რა შემთხვევაში აქვს მეპატრონეს უფლება მიატოვოს თავისი შინაური ცხოველი? – იურისტის განმარტება

ქვეყანაში ძაღლისა და კატის ყოლისა და მიკედლების წესები გამკაცრდება – კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 2023 წლის 27 დეკემბერს დაარეგისტრირეს. ის 27 პუნქტისგან შედგება და ბევრ საკითხს შეიცავს, რომელიც მიმართულია შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის სტანდარტიზაციაზე, ასევე ადგენს რა შემთხვევაში აქვს მეპატრონეს უფლება მიატოვოს თავისი შინაური ცხოველი. იურისტი გვანცა ჟორჟოლიანი რადიო „კომერსანტის“ ეთერში განმარტავს, რომ კანონპროექტის მიხედვით 3 […]

“მაგიდის ან სკამების წარმოებას დავიწყებთ” – Lampino-ს გეგმები

წელს, ორიგინალური სანათების მწარმოებელი კომპანია Lampino ახალი მიმართულების ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ქეთი ნოზაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბიზნესის განვითარების მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 30 000-ლარიანი გრანტი მოიპოვეს, რითაც ახალი მანქანა-დანადგარები შეიძინეს. „ამჟამად, მხოლოდ ლაზერის აპარატი გვაქვს, რომლის საშუალებითაც მარტო მსუბუქი მასალის დამუშავებაა შესაძლებელი. თებერვლის ბოლოს კი, ახალი მანქანა-დანადგარი უნდა ჩამოვიდეს და მასიურ […]

ილია თოფურიამ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო. ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში […]

მერაბ დვალიშვილს UFC-ზე გამარჯვება მარკ ცუკერბერგმა მიულოცა (video)

UFC-ის ქართველ მებრძოლს მერაბ დვალიშვილს UFC 298-ზე გამარჯვება და ჰენრი სეხუდოს დამარცხება მარკ ცუკერბერგმა მიულოცა. Facebook-ისა და Meta Platforms-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბრძოლას პირადად დაესწრო. ცუკერბერგმა ქართველს სპორტსმენს გამარჯვება პირადად მიულოცა და შემდეგ კი საერთო ფოტო INSTAGRAM STORY-შიც გამოაქვეყნა. სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ […]

რუსეთში, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 400-დე გაიზარდა

რუსეთში, 2 დღის განმავლობაში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 400 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული მედია ОВД ავრცელებს. ყველაზე მეტი, 147 აქტივისტი სანკტ-პეტერბურგში დააკავეს. მეორე ადგილზე 49 დაკავებულით მოსკოვია. დაკავებულთა ნაწილს 1-დან 6-დღემდე პატიმრობა მიესაჯა. აქტივისტების თქმით რამდენიმე დაკავებულს პოლიციამ სცემა. რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში აქტივისტებმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან შეკრება დაიწყეს. […]

ილია თოფურია UFC-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონია

კალიფორნიაში „UFC 298“-ის ღონისძიების ფარგლებში ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ოქტაგონზე ერთმანეთს ქართველი მებრძოლი ილია თოფურია და მოქმედი ჩემპიონი ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაუპირისპირდნენ. ბრძოლაში ილია თოფურიამ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი მებრძოლი გახდა ვინც „MMA“-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ჟოზე ალდოს, კონორ მაკგრეგორის, მაქს ჰოლოვეისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შემდეგ ილია თოფურია მეხუთე […]

“იცით რა? ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში გჭირდებათ, საკუთარი თავია” – ჩემპიონის პირველი კომენტარი

დღეს დილით, UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. მატადორს კარიერაში 15-დან 15 ბრძოლა აქვს მოგებული, ხოლო UFC-ში 7-დან 7 გამარჯვება აქვს. ბრძოლის შემდეგ თოფურიამ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოახერხა. “ძალიან ბედნიერი ვარ. გეუბნებიან, რომ ვერ გააკეთებ, შენში ეჭვი ეპარებათ და შენი არ სჯერათ? იცი რა? ერთადერთი ადამიანი, […]

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი კიბერსწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დიდი ბრიტანეთის არმიის ერთობლივი კიბერსწავლება – Defence Cyber Marvel 2024 დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დასკვნით ღონისძიებაზე კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარკ კლეიტონმა. მათ კიბერუსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და […]

კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული – სალომე ზურაბიშვილი

კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ (EURACTIV) ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება. „გვესმის, რომ რა ქმედებები განხორციელდება არჩევნებამდე და როგორ ჩატარდება, ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად. გეგმაა, დავეწიოთ ასოცირებული ტრიოს ორ პარტნიორს, […]

მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა. სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა და ჰენრი სეხუდომ მას ვერაფერი დაუპირისპირა. სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც […]