ევროკავშირის სახელმწიფოებმა პლატფორმულ ბიზნესში ჩართული პირების ტრადიციულ ბიზნესში დასაქმებულთა უფლებებთან გათანაბრება დაბლოკეს

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაბლოკეს შეთანხმება, რომელიც პლატფორმულ ბიზნესში ჩართული პირების ტრადიციულ ბიზნესში დასაქმებულთა შრომით უფლებებთან გათანაბრებას და სხვა გარანტიებს მოიცავდა. ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეთანხმებული კომპრომისული წინადადება გულისხმობდა პლატფორმულ ეკონომიკაში ჩართული პირების თვითდასაქმებულის სტატუსის ცვლილებას მათი მხრიდან გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელთა შორისაა კონკურენტი აპლიკაციის გამოყენების აკრძალვა, სერვისის მიწოდების წესები, ქცევის ნორმები თუ სხვა. […]

პრესმდივნის ცნობით, ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები მორგში არ შეუშვეს

ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს არ უშვებენ ქალაქ სალეხარდის მორგში, სადაც სავარაუდოდ, ნავალნის ცხედარია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი ადვოკატი მორგიდან გამოაგდეს. შეკითხვას, არის თუ არა იქ ცხედარი, მორგის თანამშრომლები არ პასუხობენ. პუტინის ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. კირა იარმიშის თანახმად, […]

“საქართველოს ბანკის ჯგუფი” სომხურ “ამერიაბანკში” 300 მილიონ დოლარზე მეტს გადაიხდის

“საქართველოს ბანკის ჯგუფის” ცნობით, მიღწეულია წინასწარი შეთანხმება სომხური უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, “ამერიაბანკის” 100%-იანი წილის შესყიდვაზე. ტრანზაქციის ღირებულება 303.6 მილიონი დოლარია. „საქართველოს ბანკი“ საქართველო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი საფინანსო ორგანიზაციაა. ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. Bank of Georgia Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძის თქმით: „დღეს ჩვენ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განვაცხადეთ. […]

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

La Gazzetta dello Sport: “მილანი” ლეაოს გაყიდვას ერთი პირობით დათანხმდება

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “მილანი” მზადაა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რაფაელ ლეაო გაყიდოს. პორტუგალიელის გამოსასყიდ თანხად 175 მილიონი ევრო სახელდება, მაგრამ “როსონერი” ფეხბურთელს მინიმუმ 100 მილიონის სანაცვლოდ შეელევა. ლეაოს მთავარ მსურველად პსჟ სახელდება, სადაც მან კილიან მბაპე უნდა ჩაანაცვლოს. მიმდინარე სერია A-ში მან 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა.

სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ კალანდიასთან სახელმწიფომ მორიგებაზე უარი თქვა – ადვოკატი

საქართველოს მთავრობამ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე მორიგებაზე უარი თქვა და დრო ითხოვა სასამართლოს მიერ დასმულ სამ კითხვაზე საპასუხოდ – ამის შესახებ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა InterPressNews-ს ესაუბრა. “2024 წლის 14 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ, მიხეილ კალანდიას საქმეზე მორიგებაზე განაცხადა უარი და ითხოვა დრო სასამართლოს მიერ დასმულ სამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ეს კითხვებია: ჰქონდა […]

პაპუა-ახალ გვინეაში ტომებს შორის დაპირისპირებას, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა

პაპუა-ახალ გვინეაში, ჰაილენდსის რეგიონში ტომებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს. როგორც BBC აღნიშნავს, რეგიონში ტომებს შორის შეტაკება ხშირია, თუმცა, ეს ბოლო პერიოდში მომხდარი ყველაზე მასობრივი სისხლიანი დაპირისპირებაა. ტომების დაპირისპირების მიზეზი ხშირ შემთხვევაში მიწისა და სიმდიდრის განაწილებაა. BBC-ის თქმით, რეგიონში ძალადობრივ ციკლს ხელს უწყობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეტანა. რეგიონის […]

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სახელმწიფომ მორიგებაზე უარი უთხრა – ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სახელმწიფომ მორიგებაზე უარი განუცხადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი განმარტავს, ხელისუფლებამ, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, უარის შესახებ დოკუმენტაცია რამდენიმე დღის წინ გაგზავნა, სასამართლოდან კი ადვოკატმა წერილობითი დოკუმენტაცია მიიღო. თოდუა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი […]

გრიგოლ გეგელია – პრემიერი მიუნხენში არ ჩავიდა, საგარეო საქმეთა მინისტრი კი რუტინული შეხვედრებითაა დაკავებული – ილია დარჩიაშვილი 3-ჯერ მეტ შეხვედრას უნდა მართავდეს და უფრო აქტიური უნდა იყოს

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები დასვა. როგორც „ლელოს“ საგარეო მდივანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში რუტინული ტიპის შეხვედრებს მართავს. „ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან სწორი აქცენტები […]

ღუდუშაურის მტკიცებით, სიკორსკის ზურაბიშვილთან კითხვა “წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული”

ქართული ოცნების დეპუტატის, ალუდა ღუდუშურის მტკიცებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კითხვა “წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული”. “სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა არაფრით განსხვავდებოდა, მაგალითად, როგორც გამოვიდოდა გიორგი ვაშაძე, ან ხაბეიშვილი, ან ნიკანორ მელია. არაფრით განსხვავდება, მაგალითად, ქალბატონი სალომე სამადაშვილისგან და მისი გამოსვლებისგან. ჩვენ ვერაფერი ვერ მოვისმინეთ. მისი კონსპირაციული და ნაციონალური მოძრაობის სპიკერატის მიერ გაჟღერებული […]