სააპელაციომ გირაო პატიმრობით შეუფარდა შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ხანდაზმულ კაცს, რომელიც ბრალდებულია შშმ ქალის გაუპატიურებაში. ამით საპელაციო ინსტანციაში გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 50 ათასლარიანი გირაოს შეფარდებაზე. 80 წლამდე კაცისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში საქართველოს პროკურატურა ითხოვდა. უწყებამ კაცს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის […]

დისშვილის გაუპატიურებისთვის ბიძას 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 60 წლამდე ასაკის კაცს, რომელსაც ბრალად ედებოდა, რომ 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. გადაწყვეტილება, მოსამართლე იზა კელენჯერიძემ, დღეს 15 თებერვალს გამოაცხადა. ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება, მასზე სასამართლოს გადაწვეტილების საფუძველზე ძებნა უნდა გამოცხადდეს, მის ინტერესებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი იცავდა. ის გადაწყვეტილების […]

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ პირს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გააუპატიურა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 16 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირირს (ნაწილობრივ), მეტროსადგური „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ქსნის, კარალეთის, თევდორე მღვდლის და გაფრინდაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის […]

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 15 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.3 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.56 თეთრით გაუფასურდა. 15 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6453 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8395 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.68 ლარია, ხოლო ევროსი – 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.65 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.85 ლარად.

ლაშა პაპაშვილის „ჰეშ ბანკი“ სრულად ფუნქციონირებას მაისში დაიწყებს

„ჰეშ ბანკი“ სრულად მაისიდან გაეშვება. როგორც ციფრული ბანკის დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, ₾50 მილიონიან საწესდებო კაპიტალს, ციფრული ბანკი სწორედ მაისში შეავსებს. „დათქმა იყო, რომ რამდენიმე პროდუქტი უნდა გავუშვათ მაისამდე, იმისთვის რომ რეგულატორისგან სრული ოპერირების საშუალება მოგვეცეს. ამიტომ ვუმიზნებთ, რომ მაისში მივიღებთ ამ სრულ ლიცენზირებას. კი ვითხოვდით შეღავათიანი კაპიტალის შევსების პროცესს, მაგრამ ალბათ ₾50-ივე მილიონს მაისში […]

პაკისტანში პოლიტიკოსი გადადგა, როცა შეიტყო, რომ არჩევნები მის სასარგებლოდ იყო გაყალბებული

პაკისტანის საოლქო არჩევნებში გამარჯვებულმა მმართველი პარტიის პოლიტიკოსმა თანამდებობის დაკავებაზე უარი თქვა, რადგან, მისი თქმით, არჩევნები მის სასარგებლოდ იყო გაყალბებული. პაკისტანში ეროვნული და საოლქო არჩევნები 8 თებერვალს ჩატარდა, თუმცა, პროცესს თან ახლდა ბრალდებები, რომ ხელისუფლებამ ყოფილი პრემიერმინისტრის იმრან კანის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატების წინააღმდეგ არჩევნები გააყალბა. ბრალდებებს პაკისტანის დროებითი მთავრობა და საარჩევნო კომისია უარყოფენ და, მათი […]

პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირი არ იჭერს მხარეს, მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რაც ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

ევროკავშირი არ იჭერს რომელიმე მხარეს, მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ რაც ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. „ეს არის საქართველოსთვის გასული […]

ბრაზილიის პრეზიდენტი – ღაზაში ისრაელის მოქმედებებს ახსნა არ აქვს

ღაზაში ისრაელის მოქმედებებს ახსნა არ აქვს, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა. „ისრაელის საქციელს ახსნა არ აქვს. „ჰამასთან“ ბრძოლის საბაბით იგი ქალებსა და ბავშვებს კლავს“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა. ლულამ აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გარეშე წარმოუდგენელია. ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდულ […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 თებერვალს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, არმაზი, გოროვანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, 11:00-დან16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფელ ახალსოფელში შეეზღუდებათ. „11:00-დან 11:05 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახატანი, […]