!

ყველაფერი ძალიან კარგად არის, მთავარი არის ის, რომ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, დაწყნარდით, ყველაფერი ძალიან კარგად არის! – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა 9 რეკომენდაციის შესახებ დასმულ შეკითხვას. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ოპოზიცია ჩართული არ იყო. „ეს რადიკალური და ექსტემისტული ოპოზიცია არცერთი რეკომენდაციის შესრულებაში ჩართული არ იყო. […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრს ხალიდ ალ ფალიჰს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე. განიხილეს, თუ რა მხრივ არის შესაძლებელი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი, რომელიც თბილისში მიმდინარეობს. საუბრისას ასევე ყურადღება […]