ხვიჩა კვარაცხელიას ახალი მწვრთნელი ჰყავს

იტალიელი სპეციალისტი ვოლტერ მაცარი დანიშვნიდან სამ თვეში „ნაპოლიდან“ გაუშვეს. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა. დე ლაურენტისმა ასევე დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს ფრანჩესკო კალცონა გაწვრთნის, რომელიც სლოვაკეთის ნაკრებს წვრთნის. კალცონას „ნაპოლისთან“ მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ის იტალიურ გუნდში მწვრთნელის ასისტენტად საქმიანობა მაურიციო სარისა და ლუჩიანო სპალეტის მენეჯერობის პერიოდში. სოციალურ ქსელ X-ში […]

“იცით, “ნაპოლიში” მწვრთნელის ასისტენტობისას რას აკეთებდა?” – ყოფილი ფეხბურთელი კალცონაზე საუბრობს

“პარტენოპეის” ყოფილმა ნახევარმცველმა მირკო ვალდიფიორიმ ერთმანეთს კალცონა და მაცარი შეადარა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, მათ განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. “კალცონას დიდი ხანია ვიცნობ. ის ყოველთვის მაურიციო სარის გვერდით იყო. ის “ემპოლიში” და “ნაპოლიში” მავარჯიშებდა. ფრანჩესკოს სარის სახით საუკეთესო მასწავლებელი ჰყავდა და თავი სლოვაკეთის ნაკრებშიც კარგად წარმოაჩინა. კალცონა მაცარისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფეხბურთის მიმდევარია. იცით რას აკეთებდა, სარის მუდამ […]

საია-ს თავმჯდომარე – როცა პოლიტიკური გუნდი არის უფლებამოსილი, დააკომპლექტოს და აირჩიოს ცესკო-ს თავმჯდომარე, სამწუხაროდ, ეს ტოვებს იმის რისკებს, რომ ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა დარჩება დაბალი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, თუ ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მხარს დაუჭერს, არ შესრულდება ის რეკომენდაციები, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით გასცა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გადაწყვეტილების მიღებით იქნება შესაძლებლობა, რომ ერთპარტიულად მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება. „მესამე მოსმენით ამ ცვლილების მიღება სამწუხაროდ, ისევ იმის გაგრძელებაა, რომ რეკომენდაციები […]

ჯანმრთელობის აღდგენის შემდეგ იქნება სიმართლე – დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, საპყრობილე არანაირი შეთანხმების და გარიგების მიზეზით არ დაუტოვებია. „საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი იქნება სიმართლე — არა სანახაობა, არამედ სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: „არარაი არს დაფარული, […]

საია-ს თავმჯდომარე – მართლმსაჯულების სისტემაში სისტემური გამოწვევები არის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ და სტუდია „მონიტორმა“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის – „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ – გახსნით ღონისძიებას უმასპინძლეს. ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი 2024 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის დეკემბერს დასრულდება. პროექტის მიზანია სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, […]

სახალხო დამცველმა თბილისის მერიას დასაქმებულთა დარღვეული შრომის უფლების აღდგენის წინადადებით მიმართა

19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მერიას და მის მიერ დაფუძნებულ ხელოვნებისა და სპორტულ დაწესებულებებს თანამშრომლებთან დადებული შრომის ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის წინადადებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 29 ხელოვნების სკოლაში, ერთ ხელოვნების კოლეჯსა და 2 სპორტულ დაწესებულებაში დასაქმებულ 918 პედაგოგს/მწვრთნელს ბოლო […]

მოჭიდავე ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ

ქართველ მოჭიდავე ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. კერძოდ, ლევან თედიაშვილს 14:00 საათზე, ძველი სპორტის სასახლიდან გამოასვენებენ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ. ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, […]

CNN-ის 50 საუკეთესო პურის სახეობას შორის აჭარული ხაჭაპური მოხვდა

CNN-ის 50 საუკეთესო პურის სახეობას შორის აჭარული ხაჭაპური მოხვდა. „იმერული ყველითა და სულგუნით გაჟღენთილი ხაჭაპური საქართველოს საუკეთესო კერძია. ბრტყელი ფორმის პური ცხვება საფუვრიანი ცომით, რომელსაც ნავის ფორმას აძლევენ. მასში ათავსებენ უხვად ყველსა და კვერცხს. წაგრძელებული ფორმა მაქსიმალურად ზრდის კონტრასტს ტექსტურაში, ნაზი შიგთავსიდან მკვეთრ, ყავისფერ წვეროებამდე. 2019 წელს ხაჭაპური „იუნესკოს“ არამატერიალურ ფასეულობათა ნუსხაში შეიტანეს“, – წერს […]

გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არ და­უ­ტო­ვე­ბია. აღ­ნიშ­ნულ წე­რილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ფე­ის­ბუქ­ში“ დე­კა­ნო­ზის ძმა, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძე აქ­ვეყ­ნებს. სა­სუ­ლი­ე­რო პირი წე­რილ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, სი­მარ­თლეს და­ამ­ტკი­ცებს. “მინ­და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გი­თხრათ, რომ სა­პყრო­ბი­ლე არა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბი­სა და გა­რი­გე­ბის მი­ზე­ზით არ და­მი­ტო­ვე­ბია. სა­ბუ­თებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­ზე­ზი […]

„სახელმწიფო მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ონკომედიკამენტებს ულიმიტოდ შემოიტანდა, რაც ვერ შეასრულა და სერიოზული დეფიციტი შეიქმნა“ – ვატო სურგულაძე

„სახელმწიფო მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ონკომედიკამენტებს ულიმიტოდ შემოიტანდა, რაც ვერ შეასრულა და სერიოზული დეფიციტი შეიქმნა“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა. მისი თქმით, ბაზარზე ონკომედიკამენტების დეფიციტი 2 მიზეზითაა გამოწვეული და ორივეს უკან სახელმწიფო დგას. ექსპერტის პოზიციით, ერთი მხრივ, სახელმწიფომ გადაწყვიტა თავად ეყიდა და შემოეტანა პრეპარატები, რაც ვერ შეასრულა და […]