რუსეთი ამბობს, რომ ავდიივკაში კოქსქიმიურ ქარხანაზე სრული კონტროლი დაამყარა

რუსეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ავდიივკაში საბჭოთა დროის კოქსქიმიურ ქარხანაზე სრული კონტროლი დაამყარა. ეს ბოლო 9 თვის განმავლობაში, ბრძოლის ველზე, რუსეთის უდიდესი მიღწევაა ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი შეტაკებებისა და ბრძოლის შემდეგ. 2023 წლის მაისში განადგურებულ ქალაქ ბახმუტზე დაამყარებული კონტროლის შემდეგ, ავდიივკა, კრემლისთვის უდიდესი მონაპოვარია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი ძალები დაახლოებით 9 კმ-ით დაწინაურდნენ […]

გაეროს უმაღლესმა სასამართლომ ისრაელის მიერ მიწების ოკუპაციის საკითხზე მოსმენები დაიწყო

ორშაბათს პალესტინელთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელს ბრალი აპარტეიდში დასდო და გაეროს უმაღლეს სასამართლოს მოუწოდა, ისრაელის მიერ პალესტინელთა სახელმწიფოსთვის გამიზნული მიწების ოკუპაცია უკანონოდ გამოაცხადოს და ოკუპაციის დაუყოვნებელი და უპირობო დასრულებისკენ მოუწოდოს. ბრალდება ისტორიული სასამართლო მოსმენის დასაწყისში გაჟღერდა, რომელიც პალესტინური სახელმწიფოსთვის გამიზნული მიწების 57 წლიანი ოკუპაციის კანონიერების საკითხს განიხილავს. მოსმენა ისრაელ -„ჰამასის“ ომის ფონზე დაიწყო. ომი განხილვის […]

“ოპენჰაიმერმა” კრიტიკოსების მოწონება “ბაფტაზეც” დაიმსახურა

ატომური ბომბის შექმნის ამბავზე გადაღებული სამსაათიანი ეპიკური დრამა “ოპენჰაიმერი” წელს ბრიტანელთა რჩეულიც გახდა. ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიამ “ბაფტა” (BAFTA) 18 თებერვალს გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მას ყველაზე მეტი, შვიდი პრიზი გადასცა. “ოპენჰაიმერს”, რომლის პროდიუსერიც ემა თომასი, რეჟისორი კი მისი ქმარი – კრისტოფერ ნოლანია, რამდენიმე მთავარი ჯილდო გადაეცა. მათ შორისაა “ბაფტა” საუკეთესო ფილმის და საუკეთესო […]

ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ღაზასა და ლიბანში 31 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ღაზასა და ლიბანში 31 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. ისრაელის საჰაერო ძალების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების 29 000-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში. ლიბანში, ისრაელის საჰაერო ძალებმა „ჰეზბოლას“ 1 000-ზე მეტ პოზიციას დაარტყეს. დასავლეთ სანაპიროზე, კონტრტერორისტული ოპერაციების დროს 30-მდე საჰაერო იერიში განხორციელდა. […]

ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის (IPOA) წევრი ხელოვანები მიმართვას ავრცელებენ

ქართველი ხელოვანების ნაწილი ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის (IPOA) შესახებ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი” უცვლელად გთავაზობთ: “გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია “მთავარში” გასულ სიუჟეტს, რომელიც ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას და როგორც საავტორო უფლებათა ასოციაციის, ისე თითოეული ჩვენგანის იმიჯის შელახვას ემსახურება. რა თქმა უნდა, ამ მადისკრედიტირებელი კამპანიის უკან გიგა კობალაძე დგას, რომელიც ცდილობს, საკუთარი დანაშაული გადაფაროს და […]

თურქეთის საავტომობილო ინდუსტრია წელს $39 მლრდ-ის ექსპორტს გეგმავს

ულუდაღის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაციის (OİB) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ბარან ჩელიქის განცხადებით, საავტომობილო ინდუსტრიამ, რომელმაც 2023 წელს $35 მლრდ-ის ექსპორტით რეკორდი მოხსნა, წლევანდელ მიზნად $39 მლრდ დაადგინა. მისი თქმით, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ექსპორტის ზრდამ 13% შეადგინა. ჩელიქის განმარტებით, საავტომობილო სექტორმა მიმდინარე წელს ექსპორტი სწრაფად დაიწყო და იანვარში $2,8 მლრდ-ს მიაღწია, რაც წინა წლის […]

„ენგურჰესის“ ერთ-ერთ გვირაბში ახალი გალერეა გაიხსნება – ნიკოლოზ ანთიძე

მაისში „ენგურჰესის“ ერთ-ერთ გვირაბში ახალი გალერეა გაიხსნება. ამის შესახებ შპს „ენგური ატრაქციის” დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გალერეა ძალიან საინტერესო ინსტალაციითა და ინფორმაციებით იქნება დატვირთული. გარდა ამისა, როგორც ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში კომპანიებისგან „ენგურჰესით“ დაინტერესება იზრდება. „წელს დავდგით ახალი შენობა, რომელიც ვიზიტორებისთვის იქნება განკუთვნილი. აღნიშნულ შენობაში სამუზეუმო სივრცე მოეწყობა, სადაც კაშხლების […]

ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, რომელიც არის მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოს და ევროკავშირის

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს მის უცხოურ ვიზიტს ბრიუსელიდან. როგორც ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, ამ ვიზიტის პირობებში 2 მთავარი განზომილება იქნება, ერთი არის ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით გაემგზავრა. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, […]

ლევან დავითაშვილი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე – ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიძლება საქართველო, კანდიდატობის მიღების შემდეგ, ერთიან ევროპულ ბაზარზე უფრო დაჩქარებულად ინტეგრირდეს

ჩვენი ევროპასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ზუსტად სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებია. ამ კუთხით, საქართველომ, ფაქტობრივად, პრიორიტეტული პროექტების თავმოყრა მოახერხა. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი ფოკუსი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე იქნება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით გაემგზავრა. ლევან დავითაშვილის თქმით, ასევე განიხილავენ იმასაც, თუ როგორ შეიძლება საქართველო, […]

ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს თეა ბეგიაშვილს სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ექთანი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში იყო ბრალდებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა, ამავე საქმეზე 26 თებერვალს, 14:00 საათზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, ქეთევან ცერცვაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. მისი […]