ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო. ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში […]

რა თანხა გამოიმუშავეს თოფურიამ და დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ?

18 თებერვალი ქართული სპორტისთვის ისტორიული დღე გამოდგა. UFC-ის ორმა ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვეს. ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მიიღო, მერაბმა კი სეხუდოს სძლია და სატიტულო ბრძოლისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო იქნება. თოფურიამ ვოლკანოვსკის დამარცხებისთვის 350 000 დოლარი მიიღო, […]

ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთში 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია OVD-Info-ს ცნობით, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ გამართულ აქციებზე რუსეთის 30 ქალაქში, სულ მცირე, 340 ადამიანი დააკავეს. მათგან ყველაზე მეტი დაკავებული მოსკოვსა და პეტერბურგშია. “ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ. მეტიც, თუ ახლა არ გამოვალთ, მაშინ როდის? ახლა შეიძლება დაგვაკავონ და მერე გაგვათავისუფლონ, მაგრამ მოგვიანებით შეიძლება აღარ გაგვათავისუფლონ“. “ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ალექსეიმ […]

მადლობა ყველას, გამარჯვება ჩვენია. მე მხოლოდ უკეთესი და უკეთესი გავხდები” – მერაბ დვალიშვილი

“მადლობა ყველას, გამარჯვება ჩვენია. მე მხოლოდ უკეთესი და უკეთესი გავხდები”,- წერს მერაბ დვალიშვილი. UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბრძოლა ორივემ ფრთხილად დაიწყო, ერთმანეთის ტაქტიკას აკვირდებოდნენ. პირველი რაუნდის შუა წელს მერაბმა პირველი “თეიქდაუნიც” მიითვალა, ორიოდე წუთით ადრე კი ძლიერი დარტყმის შემდეგ ქართველს არ გაუმართლა და მექსიკელი მის უკან აღმოჩნდა. […]

ილია დარჩიაშვილი ჯეიმზ ო’ბრაიანს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმზ ო’ბრაიანთან გამართა შეხვედრა. განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე. ხაზი […]

მაჭახელას ხეობაში 75 მზის პანელი დამონტაჟდება

მაჭახელას ხეობა მზის ენერგიის გამოყენებაზე გადადის. მარტის ბოლომდე, სოფლებში 75 მზის პანელი და 200 წყლის გამაცხელებელი დამონტაჟდება. ამის შედეგად, 1,250 მცხოვრებელი შეშის გამოყენებას მინიმუმამდე შეამცირებს და განახლებადი ენერგიით ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას UNDP Georgia ავრცელებს. „წინასწარი გათვლებით, მაჭახელას ხეობაში მზის ენერგიის გამოყენება წელიწადში 900 კუბურ მეტრ შეშას დაზოგავს, რაც დაახლოებით 300 ხეს შეინარჩუნებს. გადარჩენილი ხეები […]

უკრაინა: გასულ ღამეს გავანადგურეთ 12 დრონი, 1 თვითმფრინავი და 1 რაკეტა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 18 თებერვლის ღამეს, განადგურებულია რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 12 დრონი, 1 ავიაგამანადგურებელი და 1 X-59 ტიპის რაკეტა. “დილა მშვიდობის, უკრაინა! მოსკოველებს კვლავ “არ აქვთ დანაკარგები”, დღეს (18 თებერვალს), დაახლოებით 6:00 საათზე კიდევ ერთი CУ-34 “წარმატებით დაბრუნდა” ბაზაზე”. – წერს საჰაერო ძალების ხელმძღვანელი მიკოლაი ოლეშუკი. საჰაერო ძალების ცნობით 18 თებერვლის ღამეს საოკუპაციო […]

უკრაინელებმა რუსული „სუ-34“ მოიერიშე-ბომბდამშენი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დღეს დილით კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, ამჯერად „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი განადგურდა. „დილა მშვიდობისა, უკრაინა! მოსკოველებს „დანაკარგები ისევ არ აქვთ“, კიდევ ერთი „სუ-34“ “წარმატებით დაბრუნდა” ბაზაზე”, – წერს ოლეშჩუკი. ცნობისთვის, ნიკოლაი ოლეშჩუკმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი […]

ცნობილია როდის და სად დაკრძალავენ ლევან თედიაშვილს

მამის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი შვილი ეხმაურება. როგორც ბესარიონ თედიაშვილი წერს, ლევან თედიაშვილს სამშაბათს, 20 თებერვალს დაკრძალავენ. „გარდაიცვალა მამაჩემი ლევან თედიაშვილი. პანაშვიდი კვირას და ორშაბათს 4 საათიდან ცაბაძის ქ.2 კორპუსი. სამშაბათს დილის 10 საათიდან გამომშვიდობება შედგება სპორტის სასახლეში. გამოსვენება სპორტის სასახლიდან (ძველი სპორტის სასახლე) 2 საათზე. დაკრძალვა ქ.საგარეჯოს სასაფლაოზე“ – წერს ბესარიონ თედიაშვილი. […]

რუსთავში, ახალგაზრდა ქალი ბინაში გარდაცვლილი ნახეს

რუსთავში, ბინაში ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XX მიკრორაიონში, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, ბინაში გარდაცვლილი ქალი ოჯახის წევრმა იპოვა. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.