ფინეთი ამბობს, რომ ათასობით სირიელი, იემენელი და სომალელი რუსეთიდან ფინეთში შესვლას ცდილობს

ფინეთმა სამშაბათს განაცხადა, რომ ათასობით მიგრანტი, რომლებიც ფინეთის საზღვართან რუსეთის გავლით მესამე ქვეყნებიდან შედიან, რუსეთ-ფინეთის საზღვრის გადაკვეთას ელოდებიან. გასული წლის ბოლოს, ფინეთმა რუსეთთან 1 340 კილომეტრიან საზღვარზე ყველა გამშვები პუნქტი დახურა, რადგან საზღვარზე ისეთი ადამიანების მასობრივი რაოდენობა ცდილობდა გადასვლას, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად მოქმედი ან ვარგისი დოკუმენტები არ ჰქონდათ. ჰელსინკი მოსკოვს კრიზისის ორკესტრირებაში, მიგრანტების საზღვრამდე მიყვანაში […]

როგორ აჯობა ჩინურმა BYD-მა ამერიკულ Tesla-ს?

2007 წელს, როცა ჩინური კომპანია BYD ავტომობილების ინდუსტრიაში გამოჩნდა, მას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. თუმცა, უკვე დღეს კომპანიამ ელექტრომობილების გლობალური გაყიდვებით ამერიკულ ავტომწარმოებელ Tesla-ს გაუსწრო. ამავდროულად, BYD-მა ჩინეთში შესაძლოა ბაზრის ლიდერი Volkswagen-იც კი შეცვალოს. რა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა კომპანია ასეთ წარმატებამდე? ამის შესახებ New York Times წერს. BYD თავდაპირველად ბატარეებს აწარმოებდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა ძალები საავტომობილო სექტორში […]

გიორგი სიორიძე – ელექტრონული საშუალებების დანერგვა კენჭისყრის პროცესში არ ნიშნავს, რომ ის ყოველგვარ მანიპულაციას გამორიცხავს – არ არის გამორიცხული ამომრჩევლის და ბიულეტენის „კარუსელი“

ელექტრონული საშუალებების დანერგვა კენჭისყრის პროცესში არ ნიშნავს, რომ ის ყოველგვარ მანიპულაციას გამორიცხავს. ბუნებაში არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც მანიპულაციას გამორიცხავს, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ გიორგი სიორიძემ პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” და რეგლამენტში ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა ხდება სულ სხვა დროს და სხვა სივრცეში. […]

ცესკოში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საერთაშორისო აუდიტის შედეგებს გაეცნენ

დღეს, ცესკოში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან არსებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და მიმდინარე საარჩევნო საკითხების, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია […]

როგორ ქრება ქართული ენა გალის სკოლებში – რეპორტაჟი

როდესაც გალის რომელიმე სკოლაში აფხაზურის გაკვეთილი ცდება, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც შეთანხმებული არიან, რომ ქართულის გაკვეთილი ჩატარდეს, რაც თუნდაც მცირე შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, ქართული ენის სწავლებისთვის გამოყოფილზე ოდნავ მეტი დრო ჰქონდეთ. ყოველ ახალ სასწავლო წელს გალში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი საფიქრალი უჩნდებათ – წელსაც ამცირებენ თუ არა ქართულის საათებს? უკანასკნელი რამდენიმე […]

„საფრთხეა დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლებისთვის“ — მედიაკოალიცია პაპუაშვილის განცხადებაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და „მთის ამბების“ რედაქტორ გელა მთივლიშვილზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება არის საფრთხე დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. კოალიციაში აცხადებენ, რომ გელა მთივლიშვილი და მისი გუნდი ავტორია არაერთი მნიშვნელოვანი ჟურნალისტური გამოძიებისა და მამხილებელი სტატიისა და საგანგაშოა, რომ მისი დისკრედიტაცია უკვე სისტემატურ ხასიათს იძენს: „შესაბამისად, არჩეული თანამდებობის პირების, განსაკუთრებით […]

ირაკლი კობახიძის მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, არის კიდევ ერთი ღია განაცხადი იმისა, რომ ევროპა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური არჩევანია

ირაკლი კობახიძის მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, არის კიდევ ერთი ღია განაცხადი იმისა, რომ ევროპა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური არჩევანია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს გამოკვეთილად ზუსტი პოლიტიკური გზავნილები ჰქონდა ევროპისადმი. მან თქვა, რომ ქართულ სახელმწიფოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრობა. ასევე გამოხატა მზაობა ყველა იმ რეფორმისათვის, რაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას დასჭირდება, […]

რუსებმა უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ ქართველ მებრძოლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

20 თებერვალს რუსეთის გენერალური პროკურატურის Telegram არხზე უკრაინაში მებრძოლი და ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის, 22 წლის მამუკა გაწერელიას საქმეზე ინფორმაცია გავრცელდა. ე.წ-მა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ 22 წლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მსროლელთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ მამუკა გაწერელიას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განცხადებაში ნათქვამია, რომ “2022 წელს გაწერელია ჩავიდა უკრაინაში, სადაც […]

რუსეთმა ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთმა ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მარიუპოლის მცველს ის სულ მცირე 4 რუსი სამხედროს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 22 წლის მსროლელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. მამუკა გაწარელია დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (თავდასხმა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე, რათა ხელი შეუშალოს აღნიშნული […]

აშშ ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა: `პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, ჩვენ გამოვაცხადებთ სანქციების დიდ პაკეტს პარასკევს, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნავალნიზე მომხდარის გამო” ირკვევა, რომ ახალი სანქციების დიდი პაკეტი 23 თებერვალს გასაჯაროვდება.