“ჩვენს ფუნქციებში არ შედის” – კრემლის პასუხი ნავალნის ოჯახს ცხედრის გადაცემის მოთხოვნაზე

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ნათესავებისთვის ალექსეი ნავალნის ცხედრის გადაცემა მათ კომპეტენციაში არ შედის. “არა, ეს კითხვა ჩვენ არ გვეხება. ჩვენ ამ საქმით არ ვართ დაკავებული. ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფუნქციებში არ შედის”. – თქვა პესკოვმა Интерфакс-ის ცნობით. პესკოვი ირწმუნება, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის გარემოებებს იძიებენ და ტარდება ყველა “აუცილებელი ქმედება”. “თუმცა ამ გამოძიების […]
უკრაინის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ რუსეთს კიდევ 2 გამანადგურებელი ჩამოუგდეს

დღეს დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ორი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც მართვადი ავიაბომბებით უტევდნენ უკრაინის ჯარების პოზიციებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლქსანდრ სირსკი იუწყება. გენერლის ინფორმაციით, ჩამოაგდეს ავიაგამანადგურებელი-ბომბდაშენი Су-34 და გამანადგურებელი Су-35С. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის თანახმად, ორი რუსული თვითმფრინავი უკრაინის აღმოსავლეთში გაანადგურეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. […]
ჯოზეფ ბორელი – საქართველოს ახალი პრემიერის მიმართ მთავარი გზავნილი იქნება მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე

ხვალ შევხვდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავარი გზავნილი იქნება, მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯოზებ ბორელმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ხვალინდელ შეხვედრაზე. […]
გიორგი ვაშაძე – რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, სრულიად ცივილიზებული სამყაროს პოზიციაა – ზურაბიშვილს მართებს, კითხვას კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხოს

რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, სრულიად ცივილიზებული სამყაროს პოზიციაა – ზურაბიშვილს მართებს, კითხვას კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხოს,- ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის მიერ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. მისი თქმით, პოლიტიკური ანგარიშსწორების […]
ვასაძე ბიძინა ივანიშვილს „ფარჩაკს“ და „მელკი“ ვაჭარს რომ უწოდებს, ეს იგივეა, კურდღელმა ლომს გულადობა დაუწუნოს – ჯაბა ხუბუა

ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს უწოდებს „ფარჩაკს“, რაც ნიშნავს მშიშარას, გაუბედავს, უნიათოსა და უხეიროს… ამას ჰქვია გაღმა შედავებისა და გამოღმა შერჩენის ტაქტიკა, როცა ხარ ლევან ვასაძე და საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში ბუჩქებიდან თავი არ გამოგიყვია, – ასე აფასებს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ლევან ვასაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს. მისი განცხადებით, ლევან ვასაძე […]
ნუთუ ვერ ხვდებიან ევროპელი ლიდერები, რომ ქართული მართლმსაჯულება დამოუკიდებელია და მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს?

„ძალზედ საწყენია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირისგან მსგავსი ქმედება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ის დღეს ოპოზიციის ლიდერი და სხვისი დამკვეთების შემსრულებელია,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც აცხადებს, რომ მიუნხენში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან სალომე ზურაბიშვილისათვის სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა. „დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, […]
საქართველო კარგად მუშაობს, ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების – ჟოზეფ ბორელი

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააგრძელოს მუშაობა ევროპულ გზაზე. საქართველო კარგად მუშაობს, -ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. როგორც ბორელმა აღნიშნა, ბრიუსელში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება. „დიახ, ჩვენ შევხვდებით საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააგრძელოს მუშაობა ევროპულ გზაზე. საქართველო კარგად მუშაობს, ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების და კარგი ღონისძიებაა […]
ისმის მძიმე ბრალდება, თითქოს კანონპროექტით გათვალისწინებულია ცხოველების მასობრივი ევთანაზია, რაც არის სრული სიცრუე – მაია ბითაძე

დაახლოებით წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე. შედგა 60-მდე ინდივიდუალური და კოლექტიური შეხვედრა და საბოლოო ჯამში პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომლის დახვეწა და შემდგომი ფორმირება გაგრძელდება მომდევნო 2 თვის განმავლობაში 7 საკომიტეტო მოსმენასა და 3 სხდომაზე, რომელიც საკანონმდებლო პროცესის გათვალისწინებით ჩვენ წინ გველის, – ამის შესახებ ბრიფინგზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების […]
„2023 წლის ოთხივე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდა“ – ვახტანგ ცინცაძე

„მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება შრომის ბაზრის მიმართულებით. კერძოდ, 2023 წლის ოთხივე კვარტალში გაგრძელდა დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება. შედეგად, დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. „საქსტატის” მონაცემებით, 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი […]
სამშენებლო კომპანია “მეტტა” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია „მეტტა“ სამშენებლო სფეროში 2018 წელს გამოჩნდა და უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეძლო, დარგის უმსხვილესი ლიდერი კომპანიების გვერდით, მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება. აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის პორტფოლიოში არის უკვე 50-მდე გამორჩეული პროექტი, 500 000 კვადრატულ მეტრამდე ჯამური სამშენებლო ფართით. „მეტტას“ ახალგაზრდა და ამავე დროს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი გამორჩეული პროფესიონალიზმით ახორციელებს როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების, […]