ანე ფრანკი – „უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“ დღეიდან წიგნის მაღაზიებში სპეციალურ ფასადაა ხელმისაწვდომი

19 თებერვლიდან ანე ფრანკი – „უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“ მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსსა“ და პრესის გავრცელების ჯიხურებშია ხელმისაწვდომი. მკითხველებს, რომელთაც 15 იანვრიდან ახალი გამოცემის წინასწარი შეკვეთით არ უსარგებლიათ, შესაძლებლობა აქვთ, სასურველ მისამართზე შეიძინონ ის. წიგნის სპეციალური ფასი 1 კვირის განმავლობაში 10 ლარს შეადგენს, აქციის შემდეგ კი მისი ღირებულება სტანდარტულად 16.95 ლარს […]
კონტრაქტი გაფორმებულია – მბაპე 1-ელ ივლისს “რეალის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კილიან მბაპემ მადრიდის “რეალთან” წინასწარი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ეს 2 კვირის წინ მოხდა. პსჟ-ის 25 წლის ფორვარდი “სამეფო გუნდს” 1-ელი ივლისიდან შეუერთდება, როდესაც თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. ის “ბლანკოსის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება, გადასახადებისა და ბონუსების გარეშე კი სეზონში 15-დან 20 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის […]
“ის გენიოსია! ჩემი აზრები წაიკითხა” – მარიო გომესმა “ჩელსისთან” პენალტების სერია გაიხსენა და პეტერ ჩეხზე ისაუბრა

ვეტერანმა გერმანელმა თავდამსხმელა მარიო გომესმა დოკუმენტური ფილმისთვის Generation Wembley-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის პენალტების სერია გაიხსენა, სადაც “ჩელსიმ” მიუნხენის “ბაიერნი” დაამარცხა. “ბურთი დავდე და კარისკენ გავიხედე. იქ პეტერ ჩეხი იდგა, რომელიც ნამდვილ მონსტრს ჰგავდა. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ კუთხეთში ძლიერი დარტყმით ის ბურთს ვერ მოიგერიებდა. ის ჩემსკენ შემობრუნდა, რა დროსაც გონებაში სულ […]
უკრაინა ტყვეების სავარაუდო დახვრეტაზე გამოძიებას იწყებს

უკრაინა ავდეევკაში ჯარისკაცების სავარაუდო დახვრეტის საქმეს იძიებს. წინასწარი მონაცემებით რუსმა სამხედროებმა 6 უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს. დონეცკის ოლქის პროკურატურა საქმეს ომის კანონების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. “რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქში სისტემატიურად და ცინიკურად არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს. ოკუპანტების მიერ ჩადენილი მორიგი მძიმე დანაშაულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება”. – წერია პროკურატურის […]
მაჭარაშვილი: თუ ვინმე რუსეთთან ახლოს არის, ესაა სალომე ზურაბიშვილი

თუ ვინმე რუსეთთან ახლოს არის, ესაა სალომე ზურაბიშვილი – თავისი წარსული გაიხსენოს. ის საქართველოსგან შორს არის, რადგან არც ქართველ ხალხს და არც საქართველოს კონსტიტუციას პატივს არ სცემს. ჩვენი ქვეყანა კი მშვიდობასთან და ევროინტეგრაციასთან არის ახლოს.
როგორი ამინდი იქნება 23 თებერვლამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20-21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22 თებერვალს შესაძლოა წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურას +13, +15 გრადუსს ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, […]
ნაცვლიშვილი ზურაბიშვილის გამოსვლაზე: კონტრასტია იმისგან, რაც ოცნების პირობებში ვნახეთ

ლელოს წევრის, ანა ნაცლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპელ ლიდერებთან საუბარი სრული კონტრასტია იმისგან, რაც ქართული ოცნების პირობებში საზოგადოებამ ნახა. “მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, ისევე როგორც შეხვედრები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ძალიან მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. უშუალო და ძალიან ბუნებრივი შეხვედრები იყო. ამ ინტერაქციასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რასაც ჩვენ კადრებში ვხედავდით. რა […]
“უკრაინის ომის საკითხში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის”- ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენისა და მეზობელი ტერიტორიების სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხთთან მიმართებაში არ არის. “მე აქამდეც მითქვამს, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხთან მიმართებაში და ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია. პირველად ეს ორი წლის წინ ვთქვი და ნამდვილად ვწუხვართ, რომ სიტუაციაზე გავლენას ვერ ვახდენთ. უკრაინელი […]
ქონების სააგენტო ოთხი სახელმწიფო საწარმოს გაყიდვას კიდევ ერთხელ შეეცდება

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 4 სახელმწიფო საწარმოს კიდევ ერთხელ ყიდის. ქონების სააგენტომ არსებული საწარმოები აუქციონზე სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში შარშანაც და წელსაც რამდენჯერმე გამოიტანა, თუმცა არცერთი მათგანი არ გაიყიდა. სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც მთავრობამ გასაყიდად აუქციონზე გამოიტანა შემდეგია: · შპს „ზუგდიდის ფარმაცია“ (ს/ნ 219984596) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი — ქონების საწყისი […]
დონალდ ტრამპმა სპორტული ფეხსაცმელები წარადგინა, რომლებიც 399 დოლარი ღირს

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს ფილადელფიაში ტრამპის სპორტული ფეხსაცმელების ხაზი წარადგინა. ე.წ. „ტრამპის ფეხსაცმელები” ახალ ვებსაიტზე $399 ღირდა, თუმცა, ისინი შაბათ დღესვე გაიყიდა. ოქროსფერ ფეხსაცმელებს ტრამპმა წარდგენის დროს შეურჩია სახელი და “არასდროს დანებდე მაღალსაყელოიანი სპორტული ფეხსაცმელები” დაარქვა. ვებსაიტის ინფორმაციით, გასაყიდად ფეხსაცმელების მხოლოდ 1000 წყვილი იყო. „ამაზე დაახლოებით 12, 13 წელია, რაც ვსაუბრობ, და მგონია, […]