ბენ განცი: “ადრეული საიმედო ნიშნებია“ მძევლების გაცვლასთან დაკავშირებით

ისრაელ-„ჰამასის“ ომის ოთხი თვის თავზე ისრაელის ე.წ. ომის კაბინეტის წევრი და თადარიგის გენერალი ბენი განცი ამბობს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების კუთხით მოლაპარაკებებში „ადრეული საიმედო ნიშნები” იკვეთება. განცი ამბობს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალ რეგიონულ შეთანხმებაზე და მოლაპარაკებები ეხება როგორც მძევლების გათავისუფლებას, ასევე – ღაზის სექტორში ომის შეჩერებას. „არის მცდელობები, რომ ხელი შეეწყოს მძევლების […]
მოსკოვში ამოიღეს გაზეთის ტირაჟი, რომლის პირველ გვერდზე ნავალნის ფოტო იყო – მედუზა

მოსკოვში, პრესის ჯიხურებიდან ამოიღეს გაზეთის სრული ტირაჟი, რომლის პირველ გვერდზეც ნავალნის ფოტო იყო გამოსახული. ამის შესახებ ინფორმაციას “მედუზა” ყოველკვირეულ გაზეთ “საბესედნიკის” ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯიხურებიდან სწორედ ეს გაზეთი ამოიღეს. ეს პრესის შეზღუდვის აპრობირებული მეთოდია ტოტალიტარულ რეჟიმებში. “მედუზას” ერთ-ერთმა მკითხველმა განუცხადა, რომ ვერ შეძლო გაზეთის ამ ნომრის ყიდვა, რადგან პრესის ჯიხურში უთხრეს, რომ მიიღეს ბრძანება ამ […]
რომან გოცირიძე – იდეალური ვარიანტი იქნება თუ „ლელო“ და მელია – ორი ფრთა წინასაარჩევნოდ შეკრავს მძლავრ ოპოზიციურ ბლოკს, რომელიც შეიძლება გახდეს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობა

რაღაც პროცესები მიდის წინ, რაღაც კონტურები გამოიკვეთა, მაგრამ თვით „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკშიც კი ვინ იქნება, ესეც კი არ არის ამ ეტაპზე, ერთმნიშვნელოვნად ცნობილი, – ამის შესახებ „ევროპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. რომან გოცირიძის მოსაზრებით, ვინც დღეს ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ იქნება, „უცბად შეიძლება იქ აღმოჩნდეს“. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ პოლიტიკურ […]
ასოცირების საბჭო საქართველოს მოუწოდებს დაასრულოს საარჩევნო რეფორმა

21 თებერვალს გამოქვეყნდა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს განცხადება მე-8 სხდომის შემდეგ, რომელიც სამშაბათს გაიმართა ბრიუსელში. საბჭო მოუწოდებს საქართველოს დაასრულოს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა 2024 წლის არჩევნებამდე. “ასოცირების საბჭომ აღნიშნა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები და მოუწოდა საქართველოს დაასრულოს საარჩევნო რეფორმა მოახლოებულ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიის და ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. […]
ვოლოდინი: პუტინმა დაგვიბრუნა ჩვენი თევზი, რომელსაც უნამუსო ინგლისელები 68 წელი ჭამდნენ

დაწესებული სანქციების პასუხად, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის მიერ დიდ ბრიტანეთთან 1956 წელს დადებული თევზჭერის შეთანხმების გაუქმებას. ხელშეკრულება ბრიტანელი მეთევზეების გემებს ბარენცის ზღვაში, კოლის ნახევარკუნძულის სანაპიროს მახლობლად თევზჭერისა და თავისუფალი ცურვის უფლებას აძლევდა. “საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. კოლეგებო, დღეს საუბარი დავიწყეთ იმით, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ლიდერი, როგორ უნდა იცავდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. […]
უკრაინელი საბჭოთა დისიდენტი, სტეპან ხმარა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

21 თებერვალს 86 წლის ასაკში უკრაინის გმირის წოდების მქონე უკრაინელი საბჭოთა დისიდენტი, უფლებადამცველი და საზოგადო მოღვაწე, სტეპან ხმარა გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ცოლი Facebook-ზე წერს. “ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო და კიდევ მეტსაც. როგორ გვინდოდა, რომ ის ჩვენთან ყოფილიყო, როცა ჩვენს გამარჯვებას გამოაცხადებენ! როგორ მინდოდა მისი ბედნიერი სახის ნახვა!” – წერს დისიდენტის ცოლი, როქსოლიანა ხმარა. სტუდენტობისას […]
Ryanair მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანაში ფრენებს აჩერებს

Ryanair-მა ისრაელში ფრენების გაუქმება გამოაცხადა. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ქვეყანაში ფრენები მხოლოდ ცოტა ხნის წინ – 1 თებერვალს განაახლა. ამის შესახებ avianews.com წერს. თუმცა, ისრაელის საჰაერო სივრცეში დაბრუნებიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში, Ryanair-მა გადაწყვიტა ფრენების გაუქმება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი აეროპორტის მაღალი გადასახადი გახდა. ამაზე გავლენა იქონია ჰამასსა და ისრაელს შორის ომმა. ქვეყანაში ფრენების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. შედეგად, […]
პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

ხვალ, 22 თებერვალს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეეზღუდებათ. შეზღუდვა არ შეეხება მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. “აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წითელი ზღვის კრიზისმა გლობალური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა, 2,8%-მდე შეამციროს – IIF–ის პროგნოზი

იემენელი ჰუსიტების გასამხედროებული დაჯგუფება Ansar Allah-ის მხრიდან სავაჭრო გემებზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად გამოწვეულმა წითელ ზღვის კრიზისმა გლობალური ეკონომიკური ზრდა 2024 წლის ბოლოსთვის შესაძლოა, 2,8%-მდე შეამციროს. ამის შესახებ ვაშინგტონის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (IIF) ანალიტიკოსები პროგნოზირებენ. შედარებისთვის, ამერიკელმა ექსპერტებმა გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 3,1%-ად შეაფასეს. ამდენად, უარეს შემთხვევაში, მაჩვენებელი შესაძლოა, 0,7%-ით შემცირდეს. IIF-ის ექსპერტებმა საბაზისო სცენარი […]
მაკრონი: თავდაცვის სფეროში სომხეთთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ

21 თებერვალს, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პარიზში გამართული შეხვედრის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ პარიზი ერევანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააგრძელებს. “ჩვენ გავაგრძელებთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. საფრანგეთი დათანხმდა თავდაცვითი ტექნიკის მიწოდებას და საფრანგეთი ამ საკითხში პირობის შესრულებას გააგრძელებს, რაიმე ესკალაციის სურვილის გარეშე.” – თქვა ემანუელ მაკრონმა. ამას გარდა მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი 2023 წელს […]