ევროკავშირში უკრაინის მისაღებად მოლაპარაკებები ზაფხულამდე არ დაიწყება

ევროკავშირში უკრაინის გასაწევრიანებლად მოლაპარაკებები სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება. ამის შესახებ, როგორც უკრაინული მედია და სააგენტო „ფრანს პრესი” წერენ, ბრიუსელში 21 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტი არ მოელის, რომ პროცესის დასაწყებად საჭირო მოლაპარაკებების ჩარჩო მზად იქნება ევროპარლამენტის არჩევნებამდე, რომელიც 6-9 ივნისს ჩატარდება. ფონ დერ ლაიენი ვარაუდობს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის საჭირო […]

გაერთიანებული სამეფო ისრაელში იარაღის ექსპორტის შეჩერებას განიხილავს, თუ რაფაჰში შეტევა განხორციელდება

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, შესაძლოა, ისრაელში იარაღის ექსპორტის ლიცენზირება შეაჩეროს, თუ ბენიამინ ნეთანიაჰუ სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაჰზე პოტენციურად დამანგრეველ სახმელეთო შეტევას დაიწყებს, – ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. გამოცემა სამინისტროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუხედავად იმისა, რომ იარაღის ექსპორტის ლიცენზიების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია სწრაფად უპასუხოს, თუ მინისტრებს იურიდიულ რჩევას მისცემენ, რომ […]

ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები – როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება, გარყვნილი და სხვა სახის სექსუალური ქმედება – ბავშვთა მიმართ ჩადენილი მსგავსი სახის დანაშაულები ქვეყანაში იზრდება. სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა მსხვერპლის ახლობლები, ხშირ შემთხვევაში კი, ოჯახის წევრები არიან. რატომ მალავენ ხშირად ბავშვები მათ მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მოძალადე, რა ასაკიდან უნდა იცოდნენ ბავშვებმა აღნიშნული დანაშაულის შესახებ და როგორ უნდა […]

ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ რაკეტები, სარაკეტო გამშვები და დრონი გაანადგურეს

ამერიკის შეერთებული შტატების შეირაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სარაკეტო გამშვები და დრონი გაანადგურეს. ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ რაკეტები, გამშვები და დრონი „წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისთვის და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის“. შეგახსენებთ, იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში ნოემბრის შემდეგ არაერთი სარაკეტო და დრონით თავდასხმა განახორციელეს, რაც, მათი […]

შალვა პაპუაშვილი დღეს, პარლამენტის სხდომაზე ანგარიშით წარდგება

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოვა. დეპუტატები პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას დღევანდელ სხდომაზე მოისმენენ. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას ისმენს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. დისკუსია კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის […]

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო – 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტიდან დღემდე, ისრაელის იერიშებს სულ მცირე 29 313 პალესტინელი ემსხვერპლა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ქალაქ რაფაჰის მიმართულების ისრაელმა მორიგი ავიაიერიშები განახორციელა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. მათივე ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტიდან დღემდე, ისრაელის იერიშებმა სულ მცირე 29 313 პალესტინელი შეიწირა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში მათ ღაზას სექტორის ქალაქ ხან იუნისთან რამდენიმე ობიექტის დაკავება […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 თებერვალს, 10:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ოძისი, ახმაჯი, ბაქაქურები და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, ასევე, 11:10-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანსა და სოფელ დიღომში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Reuters: ირანმა დაიწყო რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება

ირანმა დაიწყო რუსეთისთვის ასეულობით ბალისტიკური რაკეტის მიწოდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. საუბარია Fateh-110-ის ჯგუფის რაკეტებზე, რომელთა მოქმედების მანძილი 300-დან 700 კილომეტრამდეა. სააგენტოს ირანული წყაროების ცნობით, რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა გასული წლის ბოლოს მიაღწიეს მოსკოვსა და თეირანში გამართულ შეხვედრებზე. პირველ ეტაპზე ირანმა რუსეთს უნდა გადასცეს 400-მდე რაკეტა. Reuters-ის ერთ-ერთი […]

ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ რაკეტები, სარაკეტო გამშვები და დროონი გაანადგურეს

ამერიკის შეერთებული შტატების შეირაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სარაკეტო გამშვები და დრონი გაანადგურეს. ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ რაკეტები, გამშვები და დრონი „წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისთვის და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის“. შეგახსენებთ, იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში ნოემბრის შემდეგ არაერთი სარაკეტო და დრონით თავდასხმა განახორციელეს, რაც, მათი […]

საქართველოს პარლამენტში 22 თებერვალს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, პრესსამსახურის ცნობით, 22 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისად, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. “მიმდინარე წლის 22 თებერვალს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – […]