პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა. მთავრობის მეთაურმა შარლ მიშელს […]

ოლივერ ვარჰეი – მახარებს საქართველოს ძლიერი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი – ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის

მახარებს საქართველოს ძლიერი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი – ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის, – ასე ეხმაურება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში”. ოლივერ ვარჰეი ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი. „სიხარულით მივესალმები ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. […]

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინა-პოლონეთის სამ სასაზღვრო პუნქტზე მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების გაშვება დაიწყეს

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინა-პოლონეთის სამ სასაზღვრო პუნქტზე მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების გაშვება დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა. 20 თებერვლის საღამოს მდგომარეობით პოლონელი ფერმერები უკრაინასთან საზღვარზე 6 გამშვები პუნქტის ბლოკირებას აგრძელებენ. ამავდროულად, გამშვებ პუნქტებზე „უსტილუგი”, “რავა-რუსკაია” და “უგრინოვი” მათ სამგზავრო ტრანსპორტი გაშვება დაიწყეს. „ვითარება კარდინალურად არ შეცვლილა. ამავდროულად, პოლონელი კოლეგების ინფორმაციით, დაახლოებით, […]

იანვარში სამრეწველო პროდუქციის წარმოება წლიურად 0.7%-ით გაიაფდა

იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 0.7%-იანი კლება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები 4%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაზე -0.24 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე […]

საცხოვრებელი ფართის საშუალო გასაყიდი ფასი წელს დაიკლებს და 1000-1200$-ის ფარგლებში იქნება, გასაქირავებელი კი 10-12$ – „თიბისი კაპიტალი“

2023 წელს რუსეთიდან შემოსული მიგრანტების 17%-მა დატოვა საქართველო. ამის შესახებ, თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში „2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა“ არის ნათქვამი. მიგრანტების შემოსვლის შედეგად, თბილისში ბინის ქირის საშუალო თვიური ფასი 800$-ია, რაც აღემატება ბინის ქირის საშუალო თვიურ ფასს თურქეთის, ესტონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, უნგრეთის, ყაზახეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და ბოსნია ჰერცოგოვინას დედაქალაქებში. 2024 წელს, მიგრანტების […]

“სამი პირი 2006 წელს ქართული სპეცსამსახურების დავალებით ტერაქტებს ამზადებდა” – ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება სამი ადგილობრივი მოქალაქის [გიორგი გოგიჩაევი, ალან ქარქუსოვი და იანიკ ქარქუსოვი] მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე და ისინი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა. ცხინვალის ცნობით, საუბარია 2006 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩადენილ რიგ ტერორისტულ დანაშაულებზე საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ. ბრალდებულები დამნაშავედ სცნეს ჯგუფურ ექსტრემიზმში -წინასწარ განზრახ იარაღისა […]

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიუღებლად მიიჩნევს პაპუაშვილის კომენტარს EU-ს მედიაკონკურსზე

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის 20 თებერვლის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კონკურსზე, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში”. ჟურნალისტთა დამოუკიდებელ გაერთიანებას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „თავისი კომენტარით ევროკავშირის პრიზზე, მისი ჟიურის წევრებსა და ნომინანტებზე, გასცდა ამ თანამდებობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში განსაზღვრულ მანდატს. მან ცენზორის როლი მოირგო და თავს დაესხა მათ, ვინც ამ ჟურნალისტური კონკურსის ფარგლებში ჟიურისგან, რომელიც […]

კალაძემ მამუკა ხაზარაძე “ლუზერად და რადიკალად” მოიხსენია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლელო საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე “ლუზერად და რადიკალად” მოიხსენია. დღეს ლელოს Facebook გვერდზე ახალი პოსტი გამოჩნდა, სადაც წერია, რომ 36 კვირაა დარჩენილი ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში ყოფნამდე. ეს ის დროა, რა დროც საპარლამენტო არჩევნებამდეა დარჩენილი. კალაძის გაღიზიანება სწორედ ლელოს ამ პოსტმა გამოიწვია. “მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი ლუზერი და რადიკალია. არაფრით არ განსხვავდება იმ […]

NDI-ის სადამკვირვებლო მისია ოცნების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წევრებს შეხვდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2024 წლის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დღეს ქართული ოცნების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შავი ფულის არსებობა არჩევნებზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მიტაცებული ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რაზეც ოპოზიციამ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2024 […]

დრონებით რუსეთის იერიშებს უკრაინაში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით, იერიში მიიტანა. არსებული ინფორმაციით დაღუპულია ხუთი ადამიანი. უკრაინის ხელისუფლების ცნობით თავდასხმის დროს დაზიანდა სამრეწველო ობიექტიც. გამთენიისას, ლანცენტის ტიპის დრონი შეეჯახა საცხოვრებელ კორპუსს სუმის რეგიონში. აფეთქების შედეგად დედა, მისი ორი ვაჟი და კიდევ ორი ნათესავი, ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ უკრაინის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ „ტელეგრამში“ გაავრცელა. იერიშებისთვის […]