ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილი საჩუქარია ბიძინასთვის

სააკაშვილის ყველა განცხადება, მისი ყველა მოქმედება არის ბიძინა ივანიშვილისთვის საჩუქარი. ეს ბიძინა ივანიშვილს აქვს ღიად ნათქვამი და ეს ვიცით 14 წელია, რაც ია ანთაძეს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ ან იქით უნდა იყო, ან აქეთო და პოლარიზაციაში ვიგებ მეო. აი ამას ცდილობს და ამიტომ ყრის ყველას ერთ ქვაბში და მიშა ამაში ეხმარება.
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა საარჩევნო კომისიის უარი ნადეჟდინისთვის კენჭისყრაში მონაწილეობაზე

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 21 თებერვალს არ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის ომის მოწინააღმდეგე კანდიდატის, ბორის ნადეჟდინის საჩივარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მას აეკრძალა მონაწილეობა მომავალ თვეში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. უზბეკეთში დაბადებული, 60 წლის ნადეჟდინი – რომელიც საუნივერსიტეტო სფეროში მუშაობს და უწინ კანონმდებელიც იყო – ასაჩივრებდა კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას მისთვის კენჭისყრის აკრძალვაზე. გასულ კვირაში უზენაესმა სასამართლომ უარყო მისი […]
ბრაზილია აკრიტიკებს გაეროს უშიშროების საბჭოს “პარალიზებულობას” ღაზის და უკრაინის საკითხებზე

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 21 თებერვალს, დიდი ოცეულის (G20) შეხვედრის გახსნაზე გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს “პარალიზებულობა” ღაზაში და უკრაინაში მიმდინარე ომებთან დაკავშირებით. “მრავალმხრივი ინსტიტუციები არ არიან სათანადოდ აღჭურვილები ამჟამად შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად, როგორც ეს გამოჩნდა უშიშროების საბჭოს მიუღებელი პარალიზებულობით მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით” – განაცხადა მაურო ვიეირამ ორდღიანი შეხვედრის გახსნისას. დიდი ოცეულის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანა ბრაზილია […]
გერმანიაში ფულის გათეთრების საქმეზე რუსულ-ევრაზიული ქსელი გამოავლინეს – DW

ბერლინის გენერალურმა პროკურატურამ, 20 თებერვალს, ფულის გათეთრების რუსულ-ევრაზიული ქსელის გამჟღავნების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ DW იუწყება. უწყების ცნობით, საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ევროს უკანონო ფულზე, რომლის წარმომავლობასაც მალავდნენ. გამოძიების ფარგლებში გერმანელმა გამომძიებლებმა გაჩხრიკეს 58 საცხოვრებელი და კომერციული შენობა ბერლინის, ბრანდენბურგის, ბადენ-ვიურტემბერგისა და საქსონიის ფედერალურ შტატებში. გარდა ამისა, Eurojust-ისა და Europol-ის მხარდაჭერით, ჩხრეკა განხორციელდა ლატვიასა და […]
საფრანგეთმა გაზპრომთან დაკავშირებული Є120 მლნ-ანი ვილის კონფისკაცია მოახდინა – Le Monde

საფრანგეთის სასამართლომ 120 მილიონი ევროს ღირებულების ვილა Irina Maria კონფისკაცია მოახდინა, რომელიც კურორტ კოტ დ’აზურზე მდებარეობს. ოფიციალურად ის რუს-სომეხ ბიზნესმენს სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის, მაგრამ პარიზის პროკურორები მიიჩნევენ, რომ მისი რეალური ბენეფიციარი რუსული გაზპრომის შვილობილი კომპანიაა. ამის შესახებ გაზეთი Le Monde წერს. „საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი ჯეკპოტი მოხსნა“, – წერს გამოცემა. […]
ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ვმუშაობთ – ვფიქრობ, დაახლოებით, ზაფხულში მზად ვიქნებით

უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულამდე არ იქნება მზად. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ევროპულ პარლამენტში არჩევნებამდე არ იქნება მზად, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართება. “სკრინინგის პროცესზე შესანიშნავ პროგრესს ვაღწევთ. ეს ძალიან კარგია. და მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ვმუშაობთ. ჩემი საუკეთესო […]
საბა ბუაძე – ერთადერთს, რასაც ვისმენ, „ლელოს“ გეგმაზე თავდასხმაა, ვის რა გეგმა აქვს პენსიებზე, ჯერ არ მოგვისმენია, მათ შორის იმ ხალხისგან, რომლებიც გვაკრიტიკებდნენ, ახლა წელში გასწორდნენ და დაიწყეს 1000-ლარიან პენსიაზე გალობა – ვგულისხმობ, სხვადასხვა ძალას, მათ შორის ოპოზიციაში

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის საკრებულოს წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე შესაძლებელია პენსიის 200-ლარით გაზრდა, ხოლო 4-წლის ვადაში, მინიმუმ 9%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, შესაძლებელია პენსიის 1000-ლარამდე გაზრდა. როგორც ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ „ლელოს“ წინასაარჩევნო დაპირების – პენსიის 1000- ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა, ეს არ არის პიარული თემა, დაპირება რეალისტურია და დეტალურად არის დათვლილი. „ლელოს“ […]
პრეზიდენტი – გაფართოება სიძლიერისა და გამძლეობის თვალსაზრისით, ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც ჩვენთვის – ძველი, პროცედურული დისკუსიები საკმარისი არ არის და არ იქნება

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მომუშავე ევროპის წამყვან მკვლევარებს და ადგილობრივი კვლევითი ცენტრების ექსპერტებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში Horizon Europe-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტმა საკუთარ სიტყვით გამოსვლაში ევროპის გაფართოების მნიშნველობაზე ისაუბრა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, გაფართოება სიძლიერისა და გამძლეობის თვალსაზრისით, ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც ჩვენთვის და […]
ჯემალ გამახარია – დიმიტრი გულია ისტორიის ყველა ეტაპზე იყო ქართული ორიენტაციის მიმდევარი და მომხრე აფხაზი საზოგადო მოღვაწე

დიმიტრი გულია ისტორიის ყველა ეტაპზე იყო ქართული ორიენტაციის მიმდევარი და მომხრე აფხაზი საზოგადო მოღვაწე, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებაშია ნათქვამი. “დიმიტრი გულია, მთელი თავისი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, არამარტო აფხაზი ხალხისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვისაც. ის არის აფხაზი ხალხის დამწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აფხაზური ლიტერატურისა და პოეზიის ფუძემდებელი. გარდა ამისა, […]
მეცნიერებმა სუპერმასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ყოველდღე ერთ მზეს შთანთქავს

მეცნიერებმა დღემდე ყველაზე კაშკაშა და სწრაფად მზარდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ყოველდღიურად ერთი მზის მასას შთანთქავს. ამის შესახებ კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. თვითონ ციური სხეული, სახელად J0529-4351, მეცნიერებმა დიდი ხნის წინ შეამჩნიეს, თუმცა ახლა დადგინდა, რომ ის სინამდვილეში ე.წ. კვაზარი (კვაზივარსკვლავური რადიოწყარო), გალაქტიკის აქტიური ბირთვის ნაირსახეობაა. კვაზარს სუპერმასიური შავი ხვრელი წარმოქმნის, რომელიც მატერიას ისრუტავს და […]